კირა კასი – “შერჩევა”

კირა კასის – “შერჩევა” – ქართველ მკითხველს გამომცემლობა “პალიტრა L” – მა – სერიით “Liberteens – შენი თაობის არჩევანი” – არგუნა.  თინეიჯერული კი ჰქვია, მაგრამ ყველაზე დიდი ინტერესით მაინც ამ სერიის წიგნებს ველი, ხოლმე.

ეს არის “შიმშილის თამაშები” პრინცის გულის დასაპყრობად. ნუ, მთლად ხოცვა-ჟლეტას არ აქვს ადგილი, თუმცა, 35 გოგო სხვადასხვა კასტიდან ტახტის მემკვიდრის ცოლობისათვის იბრძვის. “შერჩევა” მათთვის ლატარიის ბილეთისავით – ცხოვრებაში ერთადერთი შანსია, თავი დააღწიონ იმ ბედ-იღბალს, რომელიც დაბადებიდან ერგოთ.

შერჩევა – ავტორის პირველი წიგნია ამავე სახელწოდების წიგნების სერიიდან. მას რამდენიმე ნაწილიანი გაგრძელება აქვს.

რომანმა ისე ჩამითრია, თავი ვერ შევიკავე, და მეორე ნაწილი გადმოვწერე ინტერნეტიდან. მიუხედავად, იმისა, რომ “პალიტრა L” – ელვისებური სისწრაფით თარგმნის და გამოსცემს შესანიშნავ წიგნებს – მაინც ვერ მოვითმენდი იქამდე, სანამ “ელიტა” – “შერჩევის” მეორე წიგნი გამოიცემოდა.

კირა კასს გენიალური პესონაჟები ჰყავს. კარგად მანიპულირებს მათით.

america singer

დისტოპიური რომანი, გარდა პრინცისა, პოტენციური პრინცესებისა და სამეფო კარის ინტრიგებისა, მცირეოდენს მესამე და მეოთხე მსოფლიო ომებზეც მოგვითხრობს, რის შედეგადაც, გაღარიბებული ამერიკის შეერთებული შტატები ჩინეთისადმი დიდი ვალის გამო ამ უკანასკნელის დაქვემდებარებაში აღმოჩნდება; მოგვიანებით ქვეყანა გრეგორი ილეას დამსახურებით შტატები ჩინელების ბატონობისგან გათავსუფლდება; ქვეყანას კი მისი გამათავისუფლებელის საპატივცემულოდ არა ამერიკა, არამედ ილეასი ეწოდება.

მეტს არაფერს გეტყვით, თავად წაიკითხეთ, თორემ მთელი წიგნი, ლამისაა, დაგისპოილერეთ.

პ.ს. არ დაგავიწყდეთ თქვენი აზრების ჩემთვის გაზიარება! 😉

კირა კასი

8 thoughts on “კირა კასი – “შერჩევა”

  1. Me maqvs wakitxuli sherchevac elitac da ertadertic da ai umagresi wignebia sxvata shoris ertadertis wakitxva swored dges davamtavre mec dzalian chamitries am wignebma. bolos ukve martlac vtirodi imitom rom wignebi ukve wavikitxe da visurve netav axla viwyebde wakitxvas metqi.xom ar icit filmi rodis gamova? Treilerebi maqvs nanaxi. An xom ar icit aqvs am wigns kidev momdevno wignebi? An gamova?

  2. მომდევნო წიგნიც არის – The heir – ჰქვია, დავიწყე და არ ჩამითრია. მთავარი მოქმედი გმირების შვილზეა. ფილმს ვერ გეტყვი, მგონი, 2009-შია ერთი გამოსული და სხვა ეკრანიზაციაა 2013-ში, თუმცა, არ ვიცი, რამდენად ხელმისაწვდომია.

დააკომენტარე:

This site uses Akismet to reduce spam. Learn how your comment data is processed.