მიყვარხარ!

დრაფტებში ჩემი ძველი ნაჯღაბნი ვიპოვე, ძალიან რომანტიყვად მეჩვენა, მარა, ესკიზების მტვერისთვის მაინც მენანება და მგონი, არც ისეთი პათეტიკურია, დღის შუქს რომ არ იმსახურებდეს.

რა არის სიყვარული?

ალბათ, სიმშვიდის უსასრულო შეგრძნებაა, რომელიც იმით არის გაპირობებული, რომ ზურგი გაქვს. გეიმედება. იცი, რომ რაც უნდა მოხდეს, ყველაფერს გაუძლებთ ერთად.

კიდევ, ალბათ მონატრების შეგრძნებაა, ესეც უსასრულო. გვერდით გყავს და მაინც გენატრება. შორს რომ არის, კიდევ, უფრო ათმაგად მძაფრად აღიქვამ ყველაფერს. ეს სიმძაფრე მერე სხვადასხვამხრივ ვლინდება, რამდენადაც, სიმშვიდის შეგრძნება სადღაც იკარგება და იწყება ფორიაქი.

ერთგვარი წრის კვადრატურაა.

ამიტომაცაა, რომ სიყვარულს სულ “მორწვა” სჭირდება.

reminds me of Calcifer, from howl's moving castle

როცა გიყვარს და ურთიერთობას “მორწყვა” აკლია, გაცილებით მარტივად მსხვრევადი ხარ, ამიტომაც, ერთხელ მწარედ იმედგაცრუებული, შემდგომ დიდი ხნით რაზავ გულის კარებს, სანამ არ გამოჩნდება ადამიანი, რომელიც “შენია”.

მაგრამ ხშირად ისეც ხდება, რომ როცა იპოვნი “შენს” ადამიანს, უკვე იმდენად გამომშრალი და დამსხვრეული ხარ, ნიაგარაც არ შველის საკითხს და ჭირს შეკოწიწება.

ალბათ, ისევ სასწაულის იმედი თუ გექნება ასეთ დროს. სასწაულის, რომელსაც მოთმინებით უნდა ელოდო.

ეს მოთმინება კიდევ ცალკე საკითხია. ზოგი ამ უნარით უხვად არის დაჯილდოვებული, ზოგიც – ნაკლებად და ვაი, მათ ტყავს…

ხანდახან მგონია, რომ ეს ყველაფერი ძალიან რთულია.

ხანდახან – რომ მე ვართულებ.

არა, მარტივი ადამიანი რომ არ ვარ, კი ვიცი. მაგრამ, სამყაროც ისეა მოწყობილი, რომ 2X2 მხოლოდ მათემატიკის გაკვეთილზე თუა 4 და ისიც, სულ უფრო და უფრო იშვიათად.

მეც ყველაფრის ახსნას ვცდილობ ჩემი ტექნიკური ტვინის გამოისობით და ის მავიწყდება, რომ ყველაფერს არ აქვს ლოგიკური განმარტება, ამიტომ, უნდა ვისწავლო სიყვარულით ტკბობა და მოვრჩე ჩემი ფილოსოფიური აზრების ფრქვევას.

ლორენ ოლივერის – “პანდემონიუმი”

ვისაც ლორენ ოლივერის – “დელირიუმი” წაკითხული აქვს და მისი მეორე ნაწილის თარგმნას ელოდებოდა, შეგიძლიათ, იხაროთ – “პანდემონიუმი” უკვე ქართულ ენაზეც შეგიძლიათ იხილოთ წიგნის მაღაზიის “ბესტსელერების” თაროზე.

პირველი წიგნი რომ წავიკითხე, დასასრულს ისეთი გრძნობა მქონდა, თითქოს, მთავარ მოქმედ გმირთან ერთად, სამყარო თავზე ჩამომექცა. “პანდემონიუმი” კი ცხოვრების წიგნის ახალი თავივით არის – იმედის მომცემი და იმის მანიშნებელი, რომ რაც უნდა მოხდეს, ცხოვრება გრძელდება და არ უნდა დავნებდეთ! არ უნდა დავიჩოქოთ, თორემ შემდგომ ძნელია წამოდგომა.

“დელირიუმისაგან” განსხვავებით წიგნის ეს ნაწილი თხრობის სტილით გამოირჩევა. თავები ერთმანეთს ენაცვლება – “ახალა” და “მაშინ” სათაურებით. სიმართლე რომ ითქვას, არ მიყვარს თხრობის მსგავსი სტილი (ჯორჯ მარტინმა დამტანჯა), რამდენადაც აზრი მიწყდება ხოლმე. წიგნს ისე ვკითხულობ, როგორც მინდა ხოლმე; ასე, მაგალითად:  ჯერ ერთი პერსონაჟის ისტორიას წავიკითხავდი, ბოლომდე და შემდგომ, მეორის.  მაგრამ ამ ნაწარმოებში ყველაფერი ისე სინქრონულად ებმის ერთმანეთს, რომ მსგავსი სურვილი არ გიჩნდება – მთავარია, რაც შეიძლება სწრაფად წაიკითხო და გახვიდე ფონს – შეიტყო, რა იქნება მომავალში.

ფინალი, ისევე, როგორც პირველ ტომში, აქაც სულის შემძვრელი იყო. თუმცა, თუ კი “დელირიუმის” დასრულების შემდგომ “სიცოცხლე არ მინდოდა” – რაღა უნდა მოხდეს, რომ ისევ დაგიბრუნდეს მისი სურვილი თქო, “პანდემონიუმის” წაკითხვის შემდგომ – მომინდა რაც შეიძლება სწრაფად წამეკითხა შემდეგი ნაწილი.

იმედია, გამომცემლობა “პალიტრა L” – მესამე წიგნსაც მალევე გვითარგმნის და მოგვცემს ლორენ ოლივერის ფანტაზიით ტკბობის საშუალებას.

ავტორი – ლორენ ოლივერი

 

✓ 05.09.2015 ყველაზე მნიშვნელოვანი დღე ჩემს ცხოვრებაში, YET (Vol. 1)

ყოველი დღე ღვთის საჩუქარია, თუმცა დღევანდელი დღე იმით არის აღსანიშნავი და გამორჩეული, რომ ჩვენია!

we

ამ თარიღამდე გრძელი გზა გამოვიარეთ თითოეულმა ცალ-ცალკე და შემდეგ, მცირე მონაკვეთი – ერთად და ამ მოგზაურობისას აღმოვაჩინეთ, რომ მე “მე” ვარ და ის “ის” არის და რომ ცხოვრების ბილიკზე ამიერიდან ბოლომდე ერთად გვსურდა გვევლო.

c

ცხოვრების ეს ეტაპი ალბათ, ყველა ადამიანისთვის ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესია, ამიტომ, გადავწყვიტე, ჩანაწერები გავაკეთო, რომლებიც სახსოვრადაც დამრჩება მეც და ჩემს მკითხველსაც დაეხმარება რჩევების სახით, რადგანაც:

Verba volant scripta manent…

დღეიდან, ყოველ დღე ჩვენი საქორწინო სამზადისის თითო-თითო პოსტი ავტომატურ რეჟიმში გამოქვეყნდება. იმედია, ჩემი რჩევები თქვენც წაგადგებათ და  თქვენც გამიზიარებთ გამოცდილებას, რათა ერთად კიდევ ბევრ ადამიანს დავეხმაროთ ორიენტირებაში.

a

ელოდეთ გაგრძელებას სერიით: “ჩემი ქორწილი” ❤

Valentines Day Gifts

For Him

Continue reading “Valentines Day Gifts”