როგორ გავაუმჯობესოთ ცხოვრება 100 დღეში

გავრცელებული მოსაზრების მიხედვით, არ არის საჭირო ძირეული ცვილილებები, იმისათვის, რომ ჩვენს ცხოვრებაში შესამჩნევი გაუმჯობესებები შეიმჩნეოდეს.

არც წლობით ლოდინია საჭირო, რომ ოდესღაც, საოცრება მოხდება და ყველაფერი უკეთესობისკენ წავა.

ყველაფერი ჩვენს ხელთაა – მთავარია, არ დაგვეზაროს პატარა ნაბიჯების გადადგმა.

პოსტების ეს სერია, ცხოვრების სხვადასხვა ასპექტისა და საერთო ჯამში მთლიანად ჩვენი ცხოვრების გაუმჯობესებაში დაგვეხმარება – თუ კი მივყვებით ამ ნაბიჯებს და არ დაგვეზარება, მომდევნო 100 დღის მანძილზე ყველაფერს შევასრულებთ, საგრძნობ შედეგსაც დავინახავთ!

ყოველ შემთხვევაში, ასე გვეუბნება ექსპერიმენტი – ჩვენც ვცადოთ, ჩვენი რა მიდის?! სულ მცირედი ძალისხმევა და დრო?

მოკლედ, დაელოდეთ ნაწილებს შემდეგ თემებზე – როგორ გავაუმჯობესოთ ცხოვრება მომედვნო 100 დღის განმავლობაში:

  1. სახლი;
  2. განწყობა;
  3. ზრდა/განვითარება;
  4. ფინანსები;
  5. დროის მენეჯმენტი;
  6. ჯანმრთელობა;
  7. პირადი ურთიერთობები;
  8. სოციალური ურთიერთობები.

თუ კი თქვენც ჩაერთვებით ამ ექსპერიმენტში, აუცილებლად გაგვიზიარეთ შუალედური და საბოლოო დასკვნები და შედეგები. წარმატებები!