გადაწყვეტილების მიღებით გამოწვეული დაღლილობა

დრო და ენერგია ისეთივე ძვირფასი, სასრული რესურსია, როგორც ფული – ბანკის ანგარიშზე. ამიტომ უნდა ვისწავლოთ მათი დაცვა და სტრატეგიული გამოყენება. ამაში კი, ყველაზე უკეთ, გადაწყვეტილების მიღებით გამოწვეული დაღლილობის თავიდან არიდების უნარი დაგვეხმარება.

ადამიანს სჩვევია გადაწყვეტილების მიღების პროცესის სამომავლოდ, გარკვეული/გაურკვეველი დროისთვის გადადება, რამდენადაც, აღნიშნული პროცესი ძალზედ რთული და დამღლელია.

გადაწყვეტილების მიღების პროცესი შედგება არჩევანის შეფასებისა და თავად არჩევისაგან. ორივე ძალისხმევას მოითხოვს.

მცირე ხნით ძალისხმევა წარმოვიდგინოთ კუნთის სახით. ყოველ მომდევნო ჯერზე, ის იღლება და ცვდება. დღის მანძილზე კი უამრავი გადაწყვეტილების მიღება გვიწევს – მათი დიაპაზონი მერყეობს მარტივიდან (მაგალითად – რომელი ბლუზა ჩავიცვათ) – რთულამდე (მაგალითად – როგორ ვამცნოთ ცუდი ამბავი მეგობარს ან კოლეგას).

ამ გადაწყვეტილებათაგან არცერთი არ არის თავისთავად დამღლელი, მაგრამ ერთობლიობაში ისინი გვფიტავენ და გვაცლიან ენერგიას.

აღნიშნულისათვის თავის არიდების მარტივი გზაა დღის მანძილზე მისაღები გადაწყეტილებების მინიმალიზირება. ამისათვის კი, რაც შეიძლება მეტი, განსაკუთრებით – ნაკლებმნიშვნელოვანი საკითხი უნდა გავუშვათ ავტომატურ რეჟიმზე.

ასე, მაგალითად, შეგვიძლია შევქმნათ ე.წ. Capsule Wardrobe (კაპსულა გარდერობი), რომელიც შედგება თითოეული ძირითადი კატეგორიის ტანსაცმლის (ზედა, ქვედა, მოსაცმელი და ფეხსაცმელი) სამ-სამი ან ოთხ-ოთხი ნეიტრალური ტონალობის ნივთისაგან, რომლებიც ერთმანეთს იდეალურად ეხამება. და შემდგომ, აღარ დაგვჭირდება თავის მტვრევა და გონების იმაზე გადაღლა, თუ რა რას უფრო უხდება. ჩაიცვი რაც მოგხვდება ხელში და სულ ეს არის.

იგივე რამ შეგვიძლია გავაკეთოთ საკვებთან მიმართებითაც. შევქმნათ “კაფსულა მენიუ”, რომელიც შედგება 5-6 ჯანსაღი რეცეპტისაგან, რომელსაც გავამეორებთ – სანამ არ მოგვეზედება. სხვათაშორის, ჩვენს საჯარო ბაღებს აქვთ შექმნილი მსგავსი მენიუ. თუ სწორად მახსოვს, მეორდება ყოველ 2 კვირაში ერთხელ.

შეგვიძლია, ამგვარი მიდგომა განვავრცოთ ცხოვრების სხვადასხვა ასპეტზეც. შესაბამისად, ყოველდღიურ საქმეთა ავტომატიზებით, გვექნება მეტი დრო, ენერგია და ძალისხმევა, ჩვენი დიადი მიზნებისათვის. პრიორიტეტს მივანიჭებთ იმას, რაც ჭეშმარიტად მნიშვნელოვანია და შესაბამისად, მეტად ღირებულ შინაგან რესურს დავუთმობთ უმთავრეს საქმეებს და არა იმას, თუ რომელი პერანგი ჩავიცვათ დილით.

