თაფლობის თვის საკითხავი – საფრთხე ენდჰაუსში

“საფრთხე ენდჰაუსში” – აგათა კრისტის დეტექტიური რომანია, რომელიც გამომცემლობა პალიტრა L – მა სულ ახლახანს გამოსცა ქართულ ენაზე. Peril At End House

ეს არის პირველი წიგნი, რომელიც თავიდან ბოლომდე აწ უკვე ჩემმა ქმარმა წამიკითხა!

დიახ, დიახ. რა საჭიროა აუდიო წიგნები, როდესაც არსებობს აუდიო კი არა და მეუღლე!

თავად რომანი იმდენად საინტერესო და ჩახლართულია, ამასთან ერთად მხიარული და მახვილგონივრული, რომ სიამოვნებით დავუთმეთ ჩვენი “თაფლობის თვის” რამდენიმე საათი მის კითხვას.

3 წლის წინ ფამუქის “მე წითელი მქვია” წავიკითხე და მას მერე, ცოტა არ იყოს, გული მქონდა აცრუებული დეტექტიურ ჟანრზე, მაგრამ აგათას “ენდჰაუსმა” გამახსენა, თუ რატომ მიყვარდა მათი კითხვა – უფრო მეტიც, რატომ შევარჩენე არჩევანი იურისპრუდენციაზე.

გაზეთების ჯიხური საირმეში <3
გაზეთების ჯიხური საირმეში ❤

მთავარი მოქმედი გმირის, ახალგაზრდა გოგონას, ნიკ ბაკლის თავზე სიკვდილი “დამოკლეს მახვილივით” ჰკიდია. არცერთ ნაწარმოებში არ შეხვდებით ერკიულ პუაროს ადამიანურობას იმ დოზით, რაც მან ენდჰაუსში გამოავლინა.

აღსანიშნავია ის თვალწარმტაცი სურათი, რომელსაც ავტორი ხატავს, მისი მრავალფეროვნად საინტერესო გმირებითა და სიუჟეტებით.

რაც უნდა ეცადო, დამნაშავეს მაინც ვერ გამოიცნობთ! არ გჯერათ?! თავად განსაჯეთ… 😉

აგათა კრისტი

Goodreads

✓ საქორწინო თაიგული (Vol. 14)

ისევე, როგორც ქორწილთან დაკავშირებულ ყველა სხვა საკითხის შესახებ, თაიგულზეც ძალიან ბევრი ვიფიქრე.

გადავწყვიტე, რომ თეთრი არ უნდა ყოფილიყო, რადგანაც, კაბაც თეთრი და თაიგულიც – ორივე იკარგებოდა.

breath
გიფსოფილა / წინწკლები / Baby’s Breath

არადა, მხოლოდ გიფსოფილას – შემთხვევაში, ფერსაც არ დავეძებდი, მაგრამ ყველამ დამიწუნა იდეა… ცოცხს ჰგავსო.

ბევრი ფიქრის შემდგომ, ჩამოვყალიბდი, რომ თაიგული იასამნისფერი ვარდებით, ეს ის იყო, რაც მსურდა და ჩემს ძვირფას მეჯვარეს ეს სურათი გავუგზავნე.

ჩემ მიერ შერჩეული თაიგული

My Choice

ნინომ, მოიარა მთელი თბილისის ყვავილების მაღაზიები, თუმცა, პატარა კოკრების სეზონი არ არის ახლა და ჩვენ, მოგვენდეთ, ძალიან ლამაზს დავამზადებთო.

და მართლაც ულამაზესი გამოვიდა. ძალიან მონუსხული დავრჩი ბუკეტით. რისთვისაც უზომოდ დიდ მადლობას ვუხდი ჩემს ნინიამს.

ჩემი თაიგული

flo

ამ თაიგულის სროლა და განადგურება დამენანებოდა.
ამიტომ,  პარალელურად, მეორე ბუკეტიც დამიმზადეს, რომელიც შემდგომ ჩემმა მეგობარმა დათამ დაიჭირა.

D&G (220 of 560).JPG

data
ბედნიერი დათა ბუკეტით 😛

ბონუსის სახით GIF -ს გთავაზობთ ბუკეტის სროლასთან დაკავშირებით. იხალისეთ:

იხილე ყველა პოსტი სერიიდან “ჩემი ქორწილი” ❤