წინა ცხოვრებაში, ალბათ, რომაელი ვიყავი…

სხვანაირად შეუძლებელია იმის ახსნა, თუ რატომ მიყვარს ეს ქალაქი ასე ძლიერ…

10 მარტს 1 წელი იქნება, ჩემი “რომაული არდადეგებიდან.” მთელი 8 დღე დავყავით მე და გიორგიმ ჩემი ოცნების ქალაქში.

ყველაზე ნახვადი ტურისტული ადგილების გარდა, ისეთი ადგილები მოვინახულეთ – hidden gems – რომ უწოდებენ. ყველაფერი წინასწარ დავგეგმე და პივრლი 4 დღე სწორად ამ გეგმის მიხედვით ვმოქმედებდით და ვმოძრაობდით. პირველ დღეს 10 კმ ვიარეთ – ყოველ დღეს ვაუმჯობესებდით რეკორდს (ხუთშაბათს 16 კმ-ზე ავედით) პარასკევამდე.  პარასკევს კი გიორგის ჭანჭიკები მოეშალა და ცოტა ტემპი დავაგდეთ.

ხედი კოლიზეუმიდან

ამ ქალაქში მოხვედრაზე ბავშვობიდან ვოცნებობდი. ბიძაჩემს გზამკვლევი ჰქონდა ჩამოტანილი იტალიის ოთხ დიდ ქალაქზე – რომი, ფლორენცია, ვენეცია და მილანი და ინგლისურიც ამ წიგნთან ერთად ვისწავლე. მაშინ ინტერნეტიც კი არ მქონდა – თუმცა ამ ულამაზესი გზამკვლევის წყალობით დავსეირნობდი რომის ქუჩებში და იქაური ცხოვრებით ვცხოვრობდი ჩემს წარმოსახვაში.

გუშინ, ავტობუსში ვიჯექი და ოცნებებით ისევ რომში ვიყავი. ამჯერად იქაურ მეტროში ვიჯექი და ერთი ბოლოდან მეორე ბოლოში მივდიოდი, რომ ჭეშმარიტი რომი მენახა კვლავ – ტურისტებისაგან თავისუფალი. საღამოს ტრასტევერეს უნდა ვწვეოდი – მეგობრის დაბადებისდღის აღსანიშნ წვეულებაზე. მომენტალურად მზემ მომანათა და არ ვიცი, მზის, არ ვიცი ოცნების დამსახურებით, გულში სითბო ჩამეღვარა.

მე აუცილებლად დავბრუნდები იქ – და არაერთხელ. იქნებ, ოდესმე იქ ცხოვრების პატივიც მერგოს. რომი ჩემი ქალაქია. კი, დანამდვილებით ვიცი, წინა ცხოვრებაში იტალიელი თუ არა – რომის მაცხოვრებელი მაინც ვიყავი…

დააკომენტარე:

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out /  შეცვლა )

Google photo

You are commenting using your Google account. Log Out /  შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out /  შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out /  შეცვლა )

Connecting to %s

This site uses Akismet to reduce spam. Learn how your comment data is processed.