რა გვიშლის ხელს დიეტის დაცვაში?!

დიეტის წარმატება იმაზეა დამოკიდებული, რამდენად დავამარცხებთ ემოციურ “შიმშილს.”

დიეტასთან მიმართებით, ჩვენი ფოკუსირება უნდა მოვახდინოთ არა იმაზე, “რას ვჭამთ,” არამედ – იმაზე, თუ “როგორ ვჭამთ.” ძირითადი პრობლემა – ფსიქოლოგიურია.

გარკვეულ მიზეზთა გამო, რომელთაც ოდნავ მოგვიანებით დავუბრუნდებით, ჩვენ განვიცდით “ნაკლებობას” ჩვენი ცხოვრების სხვადასხვა ასპექტში: – ენერგიის, ძილის, სიყვარულის, ურთიერთობის, უსაფრთხოების შეგრძნების დეფიციტს.

შეიძლება ვთქვათ, რომ მხოლოდ მაშინ ვჭამთ, როცა გვშია. რა თქმა უნდა, ასეა! მაგრამ ხშირად, რასაც შიმშილად ვნათლავთ, სინამდვილეში სიცარიელის შეგრძნებაა, რომელიც ერთ-ერთი ზემოხსენებული ნაკლებობით არის გამოწვეული. ასე, რომ დიახ, გშიათ, მაგრამ ეს შიმშილი ემოიცური – ფსიქოლოგიური ფაქტორით არის გამოწვეული. ადამიანები ხშირად, საკვებს ამ შინაგანი სიცარიელის ამოსაყორად ვიყენებთ.

adobe_post_20190524_1121115435707499397244130.png

ეს ყველაფერი უფრო დიდი ფენომენის – ემოიცური კვების ნაწილია. აღნიშნულის გამოა, რომ საკვებს ვეძებთ, როცა მოწყენილები, დასტრესილები, გაბრაზებულები, მოწყენილები, მათ შორის, მხიარულები ვართ.

ემოციური შიმშილის მსხვერპლი რომ არ გავხდეთ, საჭიროა, მოვუსმინოთ თავს და იმას, თუ რა იწვევს შიმშილის ყალბ სიგნალს.

როგორც კი ასეთი სიგნალი წამოვა, უნდა ვკითხოთ თავს – ნამდვილად გვშია, თუ მოწყენილი, დასტრესილი ვართ, ან მარტოსულად ვგრძნობთ თავს და ამ კონკრეტული ემოციის შიმშილად ინტერპრეტირებას ვახდენთ არასწორად?

ნამდვილად დამთხვევაა, რომ ეგრევე გვშივდება, როცა ვინმე გაგვაბრაზებს, თუ არსებობს მიზეზ-შედეგობრივი კავშირი?

შენი ჭეშმარიტი მოწოდება?!

ხშირად, ადამიანმა არ იცის, რა უნდა ცხოვრებისგან, რისკენ ისწრაფვის, რა რის მისი ჭეშმარიტი მოწოდება…

არადა, ამ ყოველივეს იდენტიფიცირება საკმაოდ ადვილია მარტივი გონებრივი სავარჯიშოს დახმარებით. Continue reading “შენი ჭეშმარიტი მოწოდება?!”

Under My Skin

დეკემბრის თვის აკვიატებული სიმღერა:

დიახ, დიახ, ეს კოულ პორტერის ის სიმღერაა, რომელიც სინატრამ 20 წლის შემდეგ  გადაამღერა  და ახლა კი ბენმა მიანიჭა ახალი სიცოცხლე. ამ სიმღერის ქავერ ვერსიებს მაიკლ ბაბლთან და დიანა კრალთან და მრავალ სხვასთან შეხვდებით, მაგრამ ამ პოსტში დალინკული – ყველაზე განსხვაებული და სულში ჩამწვდომია.

ხოდა, გიზიარებთ.

მარტო სახლში

ყველა მშობელი ნერვიულობს, როცა შვილი სახლში მარტოა – უფროსების მეთვალყურეობის გარეშე. ასეთ დროს, არ აქვს მნიშვნელობა, რამდენად მოწიფული და დამოუკიდებელია ბავშვი, ბევრი გაუთვალისწინებელი და უსიამოვნო რამ შეიძლება მოხდეს. მაგრამ თუ შვილებს დამოუკიდებლობას არ მივაჩვევთ – მუდამ ჩვენს კალთაზე გამოკერებული იქნება – 40 წლის ასაკშიც. 😀

მიქე, რომელიც Thirty Handmade Days (30 ხელნაკეთი დღე) ბლოგის ავტორია, და რომელმაც აშშ-ს შტატების კანონმდებლობა შეისწავლა არასრულწლოვანის მარტო დატოვებასთან დაკავშირებით, გვთავაზობს ცხრილს – ასაკის მიხედვით, როდის და რამდენი ხნით შეიძლება დავტოვოთ ბავშვი შინ მეთვალყურეობის გარეშე. ის, ასევე, გვთავაზობს მოსაზრებებს, თუ უსაფრთხოების რა ზომები უნდა მივიღოთ აღნიშნულ შემთხვევაში და რა უნდა იცოდეს არასრულწლოვანმა, როცა ის მარტოა სახლში.

