“კაცებიც ზრუნავენ?!”

გუშინ ინტერნეტში ერთი კანონზომიერება მომხვდა თვალში.  ცოლ-ქმარს (რა თქმა უნდა, იმათ გარდა, ვისაც საერთო ფეისბუქი აქვთ, მათ შორის, შვილებთანაც კი… ასე მაგალითად: – “თაკო ნიკა ოთიკო” – სადაც ოთიკო შვილის სახელია ნიკა კი ქმრის – ნუ ეს რომ კიდევ სხვა ფენომენია – ცალკე პოსტის თემაა და ბევრჯერ დაწერილა კიდეც…), მათ შორის, საკმაოდ ცნობილ და წარმატებულ წყვილებსაც პროფილსა თუ ალბომებში სხვადასხვანაირი შინაარსის ფოტოები უდევთ.

კერძოდ, მანდილოსნებს, ძირითადად, ქორწილის, ქმართან ჩახუტებული ან ბავშვთან, მთელ ოჯახთან ერთად გადაღებული სურათები აქვთ ატვირთული.

woman, women, baby, family

კაცებს კი – მხოლოდ საკუთარი – სხვადასხვანაირ პოზაში და ფორმაში…  ძალიან იშვიათად, შვილის ფოტოც შეგხვდებათ, მაგრამ არა ცოლის.. გეგონება, ცოლი მათ ცხოვრებაში არც არსებობს.

ხოდა მაინტერესებს, კაცების მსგავსი დაკომპლექსებული (ორი აზრი არ არის – კომპლექსია) ქცევა ქვეცნობიერში რას მოიცავს?..

პირველი, რაც თავში მომდის, ისაა, რომ ამას სხვა ქალებისათვის თვალის ასახვევად აკეთებენ – რომ ისევ “ხელმისაწვდომი არიან ბაზარზე”.

მეორე – ალბათ, იმიჯს იქმნიან, რომ თვითონ “მტაცებლები” და ოჯახის მარჩენლები არიან და აი, რამდენნაირი აქტივობით არიან დატვირთული, რამდენ შეხვედრას ესწრებიან, რამდენი გადაღება აქვთ, რამდენი მივლინება უცხოეთში და როგორი საინტერესოა მათი ცხორება…  (და მაინც…)..

ცოლი კი ვის დაჰკარგვია?! მისი სურათის დადება ხომ ტეხავს?! იმის გამოვლენა, რომ ცოლი უყვართ, ეს ხომ დიდი სისუსტეა?! ჩმორიკები ხომ არ არიან?! ცოლის სადღეგრძელოს ვინც სვამს, იმათაც კი დასცინიან…

http://weheartit.com/entry/266380700

მაშინ, როცა კაცის და ხშირად ქალის აზრითად, ქალს სხვა არაფერი დარჩენია, გარდა იმისა, რომ სახლში იჯდეს და შვილთან იპოზიოროს და შინ დაბრუნებულ და “საშინლად დაღლილ” ქმარს ცხელ-ცხელი ვახშამი დაახვედროს და მერე ისევ საოჯახო საქმეებს შეუდგეს, იმიტომ, რომ ცოლი სულაც არ არის დაღლილი და არ სჭირდება დასვენება, სახლის საქმეებია მისი დასვენება, ბარიც, კაფეც, მეგობრებიც, ზღვაც, ბაკურიანიც, საირმეც, იტალიაც და ფეხის მასაჟიც.

მერე რა, რომ ცოლიც ახლახანს დაბრუნდა სამსახურიდან, კაცი უფრო დაღლილია და სად შეუძლია ამდენი (ნუ ეს სხვა თემაა, მაგრამ მაინც…).

მოკლედ, საზოგადოების მოლოდინიც ასეთია – ქალისთვის ოჯახია მთავარი, კაცისთვის – საკუთარი ეგო, რაც მოიცავს ყველაფერს – ოჯახის გარდა. ნუ, ოჯახსაც, იმ ასპექტში – რომ აი, ის მამა-მარჩენალია და რომ არ იყოს, რა ეშველებოდა სამშობლოს – ამასაც ისევ ეგოსთან მივყავართ. ჩაკეტილი წრეა.

"I believe that art is a powerful political tool to contribute to a better world, a world where equality between women and men can be possible."

აი, ამის ფონზე – აუცილებელია მეტი მსგავსი კამპანიის არსებობა: “კაცებიც ზრუნავენ…“. საჭიროა კაცებს ისე “ვურეცხოთ ტვინი,” როგორც საუკუნეების მანძილზე ჩვენ, ქალებს გვირეცხავდნენ ტვინს, თორემ არაფერი გამოვა!

