BIAFF 2014 – ზამთრის ძილი

გაერთიანებული სტამბულის შემდგომ, ეს იყო რიგით მეორე ფილმი, რომელმაც ჩემზე ყველაზე დიდი შთაბეჭდილება მოახდინა – არასაკნონკურსო. ზამრთრის ძილისათვის ნური ბილგე ჯეილანს ოქროს პალმის რტო აქვს მიღებული კანის წლევანდელ კინოფესტივალზე.

W

სიუჟეტი ვითარდება ანატოლიაში – პატარა სასტუმროში, რომელიც ზამრთის პირს ერთგვარ თავშესაფრად იქცევა. სასტუმროს მესაკუთრე აიდინი, ყოფილი მსახიობია, რომელსაც ახალგაზრდა ცოლთან, ნიჰალთან ყველაფერი რიგზე ვერ აქვს. წყვილთან ერთად ცხოვრობს აიდინის და, ნეკლა, რომელიც ქმართან განშორებას განიცდის.

კარგი იქნებოდა, ფილმს რუსულის ნაცვლად ინგლისური სუბტიტრები მაინც ჰქონოდა, რამდენადაც, დიალოგების დროს საკმაოდ სწრაფად საუბრობდნენ და სწორედ ეს საუბრები იყო ფილმში ყველაზე საინტერესო.

დასასრულს, მთავარი გმირი ათავისუფლებს ველურ ცხენს, რომელიც სპეციალურად მისთვის დაიჭირეს და ჯერ კიდევ მოსათვინიერებელი იყო. ერთგვარი მეტაფორაა – შედარება ახალგაზრდა ცოლთან, რომელიც აგრეთვე ვერ მოარჯულა, შესაძლოა, თავადვე იგრძნო თავი მოჩანგლულად – რამდენადაც, ცხენისაგან განსხვავებით – ცოლს ვერ შეელია.

თუმცა, ის, რამაც ყველაზე მეტად მომხიბლა, იყო არა სიუჟეტი, არამედ ფილმის ულამაზესი კადრები, რომელიც აღგიძრავს სურვილს, ადგე და იმ ადგილებს მიაშურო ფოტო-კამერით, სადაც მისი გადაღებები მიმდინარეობდა.

winter-sleep-photo4

რაც მთავარია, გაგანია ზაფხულს სრული სიცხადით შევიგრძენი ზამთარი – გარეთ თოვლი, სიცივე, რომელიც ძვალსა და რბილში ატანს და მე – შიგნით, ბუხართან, ლეპტოპთან და საყვარელ საქმესთან ერთად.

როგორც ზურიუსი იტყოდა, „კარგი კადრები იყო“ და რამდენადაც ფილმს ზამთრის ძილი ერქვა, ურიგო იქნება, არ აღვნიშნო, რომ ზოგიერთი ჩემ გვერდით მყოფი „ზამთრის ძილს“ მიეცა და ხვრინვა ამოუშვა.

მოკლედ რომ ვთქვათ, ამ ფილმით ძლიერ ვისიამოვნე.

დააკომენტარე:

This site uses Akismet to reduce spam. Learn how your comment data is processed.