წესია ასეთი

No dogs. No bicycles. No swimming. Watch me! I make my own rules. How to be a Rebel: A complete guide to Non-violent, Non-cooperation rebelion. Part 1საქართველოში ასეთი წესია, ყველაფერი წესისამებრ გააკეთო.

საქართველოში ასეთი წესია, ყველამ ყველაფერი შენზე უკეთ იცის.

საქართველოში ასეთი წესია, ყველა საკუთარ აზრს გამოთქვამს, მიუხედავად იმისა, ეკითხები თუ არა.

საქართველოში ასეთი წესია, სხვები რომ აზრს გამოთქვამენ, უნდა გაითვალისწინო, მიუხედევად იმისა, რომ აზრი არ გიკითხავს.

საქართველოში ასეთი წესია, თუ სხვისი რჩევა არ გაითვალისწინე, იმდენს იზამენ, მაინც თავისი გაიტანონ თუ არა და ჩაგწიხლავენ და გადაგთელავენ.

წესიდან ყველა გადაცდომა – მუტაცია, მახინჯობა, ტრადიციების შეურაცხყოფა და ეროვნულობაზე უარის თქმაა, ანაც  – უფროსების უპატივცემლობა.

ამიტომაც ვართ ასეთი და ჩვენისთანა ბედნიერი განა არის სადმე ერი?

ერთ ყალიბში ჩამოსხმული, ერთ თარგზე მოჭრილი, მახინჯი და დეგრადირებული.

როგორც ჩემი მეგობრის მამა, ძალიან ჭკვიანი, განათლებული, დარბაისელი უკვე საპენსიო ასაკს გადაცილებული კაცი ამბობს:

სანამ ჩვენი თაობა ცოცალია, ახლებს არაფერი გეშველებათო!

თუმცა, ჩემი მოკრძალებული მოსაზრებით, ჩვენი თაობაც ძლიერ მოწამლულია უკვე და ჩვენც აღარაფერი გვეშველება.