იმიტომ რომ არ არსებობს ქალის საქმე და კაცის საქმე! საოჯახო საქმეები მარტო ქალის საქმე არ არის. უნდა ხდებოდეს შრომის განაწილება – ურთიერთპატივისცემა. ბიჭმა ცოცხი რომ დაიკავოს, დედამისს გული კი არ უნდა გაუსკდეს, ქალაჩუნა მეზრდებაო… ჭურჭელი რომ დარეცხოს და სარეცხი გაფინოს, არამკითხე მეზობლებმა და ნათესავებმა კი არ უნდა აქილიკონ და გაჭორონ, უნდა შეაქონ!

წავიდა ეს ვაჟი უცხოეთში, ვერ გაჰყვა დედიკო – იქ სიბინძურეში უნდა იცხოვროს? ერთჯერადი ჭურჭელი იხმაროს და ჩაქაქულმა იაროს?

ხოდა, სანამ ჩვენი – ქალების ცნობიერებაში არ შევცვლით, იმას, რომ ორივე სქესის შვილს ყველაფერი ერთნაირად უნდა ვასწავლოთ და საოჯახო საქმის კეთება კაცისთვის “გრეხი” არ არის… იქამდე არაფერი გვეშველება.

არიან ადამიანები…

არიან ადამიანები, რომლებმაც არ იციან, რა სურთ ცხოვრებაში. ეგოისტი ადამიანები, რომლებიც მშობლის კალთას ამოფარებული შეჰყურებენ ცხოვრებას და როცა რაღაც სათამაშოს დაინახავენ, რომლის აღებაც სურთ, ვერ წყვეტენ დედასთან დარჩნენ, თუ წავიდნენ და იმ სათამაშოთი გაერთონ. მაგრამ იმ სათამაშოს არც სხვებს ანებებენ. – ავი ძაღლივით.

არიან ადამიანები, რომლებსაც პატარა ბავშვებივით ეშინიათ ნათესავების აზრის. იმის, თუ როგორ დაუწყებენ პატარა ბავშვივით სულელური კითხვების დასმას, მსგავსად კითხვისა, დედა უფრო გიყვარს თუ მამა. ადამიანები, რომელთათვის ამ ნათესაობის აზრი უფრო მნიშვნელოვანია, ვიდრე საკუთარი და  საყვარელი ადამიანის.

არიან ადამიანები, ვის ცხოვრებაშიც სხვები გამუდმებით ყოფენ ცხვირს და იმის ნაცვლად, საკუთარი მდგომარეობა დააყენონ, და დაიცვან საკუთარი უფლებები თუ სურვილები, მათგან გაქცევას ამჯობინებენ.

არიან ადამიანები, რომელთაც არ ესმით, რომ პრობლემა, რომელიც წამოიჭრება, მყისიერად უნდა მოაგვარო და ხალიჩის ქვეშ არ შეჩურთო, რათა იქ დიდ მახინჯ კუზად არ დაგროვდეს.

არიან ადამიანები, რომლებიც არ არიან მზად ცხოვრებაში არაფრისთვის და მიზეზებს სხვებში ეძებენ.

არიან ადამიანები, რომელთაც საკმარისად არ უყვარხართ, რომ თქვენთვის მნიშვნელოვან საკითხებზე დათმობაზე და კომპრომისზე წავიდნენ და სულელურ ტრადიციებს იმიზეზებენ, ისევ და ისევ იმიტომ, რომ არ სურთ საკუთარი კომფორტის დათმობა.

და კიდევ არიან ადამიანები, რომლებაც იმდენად სულელები არიან, და იმდენად ძლიერად უყვართ, რომ ამ ყველაფერს იტანენ და სასწაულის იმედი აქვთ. ადამიანები, რომელთაც მილიონი მარცხის მიუხედავად, ისევ სჯერათ ლამაზი ზღაპრებისა და Happy End-ების. ადამიანები, რომლებიც ყოველი დაცემის შემდეგ მაინც დგებიან ფეხზე და როცა ცხოვრებას თავიდან იწყებენ, ისევ ყველაფერი ავიწყდებათ. აი, ამიტომაც არიან სულელები. სულელები და გულუბრყვილოები. რომელთაც მინდა ვუთხრა:

Girlscout // Hare no.2 // scoutshonour.co.uk

“ბაჭია, გაიქეცი!!”

