ახლადგამომცხვარი დედის ჩანაწერები (Vol. 4)

ეს აღშფოთებული პოსტი იმ პრობლემებს ეხება, რასაც უახლოეს წარსულში გადავაწყდი, როგორც ორსული  და როგორც დედა.

უპრიველეს ყოვლისა, ესაა

გზებისა და ტროტუარების მდგომარეობა საქართველოში

ნუცუბიძის ქუჩა ორსულისთვის, სრული კოშმარი იყო. თავდაპირველად, საშიშია, რომ ნაყოფი არ მოსწყდეს ადამიანს, შემდგომ თვეებში – კი საშინელი დისკომფორტია. მანქანასთან ერთად ბავშვიც დახტოდა შიგ. როცა ჩემები ისხდნენ საჭესთან, კიდევ ჰო, მაგრამ აი საზოგადოებრივი ტრანსპორტი სრული კოშმარი იყო. მძღოლები არც ავტომობილებს ინდობდნენ, ადამიანებზე ხომ საერთოდ ფიქრიც ზედმეტია.

broken_sidewalkმოახლოვდა არჩევნები და ნუცუბიძის ქუჩას კი აკეთებენ, მაგრამ აი, მეორე პლატოს ჯერ არაფერი ეშველა და მგონი, არც არაფერი ეღირსება კარგა ხანს.

გზებს, ასე თუ ისე, იდეის დონეზე მაინც მოევლება რამე – ტროტუარებზე საერთოდ არავინ ფიქრობს. ეს პრობლემა მაშინ აღმოვაჩინე, როდესაც საბავშვო ეტლით ბავშვი პირველად გავიყვანე სასიეირნოდ.

კარგი, ანა მალე გაიზრდება და ფეხით იბაჯბაჯებს, მაგრამ იმ ადამიანებმა რა ქჰნან, მთელი ცხოვრება ეტლს რომ არიან მიჯაჭვულები?

იდიოტი მძღოლები

ნუ, ეს პრობლემა, საქართველოში 10 წლის წინაც აქტუალური იყო და კიდევ კარგა ხანს იქნება, სანამ წვრილმან დარღვევაზე სერიოზული ჯარიმა არ იქნება დაწესებული და ამას ვიღაც ყურადღებას არ მიაქცევს.

როცა ტროტუარის მდგომარეობა ახლადამოფრქვეული ვულკანისას ჰგავს, სადაც მოგვიანებით მიწისძვრა მოხდა, იძულებული ხარ, ტრასაზე ოდნავ გადმოხვიდე ეტლით, თორემ წინ ვერ წახვალ. ამ დროს მოდის მანქანა. ავტომობილის მძღოლი, იმის ნაცვლად, შეანელოს სვლა ან გვერდით ხაზში მაინც გადავიდეს, ისე უმატებს სიჩქარეს, რომ თუ არ გაგიტანა, მისი ჩაქროლვით გამოწვეული ქარი წაგიღებს. გასაგებია, არაა ჩემი გზა. მაგრამ, რომელია? სანამ ხელისუფლებას ჰკიდია და გულხელდაკრეფილი ზის, ცოტა თანაგრძნობა გამოიჩინე, ადამიანები არა ვართ? შვილი არ  გყოლიათ? არა? არც არასდროს აპირებთ ყოლას? თუ გგონიათ, რომ ყველგან თქვენი ჯიპებით ატარებთ?!

საიდან ამდენი ცხოველი?!

პანდუსების არ არსებობა

არაფერს ვამბობ ტრანსპორტის პანდუსებზე, მაშინ, როცა პატარა ავტობუსის კარებში ეტლი არც ეტევა გაშლილ მდგომარეობაში. როცა მარტო მიდიხარ სადმე, თან ეტლს და თან ბავშვს ვერ აიტაცებ ხელში.

ტრანსპორტს რომ თავი გავანებოთ, აგერ, ტაშკენტის ქუჩაზე მდებარე ერთ-ერთ ძვირადღირებულ კლინიკასაც კი “გაუჭირდა” პანდუსების დაყენება. ასე, მაგალითად, გარეთა შესასვლელთან აქვს, მთავარ შესასვლელთან კი – არა. ეტყობა, მესაკუთრეს ფული დაენანა. ან უკეთეს შემთხვევაში, შტერი დამპროექტებელი ჰყავდა და არავინ, ვინც ამ შეცდომას დაინახავდა და ხმის ამოღებას მოტვინავდა.

რა უნდა ქნას ადამიანმა თუ ფრენა არ იცის?

ana

მთაწმინდის პარკი მაინც ხომ ბავშვებისთვის არის შექმნილი?! რატომ არავის მოაფიქრდა, რომ შეიძლება ჩვილიც გაიყვანო სასეირნოდ, ოღონდ ეტლით? წინა კვირას ერთი ახალგაზრდა ყმაწვილი დაეხმარა ქალს ეტლის ჩაყვანაში და სანამ ამ კეთილ საქმეს აკეთებდა, ვიღაცამ საფულე ამოაცალა. ალბათ, სიტუაციით ხეირობს და ბიზნესი აქვს ასეთი იმ ჯიბგირს.

ზოგან პანდუსს შეხვდები, მაგრამ მხოლოდ სპონსორების დასანახად გაკეთებულს: ან ბორბლები არ ეტევა, ან ხაზებს შორის იმხელა დაშორებაა, რომ მხოლოდ ცალი მხარე ჯდება რელსებში, ანაც – ისეთი დაქანებაა, რომ მტრისას…

მე მეუღლე მყავს. ძირითადად, მანქანით დავდვართ. მაგრამ იმ მარტოხელა დედებმა რა ჰქნან, ვისაც არც მანქანა და არც საწვავის ფული აბადია?

სირცხვილია, ასეთ ელემენტარულზე რომ გიწევს წერა! მაგრამ იქნებ, ჩემი ხმა – “ზღვაში წვეთი” არ დარჩეს “ხმად მღაღადებლისა უდაბნოსა შინა!”

 

One thought on “ახლადგამომცხვარი დედის ჩანაწერები (Vol. 4)

  1. შენ უნდა ნახო, ველოსიპედით მოძღაობა რა ჯოჯოხეთია ამ ქალაქში. ტროტუარზე ხომ შანსი არ გაქვს და გვერდულზე, მანქანები დგანან, მანქანებს იქით თუ გაიარე, ჯიბრზე ისეთ რამეს გაგიჩალიჩებენ, კისერს მოგატეხინებენ… ტურისტების ხათრით თუ მოაწესრიგებენ ამ გზებთ, თორემ ისე შანსი არ გვაქვს :/

დააკომენტარე:

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out /  შეცვლა )

Google photo

You are commenting using your Google account. Log Out /  შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out /  შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out /  შეცვლა )

Connecting to %s

This site uses Akismet to reduce spam. Learn how your comment data is processed.