წინა ცხოვრებაში, ალბათ, რომაელი ვიყავი…

სხვანაირად შეუძლებელია იმის ახსნა, თუ რატომ მიყვარს ეს ქალაქი ასე ძლიერ…

10 მარტს 1 წელი იქნება, ჩემი “რომაული არდადეგებიდან.” მთელი 8 დღე დავყავით მე და გიორგიმ ჩემი ოცნების ქალაქში.

ყველაზე ნახვადი ტურისტული ადგილების გარდა, ისეთი ადგილები მოვინახულეთ – hidden gems – რომ უწოდებენ. ყველაფერი წინასწარ დავგეგმე და პივრლი 4 დღე სწორად ამ გეგმის მიხედვით ვმოქმედებდით და ვმოძრაობდით. პირველ დღეს 10 კმ ვიარეთ – ყოველ დღეს ვაუმჯობესებდით რეკორდს (ხუთშაბათს 16 კმ-ზე ავედით) პარასკევამდე.  პარასკევს კი გიორგის ჭანჭიკები მოეშალა და ცოტა ტემპი დავაგდეთ.

ხედი კოლიზეუმიდან

ამ ქალაქში მოხვედრაზე ბავშვობიდან ვოცნებობდი. ბიძაჩემს გზამკვლევი ჰქონდა ჩამოტანილი იტალიის ოთხ დიდ ქალაქზე – რომი, ფლორენცია, ვენეცია და მილანი და ინგლისურიც ამ წიგნთან ერთად ვისწავლე. მაშინ ინტერნეტიც კი არ მქონდა – თუმცა ამ ულამაზესი გზამკვლევის წყალობით დავსეირნობდი რომის ქუჩებში და იქაური ცხოვრებით ვცხოვრობდი ჩემს წარმოსახვაში.

გუშინ, ავტობუსში ვიჯექი და ოცნებებით ისევ რომში ვიყავი. ამჯერად იქაურ მეტროში ვიჯექი და ერთი ბოლოდან მეორე ბოლოში მივდიოდი, რომ ჭეშმარიტი რომი მენახა კვლავ – ტურისტებისაგან თავისუფალი. საღამოს ტრასტევერეს უნდა ვწვეოდი – მეგობრის დაბადებისდღის აღსანიშნ წვეულებაზე. მომენტალურად მზემ მომანათა და არ ვიცი, მზის, არ ვიცი ოცნების დამსახურებით, გულში სითბო ჩამეღვარა.

მე აუცილებლად დავბრუნდები იქ – და არაერთხელ. იქნებ, ოდესმე იქ ცხოვრების პატივიც მერგოს. რომი ჩემი ქალაქია. კი, დანამდვილებით ვიცი, წინა ცხოვრებაში იტალიელი თუ არა – რომის მაცხოვრებელი მაინც ვიყავი…

როცა შვებულებისთვის ემზადები…

აი, დადგა სანატრელი დრო – სულ რამდენიმე დღეში ჩემი შვებულებაც დაიწყება. შარშანდელი გამოცდილებიდან გამომდინარე, რამდენიმე რამ დაემატა ჩემ სიას, რაც უნდა წაიღო ქალაქ-გარეთ, გამომდინარე იქედან, რომ ქვეყანაში ინტერნეტი არც ისე საიმედოდ (ზოგან კი საერთოდ) არ მუშაობს… ინტერნეტს ვინ ჩივის, ხშირად, რადიოსაც კი ვერ დაიჭერს კაცი გზაში…

ასე რომ, გარდა იმ ნივთებისა, რაც ჩვეულებრივ მიგაქვთ, მათ შორის, როცა ბავშვთან ერთად მიდიხართ ქალაქ-გარეთ, აუცილებლად გაითვალისწინეთ და მოიმარაგეთ:

  • უპირველეს ყოვლისა, ბავშვის საყვარელი ვიდეოები, მულტფილმები და გასართობები;

შემდგომ, უკვე საკუთარ თავზეც შეიძლება ზრუნვა:

  • გადმოწერეთ ფილმები;
  • წიგნები ქინდლში;
  • წიგნები საოჯახო ბიბლიოთეკიდან;
  • სიმღერები დისკზე/მახსოვრობის ბარათზე – გზისთვის;
  • სიმღერები iPod-ზე/ტელეფონში;
  • რუკები მობილურზე – ოფლაინ რეჟიმზე;

პ.ს. წინგების არჩევა საოჯახო ბიბლიოთეკიდან ძალიან სასიამოვნო საქმიანობაა, მით უმეტეს, რომ მე და ჩემი მეუღლე ერთობლივად ვარჩევთ ისეთ წიგნებს, რომელიც მეტ-ნაკლებად ორივეს გვაინტერესებს. ეს ჩვენი შარშანდელი არჩევანია:

READING

თუ რამეს დაამატებთ კომენტარებში, ძლიერ გამიხარდება! ❤

ნივთების სია, როცა ბავშვთან ერთად მიდიხარ დასასვენებლად

წასაღები ნივთების სიას ყოველთვის ვაკეთებდი. ასე უფრო მარტივია. ყოველ წელს ვარედაქტირებდი, მაგრამ ძირითადი მაინც იგივე რჩება.

