თაფლობის თვის საკითხავი – საფრთხე ენდჰაუსში

“საფრთხე ენდჰაუსში” – აგათა კრისტის დეტექტიური რომანია, რომელიც გამომცემლობა პალიტრა L – მა სულ ახლახანს გამოსცა ქართულ ენაზე. Peril At End House

ეს არის პირველი წიგნი, რომელიც თავიდან ბოლომდე აწ უკვე ჩემმა ქმარმა წამიკითხა!

დიახ, დიახ. რა საჭიროა აუდიო წიგნები, როდესაც არსებობს აუდიო კი არა და მეუღლე!

თავად რომანი იმდენად საინტერესო და ჩახლართულია, ამასთან ერთად მხიარული და მახვილგონივრული, რომ სიამოვნებით დავუთმეთ ჩვენი “თაფლობის თვის” რამდენიმე საათი მის კითხვას.

3 წლის წინ ფამუქის “მე წითელი მქვია” წავიკითხე და მას მერე, ცოტა არ იყოს, გული მქონდა აცრუებული დეტექტიურ ჟანრზე, მაგრამ აგათას “ენდჰაუსმა” გამახსენა, თუ რატომ მიყვარდა მათი კითხვა – უფრო მეტიც, რატომ შევარჩენე არჩევანი იურისპრუდენციაზე.

გაზეთების ჯიხური საირმეში <3
გაზეთების ჯიხური საირმეში ❤

მთავარი მოქმედი გმირის, ახალგაზრდა გოგონას, ნიკ ბაკლის თავზე სიკვდილი “დამოკლეს მახვილივით” ჰკიდია. არცერთ ნაწარმოებში არ შეხვდებით ერკიულ პუაროს ადამიანურობას იმ დოზით, რაც მან ენდჰაუსში გამოავლინა.

აღსანიშნავია ის თვალწარმტაცი სურათი, რომელსაც ავტორი ხატავს, მისი მრავალფეროვნად საინტერესო გმირებითა და სიუჟეტებით.

რაც უნდა ეცადო, დამნაშავეს მაინც ვერ გამოიცნობთ! არ გჯერათ?! თავად განსაჯეთ… 😉

აგათა კრისტი

Goodreads

დააკომენტარე:

This site uses Akismet to reduce spam. Learn how your comment data is processed.