ყველანი იმაზე მხრცოვანები ვართ, ვიდრე გვგონია…

ეს არის პასუხი ჩვენი მეგობრისთვის, რომელმაც ეს ეს არის, აღმოაჩინა, რომ ჭაღარა აქვს თავზე (ან სადმე სხვაგან…)…

The Jebel Irhoud site in Morocco. CreditShannon McPherron/Max Planck Institute for Evolutionary Anthropology

არა, მართლა, 2017 წლის 7 ივნისს (ანუ ჩემი დაბადების დღის მეორე დღეს, ნაბახუსევზე) მეცნიერებმა განაცხადეს, რომ მაროკოში ხუთი ჰომო საპიენსის ნამარხი (თუ ნარჩენები არ ვიცი, არქეოლოგები რა ტერმინით მოიხსენებენ) აღმოაჩინეს, რომელთა ასაკიც, დაახლოებით 300 000 წელი უნდა იყოს. აქამდე, მეცნიერებს ეგონათ, რომ პირველი ადამიანი, დაახლოებით 200 000 წლის უნდა ყოფილიყო – დასავლეთ აფრიკიდან. მაროკო კი ჩრდილოეთ აფრიკაა, ასე რომ, ადამიანები იმაზე დიდ ხანს დაეხეტებოდნენ დედამიწაზე, ვიდრე აქამდე გვეგონა, და სავსებით შესაძლებელია,  ჩვენ ყველას აფრიკაში გვქონდეს ფესვები…

43 ცხოვრებისეული გაკვეთილი, 90 წლის ქალბატონისაგან

1. ცხოვრება უსამართლოა, მაგრამ მაინც კარგია;

2. როცა ეჭვობ, უბრალოდ გადადგი შემდეგი პატარა ნაბიჯი;

3. ცხოვრება მეტისმეტად მოკლეა, რომ მისით არ დავტკბეთ;

4. შენი საქმე და სამსახური არ მოგივლის, როცა ავად ხარ. მეგობრები და ოჯახი მოგივლის;

5. არ იყიდო ნივთები, რაც არ გჭირდება;

6. არ არის აუცილებელი ყველა დავა მოიგო. დარჩი მართალი საკუთარ თავთან;

7. იტირე ვინმეს თანდასწრებით. უფრო მალე განიკურნები, ვიდრე მარტო ტირილით;

8. შეინახე ნივთები, რომლებიც მნიშვნელოვანია;

9. როცა საქმე შოკოლადს ეხება, წინააღმდეგობა უშედეგოა;

10. დაზავდი წარსულთან, რათა აწმყოში საქმე არ გაგიფუჭოს;

11. არაუშავს, თუ კი შვილები ატირებულს გნახავენ;

12. არ შეადარო შენი სცოვრება სხვისას. წარმოდგენაც არა გაქვს, რისი გამოვლა უწევთ მათ;

13. თუ ურთიერთობა სხვებისთვის საიდუმლოა, შეწყვიტე;

14. ყველაფერი შეიძლება თვალის დახამხამებაში შეიცვალოს. არ ინერვიულო, ღმერთი არასდოს ახამხამებს თვალს;

15. ღრმად ჩაისუნთქე და ამოისუნთქე. გონებას ამშვიდებს;

16. მოიცილე ყველაფერი რაც უსარგებლოა. ნაგავი უკან გხევს ბევრი მიმართულებით;

17. რაც არ გკლავს, მართლაც გაძლიერებს;

18. არასდროს არ არის გვიან, იყო ბედნიერი. მაგრამ ეს ყველაფერი მხოლოდ და მხოლოდ შენზეა დმოკიდებული;

19. როცა, საქმე ეხება იმას, რაც გიყვარს ცხოვრებაში, უკან არ დაიხიო. არ დასჯერდე “არას”.

20. დაწვი სანთლები, გამოიყენე ლამაზი ზეწრები, ატარე ძვრიანი თეთრეული. არ დაზოგო ისინი განსაკუთრებული შემთხვევებისათვის. ყოველი დღე განსაკუთრებულია;

21. მოემზადე ძალიან კარგად, შემდგომ იფრინე;

22. იყავი ექსცენტრიული. ნუ დაელოდები ხანშიშესულ ასაკს, რომ თმა იასამნისფრად შეიღებო;

23. ყველაზე მნიშვნელოვანი სექსუალური ორგანო ტვინია;

24. მხოლოდ შენ გიპყრია შენი ბედნიერების სადავეები;

25. ყველა უბედურება ერთ წნეხში გაატარე – დასვი კითხვა: “ხუთ წელიწადში ამას ექნება მნიშვნელობა?”

