მუსიკა

10 საუკეთესო საშობაო სიმღერა

Spotify-ის 2015 წლის დეკემბრის მონაცემებით:  Mariah Carey – “All I Want for Christmas Is You” Michael Bublé – “It’s Beginning To Look A Lot Like Christmas” The Pogues – “Fairytale of New York” (feat. Kirsty MacColl) Wham! – “Last Christmas” Brenda Lee – “Rockin’ Around The Christmas Tree” Ariana Grande – “Santa Tell Me” Justin… Continue reading 10 საუკეთესო საშობაო სიმღერა

კარიერა · ცხოვრება

წინ გადადგმული ნაბიჯი

“ევროპული სასამართლოს გადაწყვეტილების თანახმად, დრო რომელიც სამსახურამდე და უკან დასაბრუნებლად იხარჯება, სამუშაო საათებად მიიჩნევა.” თუმცა, ეს რეგულაცია ეხებათ მხოლოდ და მხოლოდ იმ თანამშრომლებს, რომლებსაც არ აქვთ სტაბილური ოფისი და უწევთ სხვადასხვა დანიშნულების ადგილას მისვლა. ჩემი მოკრძალებული მოსაზრებით, სამსახურამდე და უკან გზა იმ მუშაკთათვისაც სამუშაო დროდაა ჩასათვლელი, ვისაც სტაბილური ოფისი აქვთ და აი, რატომ… თითქმის სამი… Continue reading წინ გადადგმული ნაბიჯი

თავსატეხი

რატომ არის ამდენი ონლაინ სესხი საქართველოში?!

ბოლო რამდენიმე წლის განმავლობაში საქართველოში დამკვიდრებულმა სწრაფმა სერვისმა, რომელიც ონლაინ სესხების სახელითაა ცნობილი, ფეხი აიდგა და მომენტალურად დამკვიდრდა ბიზნეს თუ ონლაინ სერვისების სექტორში. საქართველოს ეკონომიკური მდგომარეობისა და ოჯახების მატერიალური შეჭირვების გამო, ონლაინ სესხები სულ უფრო და უფრო პოპულარული ხდება, პარალელურად იზრდება იმ კომპანიების რაოდენობა, რომლებიც ზემოთაღნიშნულ მომსახურეობას სთავაზობენ ინდივიდებს. განსხვავებით საბანკო სესხებისა, ონლაინ კრედიტის რაოდენობა… Continue reading რატომ არის ამდენი ონლაინ სესხი საქართველოში?!

თვითგანვითარება · ცხოვრება

8 ფრაზა, რომელიც უნდა ვუთხრათ საკუთარ თავს ყოველ დილით

თავს ჯანმრთელად და ძლიერად ვგრძნობ! რაც საჭიროა, ყველაფერი მაქვს, რომ ეს დღე ერთ-ერთი ბედნიერთაგანი იყოს ჩემს ცხოვრებაში! მაქვს ყველანაირი ინფორმაცია, რაც საჭიროა დღევანდელ სირთულეთა გადასაჭრელად! მაქვს ცოდნა, რომელიც დამეხმარება საჩემოდ სწორი გადაწყვეტილებების მისაღებად! მთელი დღის მანძილზე სწორ გადაწყვეტილებებს ვიღებ – ჩემს შინაგან ხმასა და სიბრძნეზე დაყრდნობით! ბედნიერი და კმაყოფილი ვარ ჩემი ცხოვრებით! მომთმენი და მშვიდი… Continue reading 8 ფრაზა, რომელიც უნდა ვუთხრათ საკუთარ თავს ყოველ დილით

ორსულობა და მშობიარობა

ვნებს თუ არა ექო ბავშვის ჯანმრთელობას?!

აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით უამრავ სტატიას გავეცანი. ექიმებსაც ვეკითხებოდი რჩევებს და როგორც აღმოვაჩინე, სადღეისოდ, ექოსკოპია ბავშვის ჯანმრთელობაზე უარყოფითად არ ისახება. ყოველ შემთხვევაში, საპირისპირო ჯერ არ დაუმტკიცებიათ. რაც უფრო ახალია აპარატურა, მით უფრო ნაკლებად ასხივებს ნაყოფს. ერთ-ერთმა ექიმმა, ისიც მითხრა, თუ გინდა, ყოველ დღე გაიკეთეო… 🙂 დააკვირდით აპარატს, 5 რად-ზე ნაკლები თუ აქვს დასხივების საზომი, მშვიდად იყავით.… Continue reading ვნებს თუ არა ექო ბავშვის ჯანმრთელობას?!

მეგობრები · საქართველო

გაბრიელის ნათლობა

ზუსტად ერთი წლის წინ, წმ. გაბრიელის ხსენების დღეს პატარა გაბრიელი გავაქრისტიანეთ! შარშან ამ დროს გადარბენებზე ვიყავი, ამიტომაც, ამ ღირშესანიშნავ ამბავს პოსტი ვერ გამოვაცხვე! არც დღეს გვაქვს დრო თავზე საყრელად ერთი პაწაწა სულიერის გამო, თუმცა, იმდენი კი მოგვეპოვება, ჩვენს გაბერილს გაბრიელობა და გაქრისტიანების ერთი წლის იუბილე მივულოცოთ! 2015 წლის 26 აგვისტოს ორი თვის ბაჭია ბოდბის წმინდა ნინოს სახელობის მონასტერში… Continue reading გაბრიელის ნათლობა

ბავშვის მოვლა · ორსულობა და მშობიარობა · საქართველო

ახლადგამომცხვარი დედის ჩანაწერები (Vol. 4)

ეს აღშფოთებული პოსტი იმ პრობლემებს ეხება, რასაც უახლოეს წარსულში გადავაწყდი, როგორც ორსული  და როგორც დედა. უპრიველეს ყოვლისა, ესაა გზებისა და ტროტუარების მდგომარეობა საქართველოში ნუცუბიძის ქუჩა ორსულისთვის, სრული კოშმარი იყო. თავდაპირველად, საშიშია, რომ ნაყოფი არ მოსწყდეს ადამიანს, შემდგომ თვეებში – კი საშინელი დისკომფორტია. მანქანასთან ერთად ბავშვიც დახტოდა შიგ. როცა ჩემები ისხდნენ საჭესთან, კიდევ ჰო, მაგრამ აი საზოგადოებრივი… Continue reading ახლადგამომცხვარი დედის ჩანაწერები (Vol. 4)