✓ თაფლობის თვე საირმეში (Vol. 26)

ქორწილის მეორე დღეს, 6 სექტემბერს, საირმეში გავემგზავრეთ. ბუნება საოცარი იყო. კვებასაც არაფერი დაეწუნებოდა. სასტუმროს ინფრასტრუქტურა მაინც და მაინც ვერ იყო ფასის შესაბამისი. ორ კაციანი ნომერი იმდენად ვიწრო იყო, რომ სული შეგეხუთებოდა. უნდა აღინიშნოს, რომ უფასოდ გადაგვიცვალეს 3 კაციან ნომერში, რადგანაც ნათქვამი გვქონდა რომ ახალდაქორწინებულები ვიყავით და ნომერში ერთ კაციანი ორი ლოგინი ისე ედგათ, ვერაფრით შეატყუპებდი….

✓ რესტორანი / ბანკეტი (Vol. 25)

რესტორანში რომ მივედით, სტუმრები უკვე მაგიდებზე განაწილებულიყვნენ მოსაწვევების მიხედვით. ზღურბლზე თეფში დაგვახვედრეს… გიორგი გავაფრთხილე – დაბალქუსლიანი ფეხსაცმლით ვერ გავტეხ და აბა შენ იცი, არ შემარცხვინო მეთქი. ხოდა, არც აცია, არც აცხელა და – ერთი დარტყმით დაამსხვრია. ეს ჩემი ნათქვამი ისე დაუჯდა თავში, მეორე დღეს შინ რომ მივედით – იქაც კი არ მიმაკარა თეფშს, ფეხის გამოყოფაც…

✓ ფოტოსესია ლისის ტბაზე (Vol. 24)

იუსტიციის სახლში ხელის მოწერის შემდგომ გეგმისამებრ, ლისის ტბაზე ავედით. აქ უკვე დავრწმუნდი, რომ ჩემი დაქალები ადგილზე იყვნენ. და მათთან ერთად ჩემი ცხოვრები ერთ-ერთი საუკეთესო დღის უფრო გალამაზებას შევუდექი. ჩვენი მისია ფოტოების გადაღება იყო და ვგონებ, წარმატებითაც შევასრულეთ. ამინდში გაგვიმართლა. მართალია, კაბაში მცხელოდა, თუმცა ზაფხულის მწველი მზეც გადასულიყო და არც წვიმას შევუწუხებივართ. მოგვიანებით, სტუმრებს ვურჩიეთ რესტორანში…

✓ ხელის მოწერის ცერემონია (Vol. 23)

იუსტიციის სახლთან მისულებს ჩემი დაქალები ადგილზე დაგვხვდნენ და დაიწყო მათთან ერთად პოზირებაც. შემდგომ ქორწინების სახლიში გვიხმეს. სანამ სტუმრები დალაგდებოდნენ – ჯერ ისინი შეიყვანეს დარბაზში – ჩვენ ცოტა ხნით ჩამოვსხედით… მერე ჩვენი ჯერიც დადგა. არავის გავუფრთხილებივართ, რომ ერთმანეთისთვის რამე უნდა გვეთქვა. მაღალფარდოვანი სიტყვების არც თავი მქონია და არც სურვილი, ვინმეს მოესმინა, ერთის გარდა. ამიტომ, იმ ერთს დავპირდი,…

✓ ფოტოსესია ძველით ახალ თბილისში (Vol. 22)

ჯვრისწერის შემდგომ – ხელის მოწერის ცერემონიამდე დრო საკმარისზე მეტი გვქონდა. ამიტომაც, გადავწყვიტეთ ძველ თბილისში გაგვესეირნა. წინა დღით საქართველო-შოტლანდიის მატჩი გაიმართა, თუ არ ვცდები. ხოდა, ქალაქი სავსე იყო შოტლანდიელებით. განსაკუთრებით, შარდენის მიმდებარე ტერიტორია. როდესაც ანჩისხატიდან სიონამდე მივდიოდით, ქვედა ფოტოებზე გამოსახული რიგები გამოვიარეთ, სადაც უცხოელები ისხდნენ. ჩვენს დანახვაზე ტაში შემოკრეს. ისეთი სასიამოვნო გრძნობა იყო… არადა, მხოლოდ ქართველები…

