21 სექტემბერს, 19:30-ზე ბათუმის საზაფხულო თეატრში ბათუმის საერთაშორისო საავტორო კინოფესტივალის დახურვის ცერემონია გაიმართა. საერთაშორისო ჟიურიმ პრიზები სამ საკონკურსო სექციაში გასცა – საერთშორისო მხატვრულ, დოკუმენტურ და მოკლემეტრაჟიანში.
გამარჯვებულთა ნუსხა, შეგიძლიათ იხილოთ ფესტივალის ოფიციალურ ვებ–გვერდზე.
ჩემთან აქ კი ალტერნატიულ გამარჯვებულებს გაეცნობით! ჩემს გამარჯვებულებს!
გრანპრი
თავისუფალი ვარდნა
უნგრეთი, საფრანგეთი, სამხრეთ კორეა; 2014 წელი, 89 წუთი.
რეჟისორი: გიორგი პალფი
სცენარის ავტორი: სოფია რუტკაი, გიორგი პალფი
ოპერაორი: გერგელი პოჰარნოკი
მუსიკა: ამონ ტობინი
მონტაჟი: რეკა ლემჰენი
პროდიუსერი: ფერენც პუსტოი
საპროდიუსერო კომპანია: KMH FILM
ჩემი სპეციალური პრიზი
განკურნება – სხვისი ცხოვრება
შვეიცარია / ხორვატია / ბოსნია-ჰერცოგოვინა; 2014 წელი, 83 წუთი.
რეჟისორი: ანდრეა სტაკა
სცენარის ავტორი: ანდრეა სტაკა, მარი კროიცერი
პროდიუსერები: ანდრეა სტაკა, ტომას იმბახი
მონაწილეობენ: მარია შკარიჩიჩი, მირიანა კარანოვიჩი, ლეონ ლუცევი, ფრანსის დიაკი, ლუსია რადულოვიჩი, სილვი მარინკოვიჩი
საუკეთესო რეჟისურა
ლეხ მაიევსკი – ძაღლების ველი
პოლონეთი, შვეიცარია, იტალია; 2014 წელი, 102 წუთი
რეჟისორი: ლეხ მაევსკი
სცენარის ავორი: ლეხ მაევსკი
ოპერატორები: ლეხ მაიევსკი, პაველ ტიბორა
მონტაჟი: ელიოტ ემსი, კატარჟინალ ლეშნიაკი
მუსიკა: ლეხ მაიევსკი, იუსეფ შკჟეკი
მონაწილეობენ: მიხალ ტატარეკი, ელზბიეტა ოკუპსკა, იაცენტი იენდრუში, იან ვარტა, შიმონ ბუძეკი
პროდიუსერი: ლეხ მაიევსკი
საუკეთესო დოკუმენტური ფილმი
ერთიანი სტამბული
გერმანია, ჩეხეთის რესპუბლიკა, თურქეთი, შვეიცარია; 2014 წელი, 90 წუთი

რეჟისორი: ოლი ვალჰდაუერი, ფარიდ ესლამი
სცენარის ავტორი: ოლი ვალჰდაუერი, ფარიდ ესლამი
ოპერატორი: პოლ როსენი
მონტაჟი: ფრიდოლინ კორნერი, იორგ ოფერი
პროდიუსერი: ოლი ვალდჰაუერი, ტინა შოპკევიჩი, ფარიდ ესლამი, იან კრუგერი
საპროდიუსერო კომპანიები: Nippes Yard Productions GmbH & Co. KG, Mind Riot Media s.r.o., PORT-AU-PRINCE Film & Kulturproduktion GmbH
სპეციალური პრიზი დოკუმენტური ფილმისათვის
20,000 დღე დედამიწაზე
დიდი ბრიტანეთი, 2014 წელი, 95 წუთი

რეჟისორი: იან ფორსაიტი, ჯეინ პოლარდი
სცენარის ავტორები: ნიკ ქეივი, იან ფორსაიტი, ჯეინ პოლარდი
ოპერატორი: ერიკ უილსონი
მუსიკა: ნიკ ქეივი, უორენ ელისი
მონტაჟი: ჯონათან ეიმოსი
პროდიუსერები: დენ ბოუვენი, ჯეიმს უილსონი
საპროდიუსერო კომპანია: Pulse Films
მონაწილეობენ: ნიკ ქეივი, რეი უინსტონი, ბლიქსა ბარგელდი, კაილი მინოუგი
რაც შეეხება მოკლემეტრაჟიანებს, სამწუხაროდ, მათი ხილვა ვერ მოვასწარი.