“კაცებიც ზრუნავენ?!”

გუშინ ინტერნეტში ერთი კანონზომიერება მომხვდა თვალში.  ცოლ-ქმარს (რა თქმა უნდა, იმათ გარდა, ვისაც საერთო ფეისბუქი აქვთ, მათ შორის, შვილებთანაც კი… ასე მაგალითად: – “თაკო ნიკა ოთიკო” – სადაც ოთიკო შვილის სახელია ნიკა კი ქმრის – ნუ ეს რომ კიდევ სხვა ფენომენია – ცალკე პოსტის თემაა და ბევრჯერ დაწერილა კიდეც…), მათ შორის, საკმაოდ ცნობილ და წარმატებულ წყვილებსაც პროფილსა თუ ალბომებში სხვადასხვანაირი შინაარსის ფოტოები უდევთ.

კერძოდ, მანდილოსნებს, ძირითადად, ქორწილის, ქმართან ჩახუტებული ან ბავშვთან, მთელ ოჯახთან ერთად გადაღებული სურათები აქვთ ატვირთული.

woman, women, baby, family

კაცებს კი – მხოლოდ საკუთარი – სხვადასხვანაირ პოზაში და ფორმაში…  ძალიან იშვიათად, შვილის ფოტოც შეგხვდებათ, მაგრამ არა ცოლის.. გეგონება, ცოლი მათ ცხოვრებაში არც არსებობს.

ხოდა მაინტერესებს, კაცების მსგავსი დაკომპლექსებული (ორი აზრი არ არის – კომპლექსია) ქცევა ქვეცნობიერში რას მოიცავს?..

პირველი, რაც თავში მომდის, ისაა, რომ ამას სხვა ქალებისათვის თვალის ასახვევად აკეთებენ – რომ ისევ “ხელმისაწვდომი არიან ბაზარზე”.

მეორე – ალბათ, იმიჯს იქმნიან, რომ თვითონ “მტაცებლები” და ოჯახის მარჩენლები არიან და აი, რამდენნაირი აქტივობით არიან დატვირთული, რამდენ შეხვედრას ესწრებიან, რამდენი გადაღება აქვთ, რამდენი მივლინება უცხოეთში და როგორი საინტერესოა მათი ცხორება…  (და მაინც…)..

ცოლი კი ვის დაჰკარგვია?! მისი სურათის დადება ხომ ტეხავს?! იმის გამოვლენა, რომ ცოლი უყვართ, ეს ხომ დიდი სისუსტეა?! ჩმორიკები ხომ არ არიან?! ცოლის სადღეგრძელოს ვინც სვამს, იმათაც კი დასცინიან…

http://weheartit.com/entry/266380700

მაშინ, როცა კაცის და ხშირად ქალის აზრითად, ქალს სხვა არაფერი დარჩენია, გარდა იმისა, რომ სახლში იჯდეს და შვილთან იპოზიოროს და შინ დაბრუნებულ და “საშინლად დაღლილ” ქმარს ცხელ-ცხელი ვახშამი დაახვედროს და მერე ისევ საოჯახო საქმეებს შეუდგეს, იმიტომ, რომ ცოლი სულაც არ არის დაღლილი და არ სჭირდება დასვენება, სახლის საქმეებია მისი დასვენება, ბარიც, კაფეც, მეგობრებიც, ზღვაც, ბაკურიანიც, საირმეც, იტალიაც და ფეხის მასაჟიც.

მერე რა, რომ ცოლიც ახლახანს დაბრუნდა სამსახურიდან, კაცი უფრო დაღლილია და სად შეუძლია ამდენი (ნუ ეს სხვა თემაა, მაგრამ მაინც…).

მოკლედ, საზოგადოების მოლოდინიც ასეთია – ქალისთვის ოჯახია მთავარი, კაცისთვის – საკუთარი ეგო, რაც მოიცავს ყველაფერს – ოჯახის გარდა. ნუ, ოჯახსაც, იმ ასპექტში – რომ აი, ის მამა-მარჩენალია და რომ არ იყოს, რა ეშველებოდა სამშობლოს – ამასაც ისევ ეგოსთან მივყავართ. ჩაკეტილი წრეა.

"I believe that art is a powerful political tool to contribute to a better world, a world where equality between women and men can be possible."

აი, ამის ფონზე – აუცილებელია მეტი მსგავსი კამპანიის არსებობა: “კაცებიც ზრუნავენ…“. საჭიროა კაცებს ისე “ვურეცხოთ ტვინი,” როგორც საუკუნეების მანძილზე ჩვენ, ქალებს გვირეცხავდნენ ტვინს, თორემ არაფერი გამოვა!

იმიტომ რომ არ არსებობს ქალის საქმე და კაცის საქმე! საოჯახო საქმეები მარტო ქალის საქმე არ არის. უნდა ხდებოდეს შრომის განაწილება – ურთიერთპატივისცემა. ბიჭმა ცოცხი რომ დაიკავოს, დედამისს გული კი არ უნდა გაუსკდეს, ქალაჩუნა მეზრდებაო… ჭურჭელი რომ დარეცხოს და სარეცხი გაფინოს, არამკითხე მეზობლებმა და ნათესავებმა კი არ უნდა აქილიკონ და გაჭორონ, უნდა შეაქონ!

წავიდა ეს ვაჟი უცხოეთში, ვერ გაჰყვა დედიკო – იქ სიბინძურეში უნდა იცხოვროს? ერთჯერადი ჭურჭელი იხმაროს და ჩაქაქულმა იაროს?

ხოდა, სანამ ჩვენი – ქალების ცნობიერებაში არ შევცვლით, იმას, რომ ორივე სქესის შვილს ყველაფერი ერთნაირად უნდა ვასწავლოთ და საოჯახო საქმის კეთება კაცისთვის “გრეხი” არ არის… იქამდე არაფერი გვეშველება.

2 thoughts on ““კაცებიც ზრუნავენ?!”

დააკომენტარე:

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out /  შეცვლა )

Google photo

You are commenting using your Google account. Log Out /  შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out /  შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out /  შეცვლა )

Connecting to %s

This site uses Akismet to reduce spam. Learn how your comment data is processed.