✓ ჯვრისწერა (Vol. 21)

მე და გიორგიმ ტაძარი დიდი რუდუნებით შევარჩიეთ. გვსურდა, განსაკუთრებული ყოფილიყო. მართლაც, “ანჩისხატი” – უძველესია თბილისში. მამაოც, რომელმაც ჯვარი დაგვწერა, საოცარი იყო. ამ დიდ საიდუმლოზე ბევრს არ ვისაუბრებ. ეს უფრო პირადულია, ვიდრე სხვა ყველა დანარჩენი. ამიტომაც, ჩემს განცდებსა და ფიქრებს ჩემთვის დავიტოვებ. თქვენ კი შეგიძლიათ, სურათები შეათვალიეროთ. რჩევის სახით კი გეტყვით, რომ ტაძარს ჯვრისწერაზე სასურველ თარიღამდე…

✓ ტაძრისაკენ – ტრანსპორტში (Vol. 20)

მანქანაში შამპანური გავხსენით… მე და გიორგიმ მოლოცვები მივიღეთ ყველაზე ახლო ადამიანებისაგან – ჩვენი მეჯვარეებისაგან. სურათების გადაღებისას ჩვენი ტრანსპორტი რამდენჯერმე შეჩერდა. მეთქი, რა ხდება… ჩავთვალე, რომ არაფერი სერიოზული, რაზეც ყურადღების გამახვილება ღირდა. მესამედ რომ შეჩერდა, თურმე, მოტორს ცეცხლი ეკიდა. ვიფიქრე, გადახურდა მეთქი… 😀 ამიტომ, მამაჩემი სანამ არ ჩანდა ჰორიზონტზე, არ ვღელავდი. მამაჩემიც რომ დავინახე მანქანასთან, მაშინ…

✓ მაყრები სახლში (Vol. 19)

სალონიდან წამოსულებმა ჩემს თაიგულზე გავიარეთ. მერე სასწრაფოდ მივედით სახლში. დრო ცოტა გვქონდა. ელვისებურად ჩქარა ჩავიცვი საქორწილო კაბა. მეტყობა კიდეც. გული რომ არ წამსვლოდა, ლავაშს ვეძგერე. სულ დამავიწყდა მაკიაჟი რომ მეკეთა და ტუჩის საცხი. მაგრამ იმდენად მდგრადი იყო, რომ ბევრი არაფერი დაკლებია. ამასობაში ფოტოგრაფიც მოვიდა და მითხრა, რომ მასეთ დროს რაფაელოა ენერგიის მომცემი და ეგ ჭამეო….

✓ ფოტო და ვიდეო გადაღება (Vol. 18)

ფოტო და ვიდეო გადაღება ერთ-ერთ იმ მცირე საკითხთაგანია, რომელზედაც სერიოზულად მტკიოდა თავი. უამრავი გვერდი ვნახე, უამრავი სურათი დავათვალიერე, მხოლოდ მცირე მათგანს შევეხმიანე; ფასდაკლების ვაუჩერები სვუპზეც იდო, თუმცა, დიდად არ მოვხიბლულვარ არცერთით. ბოლოს მომაფიქრდა, ფოტოგრაფიის მოყვარულთა ჯგუფში დამეპოსტა და ჩემი ფოტოგრაფიც იქ ვიპოვნე. ჩემი რჩევა ასეთია: კარგი ფოტოგრაფი სხვაა და ქორწილების კარგი ფოტოგრაფი კიდევ სხვა! აუცილებლად დარწმუნდით,…

✓ ქორწინების სახლი (Vol. 17)

