როგორ გავაუმჯობესოთ ცხოვრება მომედვნო 100 დღის განმავლობაში: ჯანმრთელობა

ეს პოსტი წარმოადგენს ექსპერიმენტის ნაწილს, რომლის ყველა სტატიის სანახავად, შეგიძლიათ, მიჰყვეთ ბმულს

1. ერთი კილოგრამის დასაკლებად აუცილებელია დაახლოებით 7000 კალორიის დაწვა. თუ კი დღიურად მიღებული კალორიების რაოდენობას 175 კალორიით შეამცირებ, 100 დღეში 2,5 კილოს დაიკლებ.

2. მომდევნო 100 დღის მანძილზე ყოველდღიურად მიირთვი 5 პორცია ბოსტნეული;

3.  მომდევნო 100 დღის მანძილზე ყოველდღიურად მიირთვი 3 პორცია ხილი;

4. აირჩიე ერთი საჭმელი, რომელიც ყოველ ჯერზე შრომას წყალში გიყრის, იქნება ეს “მადას” “შუ”, თუ “გლდანის შაურმა” და დაივიწყე 100 დღით.

artist, drawing, and workout image

5.  მომდევნო 100 დღის მანძილზე გადადი პატარა თეფშიდან კვებაზე, რათა აკონტროლო საკვების რაოდენობა.

6. მომდევნო 100 დღის მანძილზე შეიძინე მხოლოდ 100% – ით ნატურალური  და არა შაქარ და კონსერვანტებ დამატებული წვენები.

7. გაზიანი სასმელის ნაცვლად დალიე წყალი.

8. შეადგინე 10 ჯანსაღი, ადვილად მომზადებადი შეჭამანდის სია – საუზმისათვის;

9. შეადგინე 20 ჯანსაღი, ადვილად მოსამზადებელი კერძის ჩამონათვალი – ლანჩისა და სადილისათვის.

10. ჩამოთვალე 10 ჯანსაღი და ადვილად მოსამზადებელი სასუსნავი.

11. გამოიყენე ეს სიები, რათა დაგეგმო მთელი კვირის კვების რაციონი და ასე გააგრძელე მომდევნო 14 კვირის განმავლობაში.

12. მომდევნო 100 დღის მანძილზე აწარმოე კვების ჩანაწერები. დაგეხმარება იმის განსაზღვრაში, თუ სად ირღვევა დაგეგმილი მენიუ და რა გმატებს ექსტრა კალორიებს.

pink, illustration, and funny image

13. მომდევნო 100 დღის მანძილზე, ივარჯიშე, დღეში სულ მცირე 20 წუთის განმავლობაში.

14. გამოიყენე ნაბიჯების მთვლელი და გადადგი დღეში 10 000 ნაბიჯი. ითვლება ნებისმიერი ნაბიჯი, რომელსაც დღის განმავლობაში გადადგამ.

  • როცა მიხვალ მანქანამდე;
  • როცა სამუშაო ადგილიდან საჭირო ოთახისკენ გადაინაცვლებ;
  • როცა თანამშრომელთან სასაუბროდ გახვალ და ა.შ.

15. შეადგინე წონის ჩარტი და დაკიდე სააბაზანოში. ყოველ კვირა, მომდევნო 14 კვირის მანძილზე აწარმოე ჩანაწერები:

  • შენი წონა;
  • წელის გარშემოწერილობა;
  • ცხიმის რაოდენობა სხეულში (კალკულატორი);

16. დააყენე მაღვიძარა, რომელიც საართში ერთხელ გაწკაპუნდება და შეგახსნებს დღის განმავლობაში წყლის რეგულარულად მიღებას. გააგრძელე მომდევნო 100 დღის მანძილზე.

17. მომდევნო 100 დღის მანძილზე ყოველდღიურ რიტუალად აქციე მედიტაცია, სუნთქვა და ვიზუალიზაცია, რათა დაამღვიდო ამღვრეული გონება.

