სპორტი · უკეთესი ცხოვრება 100 დღეში · ჯანმრთელობა

როგორ გავაუმჯობესოთ ცხოვრება მომედვნო 100 დღის განმავლობაში: ჯანმრთელობა

ეს პოსტი წარმოადგენს ექსპერიმენტის ნაწილს, რომლის ყველა სტატიის სანახავად, შეგიძლიათ, მიჰყვეთ ბმულს

1. ერთი კილოგრამის დასაკლებად აუცილებელია დაახლოებით 7000 კალორიის დაწვა. თუ კი დღიურად მიღებული კალორიების რაოდენობას 175 კალორიით შეამცირებ, 100 დღეში 2,5 კილოს დაიკლებ.

2. მომდევნო 100 დღის მანძილზე ყოველდღიურად მიირთვი 5 პორცია ბოსტნეული;

3.  მომდევნო 100 დღის მანძილზე ყოველდღიურად მიირთვი 3 პორცია ხილი;

4. აირჩიე ერთი საჭმელი, რომელიც ყოველ ჯერზე შრომას წყალში გიყრის, იქნება ეს “მადას” “შუ”, თუ “გლდანის შაურმა” და დაივიწყე 100 დღით.

artist, drawing, and workout image

5.  მომდევნო 100 დღის მანძილზე გადადი პატარა თეფშიდან კვებაზე, რათა აკონტროლო საკვების რაოდენობა.

6. მომდევნო 100 დღის მანძილზე შეიძინე მხოლოდ 100% – ით ნატურალური  და არა შაქარ და კონსერვანტებ დამატებული წვენები.

7. გაზიანი სასმელის ნაცვლად დალიე წყალი.

8. შეადგინე 10 ჯანსაღი, ადვილად მომზადებადი შეჭამანდის სია – საუზმისათვის;

9. შეადგინე 20 ჯანსაღი, ადვილად მოსამზადებელი კერძის ჩამონათვალი – ლანჩისა და სადილისათვის.

10. ჩამოთვალე 10 ჯანსაღი და ადვილად მოსამზადებელი სასუსნავი.

11. გამოიყენე ეს სიები, რათა დაგეგმო მთელი კვირის კვების რაციონი და ასე გააგრძელე მომდევნო 14 კვირის განმავლობაში.

12. მომდევნო 100 დღის მანძილზე აწარმოე კვების ჩანაწერები. დაგეხმარება იმის განსაზღვრაში, თუ სად ირღვევა დაგეგმილი მენიუ და რა გმატებს ექსტრა კალორიებს.

pink, illustration, and funny image

13. მომდევნო 100 დღის მანძილზე, ივარჯიშე, დღეში სულ მცირე 20 წუთის განმავლობაში.

14. გამოიყენე ნაბიჯების მთვლელი და გადადგი დღეში 10 000 ნაბიჯი. ითვლება ნებისმიერი ნაბიჯი, რომელსაც დღის განმავლობაში გადადგამ.

  • როცა მიხვალ მანქანამდე;
  • როცა სამუშაო ადგილიდან საჭირო ოთახისკენ გადაინაცვლებ;
  • როცა თანამშრომელთან სასაუბროდ გახვალ და ა.შ.

15. შეადგინე წონის ჩარტი და დაკიდე სააბაზანოში. ყოველ კვირა, მომდევნო 14 კვირის მანძილზე აწარმოე ჩანაწერები:

  • შენი წონა;
  • წელის გარშემოწერილობა;
  • ცხიმის რაოდენობა სხეულში (კალკულატორი);

16. დააყენე მაღვიძარა, რომელიც საართში ერთხელ გაწკაპუნდება და შეგახსნებს დღის განმავლობაში წყლის რეგულარულად მიღებას. გააგრძელე მომდევნო 100 დღის მანძილზე.

17. მომდევნო 100 დღის მანძილზე ყოველდღიურ რიტუალად აქციე მედიტაცია, სუნთქვა და ვიზუალიზაცია, რათა დაამღვიდო ამღვრეული გონება.

ეს პოსტი წარმოადგენს ექსპერიმენტის ნაწილს, რომლის ყველა სტატიის სანახავად, შეგიძლიათ, მიჰყვეთ ბმულს

Advertisements

დააკომენტარე:

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / შეცვლა )

Connecting to %s