არასდროს მომწონებია ქორწინების სახლები, სადაც ოდესმე ვყოფილვარ. განსაკუთრებით, არ მომწონდა ვორონცოვზე, სანაპიროზე მდებარე დაწესებულება, თუმცა, სხვებს კიდევ სჯობდა. მერე, გამოსავალივით თავს იუსტიციის სახლის ქორწინების დარბაზი დამატყდა. მხოლოდ შესაბამისი ორგანოს ფეისბუქის საიტზე მქონდა სურათები ნანახი. თავადაც ხომ უნდა მენახა? ამიტომ, ქორწილამდე რამდენიმე კვირით ადრე მე და გიორგი ვესტუმრეთ “სოკოებიან” შენობას, “სოკოებიანს” ხალხი ეძახის, თორემ, რეალურად –…

✓ საქორწილო ვარცხნილობა და მაკიაჟი (Vol. 16)

მე და ჩემი მეჯვარე, ნინიამი შევთანხმდით, რომ დილით ერთად ვიმოძრავებდით და ჩავწერეთ ერთსა და იმავე სალონში, ერთსა და იმავე ჯადოსნური ხელების მქონე ადამიანებთან. დილა უთენია მამაჩემმა სალონში მიმიყვანა. გზაში პაპარაცობაც და სარკეში სელფიც მოვასწარი. მანიკური ნინო უკვე იქ იყო და თმა დავარცხნილი ჰქონდა. მანიკურს იკეთებდა. ორივემ ფრენჩი გადავწყვიტეთ. მანიკურს აფხაზეთიდან დევნილი გოგო გვიკეთებდა. მე ოდნავ…

✓ საქორწილო ტორტი (Vol. 15)

საქორწილო ტორტი, რა თქმა უნდა, მადაში შევუკვეთე! მხოლოდ მადაში აკეთებენ ისეთ გემრიელ ტორტებს, რომ თითებს ჩაიკვნეტ! სართული – ორი ნაჭრების რაოდენობა – 70-80 მოტანის სერვისი ღირებულებაში შედიოდა. ორი კვირით ადრე უნდა მოხვიდე შესაკვეთადო და გამაბრუნეს უკან ექვსი კვირით ადრე მისული. 🙂 თითოეული სართული განსხვავებული იყო. ზედა – ატმითა და ვანილით; ქვედა – ჩემი უსაყვარლესი –…

✓ საქორწინო თაიგული (Vol. 14)

ისევე, როგორც ქორწილთან დაკავშირებულ ყველა სხვა საკითხის შესახებ, თაიგულზეც ძალიან ბევრი ვიფიქრე. გადავწყვიტე, რომ თეთრი არ უნდა ყოფილიყო, რადგანაც, კაბაც თეთრი და თაიგულიც – ორივე იკარგებოდა. არადა, მხოლოდ გიფსოფილას – შემთხვევაში, ფერსაც არ დავეძებდი, მაგრამ ყველამ დამიწუნა იდეა… ცოცხს ჰგავსო. ბევრი ფიქრის შემდგომ, ჩამოვყალიბდი, რომ თაიგული იასამნისფერი ვარდებით, ეს ის იყო, რაც მსურდა და ჩემს…

✓ Hen Party / Bridal Shower – ე.წ. “დევიშნიკი” (Vol. 13)

ქორწილამდე ერთი კვირით ადრე, 2015 წლსი 29 აგვისტოს ჩემი დაქალი მირეკავს თხოვნით, ჩემი იურისტი ქალაქ გარეთაა და შენი დახმარება მჭირდებაო. მიუხედავად იმისა, რომ ძალიან მეზარებოდა, მეგობარს განსაცდელში ხომ არ მივატოვებდი?! ეჭვი მაშინაც არ შემპარვია, როცა გამაფრთხილა, იმათი ადვოკატი ცოტა “ფრონცკი – ფრონციაო” და შარდენზე უნდა შევხვდეთო. რას ვიზამდი, წავედი სახლში და გამოვეწყვე, როგორც სტერვა იურისტი. გზად საბუთები…

✓ ნიშნობა – 09.08.2015 (Vol. 12)