გაბრიელის ნათლობა

ზუსტად ერთი წლის წინ, წმ. გაბრიელის ხსენების დღეს პატარა გაბრიელი გავაქრისტიანეთ! შარშან ამ დროს გადარბენებზე ვიყავი, ამიტომაც, ამ ღირშესანიშნავ ამბავს პოსტი ვერ გამოვაცხვე! არც დღეს გვაქვს დრო თავზე საყრელად ერთი პაწაწა სულიერის გამო, თუმცა, იმდენი კი მოგვეპოვება, ჩვენს გაბერილს გაბრიელობა და გაქრისტიანების ერთი წლის იუბილე მივულოცოთ!

Chemi gaberili

2015 წლის 26 აგვისტოს ორი თვის ბაჭია ბოდბის წმინდა ნინოს სახელობის მონასტერში გავაქრისტიანეთ.

Me

ქეთის ეშინოდა, ბავშვს არ ეტირა, თუმცა, მთელი ლიტურგიის მანძილზე პაწაწკუნტელას არ უტირია. როგორც კი მოძღვარმა პროცესი დაასრულა და ჩაცმა დავუწყეთ, აი მაშინ კი ამოიღო ხმა…

Qeti da Gabrieli

მერე სიღნაღში ერთ-ერთ რესტორანში დავსხედით და აღვნიშნეთ ჩვენი ბიჭის გაქრისტიანება!

Me, QeTi da Teo

რესტორნიდან ულამაზესი ხედი იშლებოდა, თუმცა, ნახევარზე მეტი ნისლმა დაფარა და ბევრი ვერაფერი დავინახეთ.

Gabrieli Dedikostan da Natliebtan ertad

დედიკომ და ნათლიებმა კამერის წინ ვიპოზირეთ, რათა, სურათებზეც აღგვებეჭდა ეს დაუვიყწარი დღე.

Gabrieli Natliebtan

ბევრი ხალხის გადამკიდე ჩვენი ანგელოზი ცოტათი დაიღალა, ამიტომ, ბებიამ და პაპამ ის სახლში წააცუნცულეს; მრავალი სადღეგრძელოს შემდგომ, გაბრიელთან დასამშვიდობებლად ავედით შინ. ბოლოს, ნათლიები თბილისს დავუბრუნდით, ჩვენი მასპინძლები კი კახეთში დავტოვეთ ქეთის მშობლების სახლში, სადაც ვაჟკაცის გაქრისტიანებასთან ერთად – ვასოს დღეობასაც აღნიშნავდნენ!

ნათლი, გილოცავ! მიყვარხარ :*

ახლადგამომცხვარი დედის ჩანაწერები (Vol. 4)

ეს აღშფოთებული პოსტი იმ პრობლემებს ეხება, რასაც უახლოეს წარსულში გადავაწყდი, როგორც ორსული  და როგორც დედა.

უპრიველეს ყოვლისა, ესაა

გზებისა და ტროტუარების მდგომარეობა საქართველოში

ნუცუბიძის ქუჩა ორსულისთვის, სრული კოშმარი იყო. თავდაპირველად, საშიშია, რომ ნაყოფი არ მოსწყდეს ადამიანს, შემდგომ თვეებში – კი საშინელი დისკომფორტია. მანქანასთან ერთად ბავშვიც დახტოდა შიგ. როცა ჩემები ისხდნენ საჭესთან, კიდევ ჰო, მაგრამ აი საზოგადოებრივი ტრანსპორტი სრული კოშმარი იყო. მძღოლები არც ავტომობილებს ინდობდნენ, ადამიანებზე ხომ საერთოდ ფიქრიც ზედმეტია.

broken_sidewalkმოახლოვდა არჩევნები და ნუცუბიძის ქუჩას კი აკეთებენ, მაგრამ აი, მეორე პლატოს ჯერ არაფერი ეშველა და მგონი, არც არაფერი ეღირსება კარგა ხანს.

გზებს, ასე თუ ისე, იდეის დონეზე მაინც მოევლება რამე – ტროტუარებზე საერთოდ არავინ ფიქრობს. ეს პრობლემა მაშინ აღმოვაჩინე, როდესაც საბავშვო ეტლით ბავშვი პირველად გავიყვანე სასიეირნოდ.

კარგი, ანა მალე გაიზრდება და ფეხით იბაჯბაჯებს, მაგრამ იმ ადამიანებმა რა ქჰნან, მთელი ცხოვრება ეტლს რომ არიან მიჯაჭვულები?