ეს პოსტი წარმოადგენს ექსპერიმენტის ნაწილს, რომლის ყველა სტატიის სანახავად, შეგიძლიათ, მიჰყვეთ ბმულს

43 ცხოვრებისეული გაკვეთილი, 90 წლის ქალბატონისაგან

1. ცხოვრება უსამართლოა, მაგრამ მაინც კარგია;

2. როცა ეჭვობ, უბრალოდ გადადგი შემდეგი პატარა ნაბიჯი;

3. ცხოვრება მეტისმეტად მოკლეა, რომ მისით არ დავტკბეთ;

4. შენი საქმე და სამსახური არ მოგივლის, როცა ავად ხარ. მეგობრები და ოჯახი მოგივლის;

5. არ იყიდო ნივთები, რაც არ გჭირდება;

6. არ არის აუცილებელი ყველა დავა მოიგო. დარჩი მართალი საკუთარ თავთან;

7. იტირე ვინმეს თანდასწრებით. უფრო მალე განიკურნები, ვიდრე მარტო ტირილით;

8. შეინახე ნივთები, რომლებიც მნიშვნელოვანია;

9. როცა საქმე შოკოლადს ეხება, წინააღმდეგობა უშედეგოა;

10. დაზავდი წარსულთან, რათა აწმყოში საქმე არ გაგიფუჭოს;

11. არაუშავს, თუ კი შვილები ატირებულს გნახავენ;

12. არ შეადარო შენი სცოვრება სხვისას. წარმოდგენაც არა გაქვს, რისი გამოვლა უწევთ მათ;

13. თუ ურთიერთობა სხვებისთვის საიდუმლოა, შეწყვიტე;

14. ყველაფერი შეიძლება თვალის დახამხამებაში შეიცვალოს. არ ინერვიულო, ღმერთი არასდოს ახამხამებს თვალს;

15. ღრმად ჩაისუნთქე და ამოისუნთქე. გონებას ამშვიდებს;

16. მოიცილე ყველაფერი რაც უსარგებლოა. ნაგავი უკან გხევს ბევრი მიმართულებით;

17. რაც არ გკლავს, მართლაც გაძლიერებს;

18. არასდროს არ არის გვიან, იყო ბედნიერი. მაგრამ ეს ყველაფერი მხოლოდ და მხოლოდ შენზეა დმოკიდებული;

19. როცა, საქმე ეხება იმას, რაც გიყვარს ცხოვრებაში, უკან არ დაიხიო. არ დასჯერდე “არას”.

20. დაწვი სანთლები, გამოიყენე ლამაზი ზეწრები, ატარე ძვრიანი თეთრეული. არ დაზოგო ისინი განსაკუთრებული შემთხვევებისათვის. ყოველი დღე განსაკუთრებულია;

21. მოემზადე ძალიან კარგად, შემდგომ იფრინე;

22. იყავი ექსცენტრიული. ნუ დაელოდები ხანშიშესულ ასაკს, რომ თმა იასამნისფრად შეიღებო;

23. ყველაზე მნიშვნელოვანი სექსუალური ორგანო ტვინია;

24. მხოლოდ შენ გიპყრია შენი ბედნიერების სადავეები;

25. ყველა უბედურება ერთ წნეხში გაატარე – დასვი კითხვა: “ხუთ წელიწადში ამას ექნება მნიშვნელობა?”

26. ყოველთვის აირჩიე სიცოცხლე;

27.  მიუტევე, მაგრამ არ დაივიწყო;

28. სხვები რას ფიქრობენ შენზე – შენი საქმე არ არის;

29. დრო თითქმის ყველაფრის მკურნალია. მიეცი დროს დრო;

30. რაც უნდა კარგი ან ცუდი იყოს სიტუაცია, ის შეიცვლება;

31. ძალიან სერიოზულადაც ნუ მიუდგები საკუთარ თავს. სხვა არავინ უდგება;

32. გჯეროდეს სასწაულების;

33. ღმერთს უყვარხარ იმიტომ, რომ ღმერთია და არა იმიტომ, რომ რამე გააკეთე ან არა;