2015 წლის 09 აგვისტოს გიორგი და მისი უახლოესი ნათესავები ჩვენსას გვესტუმრნენ. პატარა სუფრა გვქონდა. გაცნობითი ხასიათის. შეხვედრას სტატუსი უნდა ჰქონოდა და მიუხედავად იმისა, რომ ჩვენი მომავალი მეჯვარეები გვერდით არ გვყავდნენ, ბეჭდები გავცვალეთ და სტუმრობას ნიშნობის იარლიყი დავადეთ. როგორც მეგრელებს გვჩვევია, დედაჩემმა დაახვავა მაგიდაზე ბარაქა. მე რაც შემეძლო, ვეხმარებოდი. მაგრამ ლომის წვლილი სწორადაც რომ მას და…

✓ სტუმრების “წიგნი” (Vol. 11)

ყოველთვის მომწონდა “Wedding GuestBook”-ები და საქმე საქმეზე რომ მიდგა, რატომაც არა, მეთქი – გავიფიქრე, მოვიმარჯვე ჩემი იარაღები და შევუდექი მზადებას. იქამდე კი იდეებისათვის Pinterest დავლაშქრე – რამდენადაც, უკვე გამოცდილი მქონდა – ყველაზე ორიგინალური და კრეატიული შემოთავაზებები სწორად აქ იძებნება. ორი ვერსიიდან: – მანქანა (Just Married) და ხე – ეს უკანასკნელი ავარჩიეთ. მთლად ორიგინალს არ გავდა,…

✓ საქორწილო მოსაწვევები (Vol. 10)

ძველად საქართველოში, ქორწილებში, თურმე, სპეციალურად იყო ხოლმე გამოყოფილი პირი, რომელიც სტუმრებს მაგიდების მიხედვით გადაანაწილებდა და დასხამდა. აღნიშნული – რესტორნის მენეჯერისაგან გავიგე. როგორც უკვე გამცნეთ, მკაცრად მქონდა გადაწყვეტილი მაგიდები დაგვენომრა და სტურები შესაბამისსად მოგვეთავსებინა. პირველი რომ მოვაგვარეთ, მეორე დადგა დღის წესრიგში. სიმართლე გითხრათ, გადავქექე მთელი ინტერნეტი – გუგლის საძიებო სისტემიდან დაწყებული – პინტერესტით დამთავრებული. ასე კაბის არჩევის…

✓ საქორწილო თავსაბურავი (Vol. 9)

თავდაპირველად, ვიფიქრე, მაღაზიებს დავივლი, იქნებ, რამე მარტივ თეთრ თავსაბურავს წავაწყდე მეთქი. ერთადერთი, რაც ოდნავ შესაბამისი იყო, პრომოდში – რაღაცნაირად ორიგინალური შარფი. თუმცა, არც კაბის ფერში მიდიოდა და არც – სტილში. თან ზამთრის უფრო იყო და ფასიც – მაღალი ჰქონდა. შეკერვა გადავწყვიტე. დავიარე მაღაზიები. თუმცა, არჩევანი მანამ ვერ გავაკეთე, სანამ საქორწილო კაბის თასმა არ წავიღე თან….

✓ მაგიდის დიზაინი ((ნაწილი 2) (Vol. 8))

სტუმრების მაგიდებისთვის გრძელი თეთრი სანთლები ვიყიდე. სად არ ვეძებე და ბოლოს, გუდვილში მივაკვლიე. სანთლების ყიდვის შემდგომ შანდლების საკითხიც დადგა დღის წესრიგში. თავის მტვრევა და დიდად ატკიება არ დამჭირვებია. იქვე არყის მოგრძო ჭიქები და თეთრი ლენტი ვიყიდე. მცირეოდენი ძალისხმევა და ჩემი “შანდლებიც” მზად იყო. საჭიროზე მეტი შანდალი გამომივიდა. ამიტომ, მცირედით გავერთე და შიგ ხელოვნური ყვავილებიც მოვათავსე,…

✓ მაგიდის დიზაინი ((ნაწილი 1) (Vol. 7))

