გამოუსწორებელი რომანტიკოსების არჩევანი

ნიკოლას სპარკსი – ალბათ, ყველა გამოუსწორებელ რომანტიკოსს ჯერ კიდევ “დღიურიდან” (“The Notebook”) უყვარს.

ამჯერადაც, ახალი რომანით -“The Choice” – არჩევანი – შეძლო, გადმოეცა იდეალური სასიყვარულო ისტორია, რომელზეც, უბრალოდ, ცრემლებს ვერ შეიკავებთ.

ნაწარმოები ეცება ტრევისს, ვეტერინარს პატარა ქალაქში, რომელსაც ყველაფერი აქვს, რისი ნატვრაც ოდესმე შეეძლო: – შესანიშნავი მეგობრები, საყვარელი ძაღლი, სახლი და ბრწყინვალე სამსახური. არც პირად ფრონტზე უნდა ჰქონდეს პრობლემები, იმის მიუხედავად, რომ მუდმივი პარტნიორი არ ჰყავს.

მანამ, სანამ ოცნების გოგოს არ გაიცნობს. გაბი მეზობლად ცხოვრობს; პედიატრია და ქალაქში ახალი გადმოსულია, რათა ახალ სამუშაოს შეუდგეს.

მეტს არაფერს მოგიყვებით, საინტერესო ისტორია რომ არ დაგისპოილეროთ, მით უმეტეს, რომ ამავე წიგნის ეკრანიზაციის პრემიერა, რომელიც გამომცემლობა “პალიტრა L” – მა თარგმნა და სულ ახლახანს გამოსცა, სწორად რომ დღეს იმართება კინო-თეატრ “რუსთაველში“.

როგორც ღონისძიების ფეისბუქ გვერდიდან ირკვევა:

✴ პრემიერაზე მოსულ მაყურებელს კინოთეატრ რუსთაველისგან და გამომცემლობა “პალიტრა L” -ისგან სიურპრისი ელის.

ხოდა, ერთი სული მაქვს, როდის მოსაღამოვდება…

პ.ს. თუ თქვენც გეგმავთ ამ საღამოს პრემიერაზე დასწრებას, შეიძლება შევხვდეთ კიდეც და ნუ მოგერიდებათ მოსვლა და მოსალმება – ყოველთვის გამიხარდება ჩემი ერთგული მკითხველის ხილვა და გაცნობა.

 

BIAFF 2014 – ფინალური აკორდები

წინამდებარე პოსტი ბათუმის 2014 წლის კინო-ფესტივალის შეჯამებაა!

ძალიან დიდი ხანია, 2014 წლის შემოდგომიდან ის დრაფტების განყოფილებაში განისვენებს და ამჟამად, გადავწყვიტე, მცირედი რედაქტირების შემდგომ – გამოვაქვეყნო. შესაბამისად… Voilà…

უპირველეს ყოვლისა, მსურს ორგანიზატორებსა, მონაწილეებს და ერთი სიტყვით – ყველას – მადლობა გადავუხადო შესანიშნავი დღეებისთვის, რომელთა ემოციები, კადრები და აკორდები ჩემი გულისა და ბლოგის ფურცლებს დააჩნდებათ 2014 წლის ერთ–ერთ ყველაზე ღირშესანიშნავ მოვლენად.

გარდა იმისა, რომ კინო-შედევრებით უზომოდ ვისიამოვნე, რამდენიმე დასკვნა გავაკეთე ჩემთვის:

1. კარგია, რომ ჟურნალისტიკაზე არ ჩავაბარე!

ამისთვის არ გამოვდგები, რამდენადაც – სინაგლე და თავხედობა მაკლია, იურისტობისთვისაც კი ნაკლები გამბედაობაა საჭირო. წერის ჟინს ბლოგზე პატარა პოსტებითაც დავაკმაყოფილებ.

2. ყველაფერს ვერ დაიმახსოვრებ, ამიტომ, რაღაცები უნდა ჩაინიშნო!