მაისში ანა ბაკურიანში მყავდა და გთავაზობთ ჩამონათვალს, რომლის მიხედვითაც ბარგი ჩავალაგე და რომელიც აგვისტოშიც გამომადგება, რა თქმა უნდა, მცირედი ცვლილებებით – სეზონისა და ბავშვის ასაკის გათვალისწინებით.

lo

პ.ს. მაპატიეთ ზოგიერთი ბარბარიზმისათვის 😉

ანასთვის

მძიმე არტილერია

  • მანეჟი;
  • კალასკა;
  • ტაშტი;
  • სათლი;
  • კოვშიკი;

ჯანმრთელობა

  • ინჰალატორი;
  • დექსამეტაზონი (ყველაზე უებარი საშუალება);
  • მელაფიბრე – კუჭის მოქმედებისათვის;
  • დე ვიტამინი;
  • სპირტი;
  • ერიუსი – ალერგიისათვის;
  • ბამბა;
  • სანტავიკი;
  • თერმომეტრი;
  • ფიზიოლოგიური ხსნარი;
  • შპრიცი;
  • ტობრექსი – ბლეფარიტისათვის (ქუთუთოს ანთება);

ჰიგიენა

  • ფრჩხილების მაკრატელი;
  • მზისგან დამცავი ლოსიონი  50 SPF;
  • პამპერსები;
  • შამპუნი;
  • სახის კრემი;
  • სველი სალფეტკები;

კვება

  • შვრიის ფაფა;
  • წიწიბურის ფაფა;
  • ბოთლი;
  • ჯამები;
  • კოვზები;
  • რძე – ჰიპოალერგიული;
  • ჰიპის ხილფაფები;
  • წინსაფარი;
  • ბლენდერი/ჩოფერი;

ტანსაცმელი

  • ქურთუკები;
  • ჩექმა;
  • ჟილეტი;
  • წინდები;
  • კალგოჰოტები;
  • მაისურები;
  • ჯემპრები;
  • ჟაკეტები;
  • ბოდეები;
  • შარვლები;
  • ქუდები;

სხვადასხვა

  • გადასაფარებელი;
  • თეთრეული;
  • სათამაშოები;
  • პირსახოცები;
  • ბავშვის ჭურჭლის სარეცხი ჟელე;

P.S. თუ რამე დაგრჩათ შინ, არ ინენრვიულოთ, დღეს ყველგან ყველაფერია, მთავარია, ფული გქონდეს 😀

თქვენ რა მიგაქვთ, ისეთი, რაც ამ სიაში არ არის და აუცილებლად გამომადგება?

 

საირმე გაზაფხულზე

გაზაფხულზე საირმეში რა? სად? როდის? ჩემპიონატი გაიმართა და რა თქმა უნდა, ჩვენც გავემგზავრეთ.

დილა უთენია შევხვდით ვანოსა და ნათიას და მათს მეგობრებს და ერთად გავემართეთ კურორტისაკენ.

Me

დაახლოებით პირველი-ორი საათისაკენ დანიშნულების ადგილამდე ჩავაღწიეთ და კარგად მოშიებულები კაფეტერიას შევესიეთ.

სხვათაშორის, საკმაოდ კარგი საკვები ჰქონდათ და კარგად დავნაყრდით.

კვების შემდგომ ჩემპიონატი დაიწყო. თავიდან მეც ვუსმენდი კითხვებს. მერე შემცივდა და ნომერში ავედი, რომელიც ყველა კომფორტით აღჭურვილი გამოდგა.

View

ხედიც შესანიშნავი იშლებოდა.

მერე ქვემოთ ჩავედი და ფოტოების გადაღებას შევუდექი. რამდენიმეს მართლა არაუშავს.

შესვენებაზე სხვებიც გათავისუფლდნენ და შემოუერთდნენ ფოტოსესიას.

Girls

მცირეოდენი ბუზღუნის შემდეგ – ბიჭებმაც იკადრეს კადრში გამოჩენა!

Couples

იქვე რამდენიმე მეგობარიც აღმოვაჩინე, რომლებიც ასევე სათამაშოდ და გასართობად იყვნენ ჩამოსულები.

მე და გიორგის ისე მოგვეწონა იქაურობა, გადავწყვიტეთ, თაფლობის თვე სწორედ იქ გაგვეტარებინა.

ილიას ტბა

ერთი ფრიად სამწუხარო ამბის გამო წლევანდელ ზაფხულს მოგვიწია კახეთის მონახულება. მარიკოსთან ეზოში ვისხედით და სხვადასხვა საკითხებზე ვბჭობდით.
Girls
იქვე ნატალია-ტატალია რწყილიან ქეციან ლეკვს ეთამაშებოდა, მიუხედავად იმისა, რომ დედამ დაუშალა.
Children
ყველას ძლიერ გვშიოდა და ამიტომ, გადავწყვიტეთ წავსულიყავით ილიას ტბაზე და იქვე კარგად დავნაყრებულიყავით ლამაზი ბუნების ფონზე.

გზად უამრავი სურათიც გადავიღეთ. აი, რამდენიმე მათგანი.

ცუდი ის იყო, რომ ქარი ჰქროდა და წყალში შესასვლელად გრილოდა. მაგრამ იქედან ისე როგორ წამოვიდოდით, ფეხებით მაინც რომ არ შეგვეტოპა.
Fexebi
ხოდა, უცებ, ზაფხული, მზე და ზღვა მომინდა. ეჰ, ოცნებას კაცი არ მოუკლავს.