 

home alone

აშშ-ს სხვადასხვა შტატის კანონმდებლობის შეჯერებული ვერსიის თანახმად, უბნის, სამეზობლოსა და ბავშვის ხასიათის გათვალისწინებით, დასაშვებია არასრულწლოვანის სახლში მარტო დატოვება 8 წლის ასაკიდან,  არაუმეტეს დღეში საათნახევრისა – ისიც, დღისით, მზისით, სანამ დაღამდება. 10 წლის ასაკიდან ამ პერიოდის ხანგრძლივობა ორმაგდება. 11 წლიდან – უკვე მეტი დროითაც შეიძლება ბავშვის დატოვება, თუმცა, არა ღამით. 16 წლიდან – უკვე ზედიზედ არაუმეტეს ორი ღამითაც მისაღებია არასრულწლოვნის შინ მარტო დატოვება.

ქართული კანონმდებლობა აღნიშნულ საკითხზე არაფერს ამბობს, თუმცა, შეგვიძლია ვიხელმძღვანელოთ სამოქალაქო კოდექსის დანაწესებითაც, რომლის შესაბამისადაც, 7 წლამდე ასაკის ბავშვი მცირეწლოვანად ითვლება, რაც იმაზე მიანიშნებს, რომ ამ ასაკამდელი ბავშვების შინ მარტო დატოვება არ შეიძლება.

გარდა ამისა, სანამ პატარებს შინ ეულად დატოვებდეთ, აუციელებელია, მათ უსაფრთხოების ნორმები და მათი დაცვა ასწავლოთ. მიეცით ბავშვს ინსტრუქცია:

  1. კარები კარგად ჩარაზე;
  2. არავის გაუღო კარი;
  3. არანაირი სტუმარი;
  4. არ დატოვო სახლი;
  5. არავის გააგებინო, რომ შინ მარტო ხარ;
  6. არ უპასუხო ტელეფონს და არც ზარს კარზე, გარდა იმ შემთხვევისა, თუ ეს ოჯახის წევრია;
  7. გააკეთე შენი საქმეები;
  8. შეეხმიანე მშობლებს;
  9. დაიცავი ტექნიკასთან დაკავშირებული წესები;
  10. გაუთვალისწინებელი შემთხვევისას დარეკე 112-ზე, ხოლო შემდგომ – მშობლებთან.

მშობლებო, უსაფრთხოების მითითებული ნორმების გარდა, თქვენს გამოცდილებასაც თუ გამიზიარებთ კომენტარებში, დიდად დამეხმარებით და გამახარებთ.

როცა შვებულებისთვის ემზადები…

აი, დადგა სანატრელი დრო – სულ რამდენიმე დღეში ჩემი შვებულებაც დაიწყება. შარშანდელი გამოცდილებიდან გამომდინარე, რამდენიმე რამ დაემატა ჩემ სიას, რაც უნდა წაიღო ქალაქ-გარეთ, გამომდინარე იქედან, რომ ქვეყანაში ინტერნეტი არც ისე საიმედოდ (ზოგან კი საერთოდ) არ მუშაობს… ინტერნეტს ვინ ჩივის, ხშირად, რადიოსაც კი ვერ დაიჭერს კაცი გზაში…

ასე რომ, გარდა იმ ნივთებისა, რაც ჩვეულებრივ მიგაქვთ, მათ შორის, როცა ბავშვთან ერთად მიდიხართ ქალაქ-გარეთ, აუცილებლად გაითვალისწინეთ და მოიმარაგეთ:

  • უპირველეს ყოვლისა, ბავშვის საყვარელი ვიდეოები, მულტფილმები და გასართობები;

შემდგომ, უკვე საკუთარ თავზეც შეიძლება ზრუნვა:

  • გადმოწერეთ ფილმები;
  • წიგნები ქინდლში;
  • წიგნები საოჯახო ბიბლიოთეკიდან;
  • სიმღერები დისკზე/მახსოვრობის ბარათზე – გზისთვის;
  • სიმღერები iPod-ზე/ტელეფონში;
  • რუკები მობილურზე – ოფლაინ რეჟიმზე;

პ.ს. წინგების არჩევა საოჯახო ბიბლიოთეკიდან ძალიან სასიამოვნო საქმიანობაა, მით უმეტეს, რომ მე და ჩემი მეუღლე ერთობლივად ვარჩევთ ისეთ წიგნებს, რომელიც მეტ-ნაკლებად ორივეს გვაინტერესებს. ეს ჩვენი შარშანდელი არჩევანია:

READING

თუ რამეს დაამატებთ კომენტარებში, ძლიერ გამიხარდება! ❤