ჩემი ერთ-ერთი უახლოესი მეგობრის ქორწილში, სტუმრებს არ ჰქონდათ მითითება ინ სად დამჯდარიყო. ამის გამო, ხალხის მასა ერთმანეთში აირია და ჯამში, პირადად მე და ჩემი რამდენიმე დაქალი ჩვენი სამეგობროდან არც ისე შორს, მაგრამ განსხვავებულ მაგიდასთან მოვხვდით. შედეგად, უნდა გამოგიტყდეთ, იმ საღამოს დიდად ვერ ვისიამოვნე და ჩემს თავს შევპირდი, რომ თუ ოდესმე გავთხოვდებოდი და ქორწილი მექნებოდა, აუცილებლად გავანაწილებდი…

✓ სახალისო ფოტოსესია ქორწილისთვის ((ნაწილი 2) (Vol. 6))

თუ არც ისე მოხერხებული ხარ, რომ შენი ხელით გააკეთო სახალისო ღრუბლები საქორწილო ფოტოსესიისათვის და არც სადმე გეჩქარება, ღირშესანიშნავ დღემდე დიდი დრო გაქვს, მაშინ, შეგიძლია eBay-ს მიმართო და გამოიწერო ნიღბები. არჩევანი საკმაოდ დიდია. ჩემი შევაჩერე 31 ნიღბიან შეკვრაზე, რომელიც ქვედა სურათშია მოცემული. იმედია, ყველაფერი საღ-სალამათი ჩამოვა და ბევრი წვალება არ მომიწევს. რაც უნდა გაითვალისწინო, ისაა, რომ…

✓ სახალისო ფოტოსესია ქორწილისთვის ((ნაწილი 1) (Vol. 5))

ქორწილი, უკეთეს შემთხვევაში, ცხოვრებაში ერთხელ გაქვს ადამიანს. ამ დღის მოგონებები კი ფოტოსა და ვიდეოს სახით უფრო დიდ ხანს შემოგრჩება, მხოლოდ მახსოვრობის იმედად ვერ იქნები კაცი. ამ დღის გასალამაზებლად თვითნაკეთი ღრუბლები დაგეხმარება. ამისათვის შავ-თეთრი პრინტერი, ოდნავ მყარი ქაღალდი, წებო, პლასტელინი და საწრუპავი მილიც საკმარისი იქნება. იდეები განუსაზღვრელია. წარწერები თავად შეგიძლიათ მოიფიქროთ. ყველაზე კრეატიული, რაც მოვიფიქრე “ჩანგალზე”-ა….

✓ ჩემი საქორწილო კაბა (Vol.4)

თბილისში საქორწილო კაბების ფასები ასტრალიდან უსასრულობამდე მერყეობს… სამუხაროდ, ფასების ასტრალში მერყეობა – არა თუ შეძენას, კაბის ერთი დღით ქირაობასაც ეხება. შეკერვა თავიდანვე გამოვრიცხე – მარტივი მიზეზის გამო – მე ჯერ შეკერილი კაბა არ მინახავს, დაკვეთის იდენტური ყოფილიყოს. განსაკუთრებით – “სადედოფლო” კაბა. ყველაზე მეტად კორსეტის შეკერვა უჭირთ. სწორებითა და ზემოთ აქაჩვით უნდა მოკვდეთ, ამასაც აიტანდა ადამიანი,…

✓ ფეხსაცმელი ქორწილისთვის (Vol.3)

ფეხსაცმელი მქონდა. რამდენიმე წლის წინ გამოვიწერე და სულ ერთხელ, მეგობრის ქორწილში მეცვა. კაბა რომ შევიძინე, კაბის სიმძიმემ მიმახვედრა, რომ წვრილ ქუსლზე გამიჭირდებოდა უსაფრთხოდ გადაადგილება, რამდენადაც ნაჭრებს თუ წამოვედებოდი, თავს ვერ შევიკავებდი და მარცხი მომივიდოდა. გადავწყვიტე, ალტერნატივა მომეძებნა უფრო მყარი ქუსლის სახით.