სიყვარული · ურთიერთობები

მიყვარხარ!

დრაფტებში ჩემი ძველი ნაჯღაბნი ვიპოვე, ძალიან რომანტიყვად მეჩვენა, მარა, ესკიზების მტვერისთვის მაინც მენანება და მგონი, არც ისეთი პათეტიკურია, დღის შუქს რომ არ იმსახურებდეს.

რა არის სიყვარული?

ალბათ, სიმშვიდის უსასრულო შეგრძნებაა, რომელიც იმით არის გაპირობებული, რომ ზურგი გაქვს. გეიმედება. იცი, რომ რაც უნდა მოხდეს, ყველაფერს გაუძლებთ ერთად.

კიდევ, ალბათ მონატრების შეგრძნებაა, ესეც უსასრულო. გვერდით გყავს და მაინც გენატრება. შორს რომ არის, კიდევ, უფრო ათმაგად მძაფრად აღიქვამ ყველაფერს. ეს სიმძაფრე მერე სხვადასხვამხრივ ვლინდება, რამდენადაც, სიმშვიდის შეგრძნება სადღაც იკარგება და იწყება ფორიაქი.

ერთგვარი წრის კვადრატურაა.

ამიტომაცაა, რომ სიყვარულს სულ “მორწვა” სჭირდება.

reminds me of Calcifer, from howl's moving castle

როცა გიყვარს და ურთიერთობას “მორწყვა” აკლია, გაცილებით მარტივად მსხვრევადი ხარ, ამიტომაც, ერთხელ მწარედ იმედგაცრუებული, შემდგომ დიდი ხნით რაზავ გულის კარებს, სანამ არ გამოჩნდება ადამიანი, რომელიც “შენია”.

მაგრამ ხშირად ისეც ხდება, რომ როცა იპოვნი “შენს” ადამიანს, უკვე იმდენად გამომშრალი და დამსხვრეული ხარ, ნიაგარაც არ შველის საკითხს და ჭირს შეკოწიწება.

ალბათ, ისევ სასწაულის იმედი თუ გექნება ასეთ დროს. სასწაულის, რომელსაც მოთმინებით უნდა ელოდო.

ეს მოთმინება კიდევ ცალკე საკითხია. ზოგი ამ უნარით უხვად არის დაჯილდოვებული, ზოგიც – ნაკლებად და ვაი, მათ ტყავს…

ხანდახან მგონია, რომ ეს ყველაფერი ძალიან რთულია.

ხანდახან – რომ მე ვართულებ.

არა, მარტივი ადამიანი რომ არ ვარ, კი ვიცი. მაგრამ, სამყაროც ისეა მოწყობილი, რომ 2X2 მხოლოდ მათემატიკის გაკვეთილზე თუა 4 და ისიც, სულ უფრო და უფრო იშვიათად.

მეც ყველაფრის ახსნას ვცდილობ ჩემი ტექნიკური ტვინის გამოისობით და ის მავიწყდება, რომ ყველაფერს არ აქვს ლოგიკური განმარტება, ამიტომ, უნდა ვისწავლო სიყვარულით ტკბობა და მოვრჩე ჩემი ფილოსოფიური აზრების ფრქვევას.

Advertisements

დააკომენტარე:

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / შეცვლა )

Connecting to %s