✓ ჩემი საქორწილო კაბა (Vol.4)

თბილისში საქორწილო კაბების ფასები ასტრალიდან უსასრულობამდე მერყეობს…

სამუხაროდ, ფასების ასტრალში მერყეობა – არა თუ შეძენას, კაბის ერთი დღით ქირაობასაც ეხება.

შეკერვა თავიდანვე გამოვრიცხე – მარტივი მიზეზის გამო – მე ჯერ შეკერილი კაბა არ მინახავს, დაკვეთის იდენტური ყოფილიყოს. განსაკუთრებით – “სადედოფლო” კაბა. ყველაზე მეტად კორსეტის შეკერვა უჭირთ. სწორებითა და ზემოთ აქაჩვით უნდა მოკვდეთ, ამასაც აიტანდა ადამიანი, საღამომდე რომ მიგყვებოდეს იმ ფორმით, რა ფორმითაც ჩაიცვით.

მოკლედ რომ ვთქვათ, შეკერვა ბოლო ზომად მოვიტოვე.
ისე, ვინც მაინც შეკერვას გადაწყვეტთ, იმათ რჩევის სახით:

მკერავებს თქვენი კაბის შეკერვა ბოლო წამამდე მიჰყავთ, იმიტომ რომ ან ბევრი საქმე აქვთ ან ზარმაცები არიან და ისიც იციან, რომ წინ სარეზერვოფ კიდევ მინუმუმ ერთ კვირას მოიტოვებდით. ამის გათვალისწინებით, თუ გნებავთ, რომ ქორწილის წინა კვირას კაბა სახლში გქონდეთ და ამ თემაზე არ ინერვიულოთ, თქვენთვის ორი დედლაინი დაისახეთ:

1. ქორწილამდე 3-4 კვირით ადრე რიცხვი – რომელსაც მკერავს განუსაზღვრავთ პირველ დედლაინად;
2. ქორწილამდე 1-2 კვირით ადრე რიცხვი – რომელსაც მკერავ განუსაზღვრავთ დამატებით ვადად.

რამდენადაც მკერავთან მისვლა უკიდურეს აუცილებლობად მივიჩნიე და ჯერ ისიც კი არ ვიცოდი, როგორი კაბა მსურდა, დახმარებისთვის მივმართე ინტერნეტს.

ერთი პირობა ვიფიქრე, ხომ არ გამოვიწერო მეთქი, თუმცა, ეს საკმაოდ დიდი რისკია და მხოლოდ იმ შემთხვევაშია გამართლებული, როცა რამე მარტივ კაბას ეძებ, მსგავსი ფორმა იცი რომ გიხდება და საიტიც სანდოა – ის ჩამოვა, რასაც შეუკვეთავ.

თუმცა, რამდენიმე კაბა ძალიან მომეწონა, ფასიც ნორმალური იყო – ქორწილში თუ არა, ისე – გამოსასვლელ საღამოს მაინც მოირგებდა კაცი. თუმცა, ხელფასი არ იყო დარიცხული და იქამდე, მაღაზიების დაცვლაც მქონდა გეგმაში.

ერთ საღამოს, მეგობრები შევხვდით მარჯანიშვილის ლუკა პოლარეში. გზად ჩემი ყურადღება “ატელიე Naka”-მ მიიპყრო. უფრო კონკრეტულად, კაბამ, რომელიც ვიტრინიდან იმზირებოდა.

naka
ოღონდ, თეთრი ფერის…

კაბა ძალიან ლამაზი, სადა და ელეგანტური იყო, ზედმეტი ზიზილ-პიპილოს გარეშე. ფასიც – იდეალური. ადგილზე ჩავიზომე და ეგრევე მომხვდა თვალში იყო ის, რომ ლანდავდა. ამას ადვილად მოევლებოდა, თუმცა, შინ რომ მოვედი, ატელიეში გადაღებულ სურათებს კარგად დავაკვირდი და ჩავთვალე, რომ არ მიხდებოდა.

white dressგანვაგრძე ძიების პროცესი. პარალელურად ინტერნეტშიც ვეძებდი შესაფერსისს კაბას. სამამულო საიტებიც გადავქექე.

სხვათაშორის, ერთ-ერთი ვარიანტს თქვენც გაგიზიარებთ – My Market – ზე – სულ რაღაც 40 (ორმოც) ლარად.

ისე, ჩვენში დარჩეს და თუ კაბის ქირაობის ან ნახმარი კაბის საწინააღმდეგო არაფერი გაქვთ, ისევ მაიმარკეტს მიმართოთ, სჯობს. რამდენადაც, მე თქვენ გეტყვით, მაღაზიებში დიდი არჩევანი ჰქონდეთ. შედარებით, ყველაზე ნორმალური კაბა ქირით 900 ლარი მითხრეს. მეორე საკითხია, შენს მოსაწონ კაბას რამდენად მოირგებ და რამდენად ლამაზად დაჯდება ტანზე.

მოკლედ, ერთი დიდი ხათაბალაა.

ბევრი რომ არ გავაგრძელო, გამიმართლა და ბრწყინვალე ვარიანტი ვიპოვე.

კიტი ჩენის“ფლორენსი”:

ისეთი კაბა, რომლის ყველაფერი მომწონს და მაწყობს: დგომა, ფერი, ნაჭერი და რაც მთავარია, კორსეტი. ვერასდროს ვიფიქრებდი, უბრეტელო საქორწილო კაბა თუ მექნებოდა. ეს ჩემთვის ოცნების სფეროდან იყო, რამდენადაც, როგორც მოგახსენეთ, კაბის მუდმივი სწორება არ შედიოდა ჩემს გეგმებში.

ეს კი თითქოს ჯადოქარი ნათლიის მიერ ჯოხის ერთი მოქნევით სპეციალურად ჩემთვის არის შეკერილი.

თავად იხილეთ:

Wedding Dress

ჩემი კაბა გამოსავლად თავს რომ არ დამტყდომოდა, ალბათ, ძალიან დიდი სტრესის ქვეშ მოვხვდებოდი.  და ვთვლი, რომ ბედმა გამიღიმა.

ხანდახან, როცა ცუდ ხასიათზე ვარ, მეჩვენება, რომ არც ესაა იდეალური ვარიანტი, თუმცა, მსჯობს მსჯობი არ დაელევა და ერთი საზრუნავით ნაკლები დამრჩა ქორწილამდე.

იხილე ყველა პოსტი სერიიდან “ჩემი ქორწილი” ❤