უნდა იყიდო პატარა ბლოკნოტი და კალამი – რომელსაც ყველგან თან ატარებ. რაც შეეხება – სუპერ-პუპერ აპლიკაციებსა და ტელეფონებს, რომლებიც, შეიძლება, ასევე – გამოიყენო ინფორმაციის ჩასაწერად – სასტიკად მოუხერხებელია. სანამ  გახსნი ნოუთებს – იქამდე უკვე სხვა რამ იქნება მოსანიშნი. სანამ აკრეფ ასოებს – უკვე სხვა თემაზეა ხალხი გადასული. თან ყველგან ვერ ამოიღებ განათებულ ეკრანს და ვერ განახორციელებ ჩანაფიქრს. ამიტომ, ისევ მამა-პაპურ საშუალებებს გაუმარჯოს! ეს რომ თავიდანვე გამეთვალისწინებინა, ჩემს ბლოგზე გაცილებით მეტი საკითხავი იქნებოდა ბიაფთან დაკავშირებით.

3. ყველაფერს ერთდოულად ვერ გააკეთებ!

მიუხედავად იმისა, რომ Multitasking Person – ვარ (ნუ, მე ასე მიმაჩნია), რამდენიმე რაღაცას პარალელურ რეჟიმში ვაკეთებ, ღმერთი არ ვარ, რომ ყველგან ვიყო და არც პროფ. მაკგონაგელს მოუცია ჩემთვის საათი, რომელიც უკან დამაბრუნებდა, რათა ყველაფრის გაკეთება მომესწრო, რაც მსურდა.

აი, როგორი დილემის წინაშე იდგა თითოეული ჩვენგანი:

თუ ქალაქის დასათვალიერებლად წახვიდოდი – ფილმებს გამაზავდი. თუ ფილმებს იხილავდი – მშიერი დარჩებოდი. რუჯი ხომ საერთოდ – ვის ახსოვდა.

სამომავლოდ, გავითვალისწინებ, რომ ზუსტად ფესტივალს არ უნდა დავუმთხვიო ჩემი ვიზიტი – რამდენიმე დღით ადრე უნდა ვესტუმრო ქალაქს და BIAFF-ის დასრულებიდან რამდენიმე დღის შემდგომ უნდა დავტოვო – რომ აუცილებლად, მოვახერხო და დავესწრო დახურვის ფილმს, სრულად ვისიამოვნო ბათუმში ვიზიტით.

კვლავ პროგრამას მსურს დავუბრუნდე: მხოლოდ რამდენიმე ფილმი განმეორდა მთელი კვირის მანძილზე და კარგი იქნებოდა, რომ ადამიანებს შესაძლებლობა ჰქონოდათ რამდენიმე ალტერნატივიდან აერჩიათ კონკრეტულ ფილმს როდის იხილავდნენ. მხოლოდ ერთს ვნანობ, რომ ცოტა მეტი დრო არ მქონდა, რომ ყველაფრის ნახვა მომესწრო. ესაა და ეს.

2015 წლის შემოდგომაზეც მსურდა მონაწილეობის მიღება, თუმცა, ხელი ჩემი ცხოვრების ერთ-ერთმა ღირშესანიშნავმა მოვლენამ შემიშალა ხელი.

წელს კი – სულ სხვა საზრუნავი მექნება და კარგა ხნით, ბიაფს უნდა დავემშვიდობო. თუმცა, ჩემი გული ყოველთვის ფესტივალის ორგანიზატორებთან და მონაწილე ბლოგერებთან იქნება.

დისნეის გმირების იდენტური ცეკვები

Alfie ალენი

ალბათ, უმრავლესობა იცნობთ ლილი ალენს და მის შემოქმედებას. დიდი ალბათობით, ეს სიმღერაც მოსმენილი გექნებათ. შეიძლება ისიც კი იცოდეთ, რომ ალფი – ლილის ძმაა…

თუმცა, მცირემ თუ იცის, რომ ალფი ალენი, დიახ, სწორად ის ალფი – რომელსაც აღნიშნული სიმღერა ეძღვნება – მსახიობია ერთ-ერთ ყველაზე პოპულარულ სერიალ GAME OF THRONES – ში ასრულებს თეონ გრეიჯოის როლს.

 

აი, ასე…

კონკია 2015

2015 წლის 12 მარტს კინოთეატრ “ამირანში” გაიმართა მხატვრული ფილმის, “კონკიას” პრემიერა. ცოტა არ იყოს, ეს სტატია დამიგვიანდა. სამაგიეროდ, Pink.Ge-ზე გამოქვეყნდა ამ ფილმის ჩემეული მიმოხილვა – კონკია – საქართველოს კინოთეატრებში.