იდიოტი მძღოლები

ნუ, ეს პრობლემა, საქართველოში 10 წლის წინაც აქტუალური იყო და კიდევ კარგა ხანს იქნება, სანამ წვრილმან დარღვევაზე სერიოზული ჯარიმა არ იქნება დაწესებული და ამას ვიღაც ყურადღებას არ მიაქცევს.

როცა ტროტუარის მდგომარეობა ახლადამოფრქვეული ვულკანისას ჰგავს, სადაც მოგვიანებით მიწისძვრა მოხდა, იძულებული ხარ, ტრასაზე ოდნავ გადმოხვიდე ეტლით, თორემ წინ ვერ წახვალ. ამ დროს მოდის მანქანა. ავტომობილის მძღოლი, იმის ნაცვლად, შეანელოს სვლა ან გვერდით ხაზში მაინც გადავიდეს, ისე უმატებს სიჩქარეს, რომ თუ არ გაგიტანა, მისი ჩაქროლვით გამოწვეული ქარი წაგიღებს. გასაგებია, არაა ჩემი გზა. მაგრამ, რომელია? სანამ ხელისუფლებას ჰკიდია და გულხელდაკრეფილი ზის, ცოტა თანაგრძნობა გამოიჩინე, ადამიანები არა ვართ? შვილი არ  გყოლიათ? არა? არც არასდროს აპირებთ ყოლას? თუ გგონიათ, რომ ყველგან თქვენი ჯიპებით ატარებთ?!

საიდან ამდენი ცხოველი?!

პანდუსების არ არსებობა

არაფერს ვამბობ ტრანსპორტის პანდუსებზე, მაშინ, როცა პატარა ავტობუსის კარებში ეტლი არც ეტევა გაშლილ მდგომარეობაში. როცა მარტო მიდიხარ სადმე, თან ეტლს და თან ბავშვს ვერ აიტაცებ ხელში.

ტრანსპორტს რომ თავი გავანებოთ, აგერ, ტაშკენტის ქუჩაზე მდებარე ერთ-ერთ ძვირადღირებულ კლინიკასაც კი “გაუჭირდა” პანდუსების დაყენება. ასე, მაგალითად, გარეთა შესასვლელთან აქვს, მთავარ შესასვლელთან კი – არა. ეტყობა, მესაკუთრეს ფული დაენანა. ან უკეთეს შემთხვევაში, შტერი დამპროექტებელი ჰყავდა და არავინ, ვინც ამ შეცდომას დაინახავდა და ხმის ამოღებას მოტვინავდა.

რა უნდა ქნას ადამიანმა თუ ფრენა არ იცის?

ana

მთაწმინდის პარკი მაინც ხომ ბავშვებისთვის არის შექმნილი?! რატომ არავის მოაფიქრდა, რომ შეიძლება ჩვილიც გაიყვანო სასეირნოდ, ოღონდ ეტლით? წინა კვირას ერთი ახალგაზრდა ყმაწვილი დაეხმარა ქალს ეტლის ჩაყვანაში და სანამ ამ კეთილ საქმეს აკეთებდა, ვიღაცამ საფულე ამოაცალა. ალბათ, სიტუაციით ხეირობს და ბიზნესი აქვს ასეთი იმ ჯიბგირს.

ზოგან პანდუსს შეხვდები, მაგრამ მხოლოდ სპონსორების დასანახად გაკეთებულს: ან ბორბლები არ ეტევა, ან ხაზებს შორის იმხელა დაშორებაა, რომ მხოლოდ ცალი მხარე ჯდება რელსებში, ანაც – ისეთი დაქანებაა, რომ მტრისას…

მე მეუღლე მყავს. ძირითადად, მანქანით დავდვართ. მაგრამ იმ მარტოხელა დედებმა რა ჰქნან, ვისაც არც მანქანა და არც საწვავის ფული აბადია?

სირცხვილია, ასეთ ელემენტარულზე რომ გიწევს წერა! მაგრამ იქნებ, ჩემი ხმა – “ზღვაში წვეთი” არ დარჩეს “ხმად მღაღადებლისა უდაბნოსა შინა!”

 

რატომ ეთქვა უარი “პასტაფარიანელების” ეკლესიას საქართველოში რეგისტრაციაზე

Spagetti Flying Monster – ის მიმდევრებს საქართველოში უარი ერთქვათ ეკლესიის რეგისტრაციაზე.

თქვენ წინაშეა მათი წესდება და ასევე – უარის წერილი რეგისტაციაზე.