26. ყოველთვის აირჩიე სიცოცხლე;

27.  მიუტევე, მაგრამ არ დაივიწყო;

28. სხვები რას ფიქრობენ შენზე – შენი საქმე არ არის;

29. დრო თითქმის ყველაფრის მკურნალია. მიეცი დროს დრო;

30. რაც უნდა კარგი ან ცუდი იყოს სიტუაცია, ის შეიცვლება;

31. ძალიან სერიოზულადაც ნუ მიუდგები საკუთარ თავს. სხვა არავინ უდგება;

32. გჯეროდეს სასწაულების;

33. ღმერთს უყვარხარ იმიტომ, რომ ღმერთია და არა იმიტომ, რომ რამე გააკეთე ან არა;

34. ნუ ახდენ შენი ცხოვრების აუდიტირებას. ადექი და გააკეთე მაქსიმუმი;

35. შენს შვილებს მხოლოდ ერთი ბავშვობა აქვთ;

Not Working

36. ბოლოს ერთადერთი რამაა მნიშვნელოვანი – რომ გიყვარდა;

37. გადი გარეთ ყოველ დღე. სასწაული ყოველ კუთხეში გელოდება;

38. რომ მოვისროლოთ ჩვენი პრობლემები და დავინახოთ სხვებისა, ჩვენს პრობლემებს უკან მოვხვეტდით;

39. ეჭვიანობა დროის ფუჭად კარგვაა. დააფასე, რაც უკვე გაქვს და არა ის, თუ რა გჭირდება;

40. დაუთმე;

41. როგორც უნდა გრძნობდე თავს, ადექი, ჩაიცვი და გამოცხადდი;

42. სიცოხლე არ არის გაბანტული, მაგრამ მაინც საჩუქარია;

43. ყველაფერი საუკეთესო წინ არის!

რეჯინა ბრეტი

IPSY – ხარისხიანი კოსმეტიკა $10.00 – ად

IPSY – ეს არის კომპანია, რომლის მეშვეობითაც შეგიძლიათ მოიპოვოთ შედარებით ხარისხიანი კოსმეტიკა თვეში სულ რაღაც 10 დოლარად. ამასთან, ყოველ თვე 5 პროდუქტი და 1 კოსმეტიკის ჩანთაა. რეგისტრაციისას კითხვარს ავსებთ, რომლის მიხედვითაც კანის, თმის ფერისა და ა.შ. ინფორმაციას იტყობენ.

პროდუქციასაც შესაბამისად აგზავნიან. შიგთავსი ყოველთვის გაცილებით ძვირადღირებულია, ვიდრე მასში ვიხდით. ასე, მაგალითად, მიმდინარე თვეში მიღებული კოსმეტიკის ღირებულებამ $65 შეადგინა.

თქვენს წინაშეა, ივლისის Glam Bag. ეს ჩემი მესამე ამანათია (მაისსა და ივნისს მოგვიანებით გაგიზიარებთ). ჯერ-ჯერობით, ყველაზე მეტად მომწონს. თუმცა, ივნისისაც ძალიან კარგი იყო.

Screen Shot 2016-07-28 at 18.11.25

თავად კოსმეტიკის ჩანთა მომეწონა იმაზე მეტად, ვიდრე ველოდი. ფერი გარდამავლად ელვარებს.

theBalm Cosmetics – Meet Matt(e) Trimony Eyeshadow – $4.67

ერთი შეხედვით, არ მომეწონა, თუმცა, ყველამ კომპლიმენტი მითხრა, ვინც კი მიხილა და in the end of the day აზრი შევიცვალე.

Delectable lemon & cream ultra nourishing hand cream – $3.50

ხელის კრემი – თავიდან ესეც არ მომეწონა. ლიმნის სუნი მახსენებდა ქოლდრექსის ჩაის – მაგრამ რამდენიმე წასმის შემდეგ – ნაღების სუნიც მეცა და რაღაცნაირად, მომეწონა. ხელს კარგად ატენიანებს.

ipsy july

OFRA Cosmetics Lip Liner – $13.00

ცხოვრებაში არასდროს მიხმარია ტუჩის ლაინერი და ძალიან მაინტერესებდა. უფრო მუქი ფერი მინდოდა, მაგრამ ძალიან კმაყოფილი ვარ ღია რომ ჩამოვიდა, ზუსტად ჩემი ტუჩის ფერია და ტუჩსაცხი შეიძლება, სულაც არ წავისვა.

tre’StiQue Mini Highlight Stick – $34.00

ჯერ ვერ დავმეგობრით, დრო არ მქონდა მეცადა. თან, ცოტაა, სანამ ვისწავლი წასმას – გათავდება. ფერიც, მგონი, ზედმეტად ღიაა ჩემთვის (თუ  ასე უნდა იყოს?).

fileAsset.jpeg

Luxie Rose Gold Small Angle Eye Brush  – $10.00

კარგი რამეა, თუმცა, ამის ხმარებასაც ცოდნა უნდა და ამდენ განსხვავებულ პროდუქტთან შეხებით მივხვდი, რომ ამ საკითხში “ჩაინიკი” ვარ.