სიმართლე უნდა ითქვას: მთელი ფილმის მანძილზე მთქნარება ვერ მოვიცილე. მილიონჯერ გადაღეჭილი სიუჟეტი. რაღაც სიახლე მინდოდა, მაგრამ არა…

შეიძლება, გამკიცხოთ, რა სიახლე გინდა – ზღაპარი ერთია – ახალ კონკიას ხომ არ გამოიგონებდნენო. ასეთებს მსურს მოგოწოდოთ, რომ ეს ფილმი იხილოთ: Ever After: A Cinderella Story. ჩემი მოკრძალებული მოსაზრებით, აქამდე არსებულებს შორის საუკეთესოა.

გაუგებარია, რატომ უნდა დახარჯო უამრავი ფული Same old story-ის გადამღერებაში.

გარდა ამისა, მთელი სეანსის მანძილზე ვერ ჩამოვყალიბდი, მომწონდა თუ არა მთავარი როლის შემსრულებელი ქალბატონი ლიზა ჯეიმსი. ვცდილობდი გამეხსენებინა, ვის მაგონებდა და დასასრულს გამასხივოსნა. მას ერთ-ერთი ყველაზე პოპულარული სერიალის – American Horror Story-ის წამყვან მსახიობს, ჯესიკა ლანჟს ვამსგავსებდი.

 ჯესიკა ლანჟი

ლილი ჯეიმსი

კიდევ, არ მომეწონა პრინცი!

ეს კითხვა არ მტოვებს: რატომ არის ასეთი ტენდენცია, რომ ყველა ფილმში პრინცი დებილისა და ხეპრე ადამიანის შთაბეჭდილებას ტოვებს?

იმდენად სულელური გამომეტყველება ჰქონდა ტახტის მემკვიდრეს, რომ ვერც კი ვიცანი რიჩარდ მედენი – რობ სტარკის როლის შემსრულებელი. აქ ისევ კითხვა მიჩნდება, მართლა ასეთი ნიჭიერი მსახიობია რიჩარდ მედენი, რომ “პარტია” ასე დამაჯერებლად ითამაშა, თუ თავადაც აქვს ინტელექტთან პრობლემები – რამდენადაც არ გაუჭირდა როლებში შეჭრა და იდიოტის განსახიერება.

ისე, ჩვენში დარჩეს და სულელი პრინცის იმიჯი ყველაზე კარგად მაინც ჯეიმს მერდსენმა მოირგო ფილმში – Enchanted. თუ ჩემი არ გჯერათ, თავად იხილეთ.

ჯეიმს მერდსენი დღემდე ჩემს ფავორიტად რჩება – ტახტების ჭკუანაკლულ და მეამიტ მემკვიდრეთა შორის.

კონკიას ახალი ეკრანიზაციის მთავარ მონაპოვრად შეიძლება ქეით ბლანშეტი ჩაითვალოს. ნუ, მე ჰელენა ბონამ კატრერიც ძლიერ მიყვარს და დიდად მესმიამოვნა მისი ეკრანზე ხილვა, თუმცა, ხამოკლე როლის გამო მას ვერ მივანიჭებ უპირატესობას.

აი, ქეითს კი ვუცქერდი და შორიდან ვტკბებოდი. ის ერთადერთი მიზეზია იმისა, რის გამოც ვთვლი, რომ დრო ფუჭად არ დამიკარგავს. მისი პერსონაჟი არსებულთ შორის ყველაზე საინტერესო იყო, თუმცა, აქაც სცენარის ავტორებს თავი დიდად არ შეუწუხებიათ – მქონდა სურვილი, რომ დედინაცვლისათვის გამეგო, ამას ქეითი მიმძაფრებდა, თუმცა, ისეთი შთაბეჭდილება დამრჩა, რომ ბლანშეტის გარდა დედინაცვალი ყველას ეკიდა. ნუ ყველას – გარდა დიზაინრებისა. უნდა აღინიშნოს, რომ სიამოვნებით ჩავიცვამდი თითეოულ მის სამოსსა თუ კოსტიუმს. ეს იყო რაღაც ზე საოცრება.

 

ქატო იქა, ფქვილი აქა… თუ როგორც არის…