BIAFF 2014 – ფინალური აკორდები

წინამდებარე პოსტი ბათუმის 2014 წლის კინო-ფესტივალის შეჯამებაა!

ძალიან დიდი ხანია, 2014 წლის შემოდგომიდან ის დრაფტების განყოფილებაში განისვენებს და ამჟამად, გადავწყვიტე, მცირედი რედაქტირების შემდგომ – გამოვაქვეყნო. შესაბამისად… Voilà…

უპირველეს ყოვლისა, მსურს ორგანიზატორებსა, მონაწილეებს და ერთი სიტყვით – ყველას – მადლობა გადავუხადო შესანიშნავი დღეებისთვის, რომელთა ემოციები, კადრები და აკორდები ჩემი გულისა და ბლოგის ფურცლებს დააჩნდებათ 2014 წლის ერთ–ერთ ყველაზე ღირშესანიშნავ მოვლენად.

გარდა იმისა, რომ კინო-შედევრებით უზომოდ ვისიამოვნე, რამდენიმე დასკვნა გავაკეთე ჩემთვის:

1. კარგია, რომ ჟურნალისტიკაზე არ ჩავაბარე!

ამისთვის არ გამოვდგები, რამდენადაც – სინაგლე და თავხედობა მაკლია, იურისტობისთვისაც კი ნაკლები გამბედაობაა საჭირო. წერის ჟინს ბლოგზე პატარა პოსტებითაც დავაკმაყოფილებ.

2. ყველაფერს ვერ დაიმახსოვრებ, ამიტომ, რაღაცები უნდა ჩაინიშნო!

უნდა იყიდო პატარა ბლოკნოტი და კალამი – რომელსაც ყველგან თან ატარებ. რაც შეეხება – სუპერ-პუპერ აპლიკაციებსა და ტელეფონებს, რომლებიც, შეიძლება, ასევე – გამოიყენო ინფორმაციის ჩასაწერად – სასტიკად მოუხერხებელია. სანამ  გახსნი ნოუთებს – იქამდე უკვე სხვა რამ იქნება მოსანიშნი. სანამ აკრეფ ასოებს – უკვე სხვა თემაზეა ხალხი გადასული. თან ყველგან ვერ ამოიღებ განათებულ ეკრანს და ვერ განახორციელებ ჩანაფიქრს. ამიტომ, ისევ მამა-პაპურ საშუალებებს გაუმარჯოს! ეს რომ თავიდანვე გამეთვალისწინებინა, ჩემს ბლოგზე გაცილებით მეტი საკითხავი იქნებოდა ბიაფთან დაკავშირებით.

3. ყველაფერს ერთდოულად ვერ გააკეთებ!

მიუხედავად იმისა, რომ Multitasking Person – ვარ (ნუ, მე ასე მიმაჩნია), რამდენიმე რაღაცას პარალელურ რეჟიმში ვაკეთებ, ღმერთი არ ვარ, რომ ყველგან ვიყო და არც პროფ. მაკგონაგელს მოუცია ჩემთვის საათი, რომელიც უკან დამაბრუნებდა, რათა ყველაფრის გაკეთება მომესწრო, რაც მსურდა.

აი, როგორი დილემის წინაშე იდგა თითოეული ჩვენგანი:

თუ ქალაქის დასათვალიერებლად წახვიდოდი – ფილმებს გამაზავდი. თუ ფილმებს იხილავდი – მშიერი დარჩებოდი. რუჯი ხომ საერთოდ – ვის ახსოვდა.

სამომავლოდ, გავითვალისწინებ, რომ ზუსტად ფესტივალს არ უნდა დავუმთხვიო ჩემი ვიზიტი – რამდენიმე დღით ადრე უნდა ვესტუმრო ქალაქს და BIAFF-ის დასრულებიდან რამდენიმე დღის შემდგომ უნდა დავტოვო – რომ აუცილებლად, მოვახერხო და დავესწრო დახურვის ფილმს, სრულად ვისიამოვნო ბათუმში ვიზიტით.

კვლავ პროგრამას მსურს დავუბრუნდე: მხოლოდ რამდენიმე ფილმი განმეორდა მთელი კვირის მანძილზე და კარგი იქნებოდა, რომ ადამიანებს შესაძლებლობა ჰქონოდათ რამდენიმე ალტერნატივიდან აერჩიათ კონკრეტულ ფილმს როდის იხილავდნენ. მხოლოდ ერთს ვნანობ, რომ ცოტა მეტი დრო არ მქონდა, რომ ყველაფრის ნახვა მომესწრო. ესაა და ეს.

2015 წლის შემოდგომაზეც მსურდა მონაწილეობის მიღება, თუმცა, ხელი ჩემი ცხოვრების ერთ-ერთმა ღირშესანიშნავმა მოვლენამ შემიშალა ხელი.

წელს კი – სულ სხვა საზრუნავი მექნება და კარგა ხნით, ბიაფს უნდა დავემშვიდობო. თუმცა, ჩემი გული ყოველთვის ფესტივალის ორგანიზატორებთან და მონაწილე ბლოგერებთან იქნება.

BIAFF 2014 – ზამთრის ძილი

გაერთიანებული სტამბულის შემდგომ, ეს იყო რიგით მეორე ფილმი, რომელმაც ჩემზე ყველაზე დიდი შთაბეჭდილება მოახდინა – არასაკნონკურსო. ზამრთრის ძილისათვის ნური ბილგე ჯეილანს ოქროს პალმის რტო აქვს მიღებული კანის წლევანდელ კინოფესტივალზე.