34. ნუ ახდენ შენი ცხოვრების აუდიტირებას. ადექი და გააკეთე მაქსიმუმი;

35. შენს შვილებს მხოლოდ ერთი ბავშვობა აქვთ;

Not Working

36. ბოლოს ერთადერთი რამაა მნიშვნელოვანი – რომ გიყვარდა;

37. გადი გარეთ ყოველ დღე. სასწაული ყოველ კუთხეში გელოდება;

38. რომ მოვისროლოთ ჩვენი პრობლემები და დავინახოთ სხვებისა, ჩვენს პრობლემებს უკან მოვხვეტდით;

39. ეჭვიანობა დროის ფუჭად კარგვაა. დააფასე, რაც უკვე გაქვს და არა ის, თუ რა გჭირდება;

40. დაუთმე;

41. როგორც უნდა გრძნობდე თავს, ადექი, ჩაიცვი და გამოცხადდი;

42. სიცოხლე არ არის გაბანტული, მაგრამ მაინც საჩუქარია;

43. ყველაფერი საუკეთესო წინ არის!

რეჯინა ბრეტი

8 ფრაზა, რომელიც უნდა ვუთხრათ საკუთარ თავს ყოველ დილით

  1. თავს ჯანმრთელად და ძლიერად ვგრძნობ!
  2. რაც საჭიროა, ყველაფერი მაქვს, რომ ეს დღე ერთ-ერთი ბედნიერთაგანი იყოს ჩემს ცხოვრებაში!
  3. მაქვს ყველანაირი ინფორმაცია, რაც საჭიროა დღევანდელ სირთულეთა გადასაჭრელად!
  4. მაქვს ცოდნა, რომელიც დამეხმარება საჩემოდ სწორი გადაწყვეტილებების მისაღებად!
  5. მთელი დღის მანძილზე სწორ გადაწყვეტილებებს ვიღებ – ჩემს შინაგან ხმასა და სიბრძნეზე დაყრდნობით!
  6. ბედნიერი და კმაყოფილი ვარ ჩემი ცხოვრებით!
  7. მომთმენი და მშვიდი ვარ – მსუბუქად ვეგებები ყოველი ახალი დღის დადგომას!
  8. მადლიერი ვარ იმისთვის, რომ მომეცა საშუალება შევგებებოდი ახალ დღეს!'put on your shiny' - Elaine S. Dalton:

ტოქსიკური გრანულები კბილის პასტაში

კანადის მთავრობამ, ეს ესაა, გამოაცხადა, რომ გრანულები კბილის პასტაში ტოქსიკური შემადგენლობისაა, წერს The Economist.

toothpaste
აღნიშნული პროდუქციის რამდენიმე დიდმა მწარმოებელმა უკვე ამოიღო წარმოებიდან მიკროგრანულებიანი კბილის პასტა. 2017 წლისთვის მათ Proctor & Gamble, Colgate-Palmolive და Johnson & Johnson-იც მიჰბაძავენ.

პოსტების წერის სიხშირე

ჩემს თავს დავაკვირდი და ბლოგზე ძირითადად მაშინ ვწერ, როცა რაღაცის თქმა მინდა და არ მსურს, ეს რაღაც ადრესატს პირდაპირ ვუთხრა.

კიდევ დავაკვირდი, რომ როცა მილხინს – სტატიის გამოქვეყნებისთვის მოცდენა არ მხიბლავს. როცა ცუდად ვარ, გააჩნია: თუ ფიზიკურად ვარ ავად – არაფრის თავი მაქვს, ხოლმე. როცა სულიერად მიმძიმს – აი, მაშინ მეხსნება საღერღელი.

ახლა გამონაკლისია. არც არავისთვის მაქვს რამე სათქმელი და არც – საღერღელი მაქვს აშლილი – მაგრამ ფიზიკურად ვარ სუსტად.

მოკლედ, Don’t take in mind.

უბრალოდ, მინდა გკითხოთ,

თქვენ როდის გეწერინებათ?