✓ Hen Party / Bridal Shower – ე.წ. “დევიშნიკი” (Vol. 13)

ქორწილამდე ერთი კვირით ადრე, 2015 წლსი 29 აგვისტოს ჩემი დაქალი მირეკავს თხოვნით, ჩემი იურისტი ქალაქ გარეთაა და შენი დახმარება მჭირდებაო.

მიუხედავად იმისა, რომ ძალიან მეზარებოდა, მეგობარს განსაცდელში ხომ არ მივატოვებდი?!

ეჭვი მაშინაც არ შემპარვია, როცა გამაფრთხილა, იმათი ადვოკატი ცოტა “ფრონცკი – ფრონციაო” და შარდენზე უნდა შევხვდეთო.

რას ვიზამდი, წავედი სახლში და გამოვეწყვე, როგორც სტერვა იურისტი.

გზად საბუთები უნდა მენახა, მაგრამ ჩემმა დაქალმა სამსახურში დამრჩაო. რა გაეწყობოდა. იმპროვიზაციის იმედად დავრჩი.

შარდენზე აღარ წავედით. სააკაძის მოედანზე ერთ-ერთ ახალ აშენებულ შენობასთან გავჩერდით.

მეგობარი მეუბნება, შენ ჩემი იურისტის თანაშემწედ გაგასაღებო. მეთქი, რა თანაშემწე – პარტნიორი მეთქი! ლიფტში კარგად გამოვკითხე, რა ჰქვია “ჩემს კომპანიას”, “პარტნიორებს”, სად მდებარეობს “ოფისი” და ა.შ.

ლიფტიდან რომ გამოვედით, ქალბატონს სახე გაებადრა და პირი ყურებამდე ჩაეხა. მეთქი, ამას რა აცინებს… თან, აქეთ-იქეთ ცქერა დავიწყე. და უცებ ერთი გოგო ჩემს მეორე დაქალს მივამსგავსე… ნაცნობი ხმებიც მომესმა და ყველაფერს მივხვდი. აი, თავადაც იხილეთ. 🙂

თურმე, რაც ჩვენი ქორწილის თარიღი შეიტყვეს, მას მერე გეგმავდნენ. ოღონდ თარიღზე ვერ თანხმდებოდნენ. ბოლოს, ექსპრომტად განახორციელეს ყველაფერი. სასიამოვნოდ გაოცებული და ბედნიერი დავრჩი.

მერე რა იყო და როგორ იყო, ნუ მკითხავთ. ბევრი ფოტო და რამდენიმე ლიტრი არაყი. ბოლოსკენ – ცეკვებიც.

გვიან დავიშალეთ…

იხილე ყველა პოსტი სერიიდან “ჩემი ქორწილი” ❤