საერთო ჯამში, ფრიად კმყოფილი ვარ. ყოველ ჯერზედ უკეთესი შიგთავსი დევს. და იმედია, მეც ოდესმე დავამუღამებ და ვისწავლი რის მერე რა უნდა გამოვიყენო.

პ.ს. საიტზე მოქმედებს ქულების დაგროვებითი სისტემა. ამ ამანათშივე იდო ჩემ მიერ დაგროვებული ქულებით გამოწერილი ფრუქტისის თმის სპრეი ხვეული თმისთვის, რომელიც მეგობარს გადავულოცე, რამდენადაც მე სწორი თმა მაქვს.

როგორ დავწეროთ მკვლელი ესსე/რეფერატი

გაიგე, რა სურს მასწავლებელს/ლექტორს

  • კარგად წაიკითხე დავალება და დაყავი ნაწილებად;
  • დაყოფილი ნაწილები უკვე შენი ესსეს ჩონჩხი, ანუ გეგმაა;

არ დაიწყო შესავლით

  • ეს მხოლოდ დროის ფუჭი კარგვაა – შეიძლება, მუზაც დაკარგო;
  • შესვალი? მაშინ, როცა შენი ესსე ჯერ არ არსებობს?!
  • დაიწყე მთავარი/ძირითადი პარაგრაფებით.

მთავარი/ძირითადი პარაგრაფები

  • ყველაზე მაგარი თემის წერისას, ესაა საშუალება იმისა, რომ ადამიანებს ფიქრის მიმართულება შეუცვალო და მიუთითო, როგორ იმსჯელონ;
  • არ შეიკავო თავი,
  • დაწერე, რაც მოგაფიქრდება და
  • რაც მართებულად მიგაჩნია,
  • რამდენადაც, თემას უკვე შენი სახელი აწერია;

დასკვნა

      • ეს ჰგავს 30 წამიანი რეკლამის დასასრულს, სადაც საქონელს ცხვირ წინ გიფრიალებენ – ყოველი შემთხვევისათვის, რომ არ დაგავიწყდეს, რის შესახებ იყო მთელი ეს ნახევარი წუთი.
      • წამოაყენე ყველა შენი არგუმენტი კიდევ ერთხელ –
      • ყოველი შემთხვევისთვის, რომ არ დაავიწყდეს ხალხს, რის შესახებ იყო მთელი ეს სტატია;

შესავალი

      • ახლა, როცა უკვე სახეზეა თემა, გადაწერე დასკვნა იმგვარად, რომ შესავალს დაემსგავსოს;
      • ამჩნევ, როგორი მარტივია შესავლის წერა?
      • შესავლის ბოლოს ასევე მკვლელი თეზისი – თემის ძირეული ფრაზა/ფრაზები მოათავსე.

ძიერეული ფრაზა/ფრაზები

      • გახსოვს ჩონჩხი, რომელიც თავიდან შევადგინეთ?
      • დაიწყე ქვემოდან ზემოთ;
      • შეადგინე ერთიანი წინადადება, რომელიც ყველა ამ ნაწილს მოიცავს;
      • სრულიად მისაღებია დაწერო: “ამ ესსეში მე ვდაობ/ეჭვქვეშ ვაყენებ:…”
      • და ჩამოთვალე ეს ნაწილები;
      • მზადაა;

ციტირებები

      • შესანიშნავი შესაძლებლობაა თავი განათლებულად, ნაკითხად წარმოაჩინო და ამვდროულად, გაზარდო ესსეს მოცულობა;
      • მოდი, ვიყოთ გულახდილები, არავის აქვს სურვილი 2000 სიტყვის დაწერისა;
      • ციტირებამდე და მის შემდგომ – საჭიროა ცოტა შენითაც ისაუბრო;
      • უთხარი ხალხს, ვის ციტირებ;
      • უთხარი ხალხს, რატომ უნდა ადარდებდეთ ეს;

სქოლიო

      • სქოლიოს გარეშე არ შეიძლება;
      • თუ შენი თემა ინგლისურადაა, გაგიმართლა – არ გამოიყენებ ვორდს ამ საკითხში, არამედ, მიმართავ შესაბამისს საიტს: Citation Machine.

ყოჩაღ!

ახლა შეგიძლია წახვიდე და თავი სასუსნავებით დააჯილდოვო .