რა რჩება ტკივილის გასვლის შემდგომ?

რა რჩება მას შემდგომ, რაც ტკივილი გაივლის? ბედნიერება თუ სიცარიელე?

ტკივილი მხოლოდ მაშინ წყდება, როცა მის გამომწვევ მიზეზს ივიწყებ და თუ რემარკს დავესესხებით, რასაც ვივიწყებთ, ის მთელი ცხოვრება გვაკლია.

განა, ბედნიერია ადამიანი, რომელმაც რაღაც მნიშვნელოვანი ამოძირკვა მახსოვრობიდან და სიცარიელის შეგრძნება აქვს? ცდილობს, ცდილობს მის ამოვსებას, მაგრამ ისე აქვს გული ნატკენი, რომ შესაბამისს სალბუნს ვერ პოულობს… “მომენტი” წებო კი დეფიციტშია – არ იშოვება.

და ამ ნატკენი გულით სხვასაც ვნებს. სხვასაც ისეთ ტკივილს აყენებს, როგორიც მას მიაყენეს. მაზოხისტი ხომ არის და არის – სადიზმიც ახასიათებს. სხვას სჯის ისე, როგორც თვითონ “დაისაჯა”. თვლის, რომ არც თავად იმსახურებს ელემენტარულ სითბოს, არ იღებს ამ სითბოს და არც თავად გასცემს…

ცუდი ისაა, რომ ადამიანები სხვებს ისე არ ვექცევით, როგორც ჩვენ გვინდა მოგვექცნენ და როცა ისე გვექცევიან, როცა ჩვენ მათ ვექცევით – გვწყინს.

გამოსავალი? გამოსავალი ისაა, რომ ვისწავლოთ ტკივილთან ერთად ცხოვრება. ჭრილობები გვახსოვდეს, თუნდაც იმიტომ, რომ სხვა, ვინც ძვირფასია, ისინი დავიცვათ თუნდაც საკუთარი ეგოიზმისა და თავებისგან.

კარგი თუ არა, ბეჯითი ფსიქოლოგი გამოვიდოდი. ადამიანის ქცევების ახსნას მუდმივად ვცდილობ და ხშირად, იმას ვპოულობ, რაც არ მსიამოვნებს და უფრო მშვიდად ვიქნებოდი, ამდენი რომ არ მექექა. მაგრამ არის პასუხგაუცემელი კითხვები, რომელსაც თუ დროულად არ უპასუხე – მუდმივად იტივტივებს ქვეცნობიერში და ყველაზე ცუდ დროს წამოყოფს თავს და გაგანადგურებს, თუ არ შეემზადე დასახვედრად.

You should never take more than you give…

Some of us fall by the wayside,
And some of us soar to the stars,
And some of us sail through our troubles,
And some have to live with the scars…

IN THE END ONLY KINDNESS MATTERS!