W

სიუჟეტი ვითარდება ანატოლიაში – პატარა სასტუმროში, რომელიც ზამრთის პირს ერთგვარ თავშესაფრად იქცევა. სასტუმროს მესაკუთრე აიდინი, ყოფილი მსახიობია, რომელსაც ახალგაზრდა ცოლთან, ნიჰალთან ყველაფერი რიგზე ვერ აქვს. წყვილთან ერთად ცხოვრობს აიდინის და, ნეკლა, რომელიც ქმართან განშორებას განიცდის. Continue reading “BIAFF 2014 – ზამთრის ძილი”

BIAFF 2014 – ალტერნატიული გამარჯვებულები

21 სექტემბერს, 19:30-ზე ბათუმის საზაფხულო თეატრში ბათუმის საერთაშორისო საავტორო კინოფესტივალის დახურვის ცერემონია გაიმართა. საერთაშორისო ჟიურიმ პრიზები სამ საკონკურსო სექციაში გასცა – საერთშორისო მხატვრულ, დოკუმენტურ  და მოკლემეტრაჟიანში.

გამარჯვებულთა ნუსხა, შეგიძლიათ იხილოთ ფესტივალის ოფიციალურ ვებ–გვერდზე.

ჩემთან აქ კი ალტერნატიულ გამარჯვებულებს გაეცნობით! ჩემს გამარჯვებულებს!

გრანპრი

თავისუფალი ვარდნა

უნგრეთი, საფრანგეთი, სამხრეთ კორეა; 2014 წელი, 89 წუთი.
რეჟისორი: გიორგი პალფი
სცენარის ავტორი: სოფია რუტკაი, გიორგი პალფი
ოპერაორი: გერგელი პოჰარნოკი
მუსიკა: ამონ ტობინი
მონტაჟი: რეკა ლემჰენი
პროდიუსერი: ფერენც პუსტოი
საპროდიუსერო კომპანია: KMH FILM

ტრეილერი

ჩემი სპეციალური პრიზი

განკურნება – სხვისი ცხოვრება

Continue reading “BIAFF 2014 – ალტერნატიული გამარჯვებულები”

მშვიდობით, გოდარ!

ამ წამს ნაადრევად გამოვედი საავტორო კინოს ბათუმის საერთაშორისო ფესტივალის ერთ-ერთი (არა საკონკურსო) ფილმიდან:

მშვიდობით ენავ, ჟან–ლიუკ გოდარი, საფრანგეთი, 2014 წ; 70 წთ

imagesარ მახსოვს, რომელი პოსტი იყო, მაგრამ ადრე დავიფიცე, ფრანგულ კინოზე მეტს არ მოვცდები მეთქი.

მოკლედ:

ჟან-ლიუკ გოდარ, იცი რას გეტყვი, – მსგავსი ტიპის ნაწარმოებისთვის არსებობს ლიტერატურის ჟანრი. დიდი სიამოვნებით წავიკითხავდი შენს მოსაზრებებს წიგნის სახით, მაგრამ, ჩემი მოკრძალებული მოსაზრებით, სულ ტყუილად მოაცდინე გადასაღები მოედანიც, ტექნიკაცა და მთელი პერსონალი.

პ.ს. არა მგონია, 3D-მ აღნიშნული ფილმის გადარჩენა მოახერხოს.

მშვიდობით, გოდარ! ხელებიც დამიბანია…

გოდარის ფანებმა: “მე მაპატიეთ.”

BIAFF 2014 – გრაფიკი და შესრულებული გეგმა

როგორც ხედავთ ქვემოთ მოცემულ სურათზე, საავტორო კინოს ბათუმის საერთაშორისო კინოფესტივალის გრაფიკი ისე მჭიდროდ იყო შედგენილი, რომ ფილმიდან ფილმზე შესვლამდე სულ რამდენიმე წუთი გვრჩებოდა. ძალაინ რთულია, როცა გშია, გწყურია, ან იდეა მოგივიდა და გინდა ბლოგზე გადაიტანო… არადა, რამდენიმე წამში ის ფილმი დაიწყება, რომელიც ასე ძლიერ გაინტერესებს… და სხვაგან ვერსად გადააწყდები.

To Do

მოკლედ რომ ვთქვათ, ჩემი შესრულებული გეგმა ასე გამოიყურება:

Done

წითელი რგოლით აღნიშნულია ის ფილმები, რომლებიც ვნახე. გადახაზულია ისინი, რომელთაგანაც გამოვედი (ყვავილები ზეთისხილის მთიდან) და ისინი, რომელიც ტექნიკური ხარვეზის გამო ვერ ვიხილე.

დღევანდელ საკონკურსო ფილმს თუ არ ჩავთვლით, მხოლოდ ერთი – ირანული – “ხელნაწერები არ იწვიან” გამომრჩა. მის არ ნახვას ყველაზე მეტად ვნანობ.

შემდეგი ფილმი ერთ საათში იწყება და დღის ბოლომდე კინოდან გამოსვლას არ ვგეგმავ – მცირე სსვენებას თუ არ ჩავთვლით ბულანჟერიაში.

ბოლომდე უნდა შევირგო დღევანდელი დღე. ის ხომ წლევანდელი ფესტივალის “ბოლო” სანონკურსო დღეა.

ხო, მართლა! თქვენც იჩქარეთ!  დღის ბოლო ორი კინოსეანსი ფასიანია – ბილეთი 5 ლარი ღირს და შემოსული თანხა დიტო ცინცაძის სახელობის საქველმოქმედო ფონდს გადაეცემა.