Hello 34

Hello 34

ეს ჩემი პირველი პოსტია დიდი ხნის შუალედის შემდგომ. ფეიბსუქმა რომ დაბლოკა ჩემი ბლოგი, მას შემდგომ რაც დავწერე ქალების წინააღმდეგ დისკრიმინაციაზე, იმის მერე გული ამიცრუვდა.

ხოდა, როდის, თუ არა საკუთარ დღეობაზე. სულ ორი სიტყვის თქმა მსურს:

It’s my party and I cry if I want too…

ესეც ასე.

გახსნილდა.

კარანტინის აკვიატებული სიმღერა

ეს ის სიმღერაა, რომელიც კარანტინის დღეებში ამეკვიატა, მახალისებს და გაწყობას მიმაღლებს.

თქვენ რას უსმენთ კარანტინში?

To Do ლისტიდან წასაშლელად

ფაქტია, დღეს პოსტის დაწერა გასაკეთებელ საქმეთა სიაში მეწერა. შესაბამისად, სანამ ლეპტოპზე Adobe Reader დაინსტალირდება, დროს ვიხელთებ და ამასაც გავაკეთებ.

საერთოდ, 19 მარტის მერე ჩემი დღიური არც გადამიშლია და შესაბამისად, არც არაფერი შემისრულებია გეგმის მიხედვით. გეგმაც კი არ შემიდგენია.

მაგრამ, გადავწყვიტე, რომ ასე არ შეიძლება, ვინაიდან, გასაკეთებელი ძალიან ბევრია და მეყოს დასვენება (არადა, სულაც არ ვისვენებ). ამასთან One day at a time – პრინციპი მეხმარება სტრესულ სიტუაციასთან გამკლავებაში და უფრო მეტად შემდგარად ვგრძნობ თავს, გარეთ მიმდინარე მოვლენათა პარალელურად და მიუხედავად.

რაც შინ ვზივარ, მკლავს იმის სურვილი, რომ რამე შევქმნა: დავწერო, დავხატო, გამოვაცხო, მოვამზადო, დავასუფთავო, დავრეცხო, ვისწავლო, ეზო გავალამაზო, სურათები გადავიღო, დავამუშავო – და არაფერი არის საკმარისი. პირველის გარდა, ყველაფერი მრავალჯერ ვცადე, ახლა ეს პოსტი სწორად იმ პირველის მცდელობაა და ვნახოთ, რა გამოვა. თუმცა, ხვალ ახალი დღეა და ვინ იცის, იქნებ, ხვალინდელი დღის გასაკეთებლებშიც გადავიტანო ეს ყველაფერი – ხელახლა.

თუმცა, არა… ბევრი რამისგან არ უნდა შედგებოდეს ჩემი სია – ვინაიდან, თუ მხოლოდ ნახევარი მოვასწარი დღეს, შეიძლება, ქვეცნობიერმა შემაწუხოს, რომ მეორე ნახევარი გაუკეთებელი დამრჩა. ხვალინდელი სია უფრო მოკლე იქნება. აი ასე.

Publish…

მოიცა, სად გეჩქარება – ჯერ სურათიც კი არ შეგირჩევია პოსტისთვის… არც თეგები…

Who cares…

Publish…

Oh, but wait…

adobe_post_20200327_21150401273641201514320128.png

ნაზი პრინცესა

ბავშვობაში ჩვეულებრივი ქაჯანა ვიყავი. ვერ ვიტანდი კაბებს. მერჩივნა მამაჩემთან ერთად მანქანა “მეკეთებინა”, ვიდრე “ჩაის წვეულებებზე” მივეწვიეთ და მოვმკვდარვიყავი მოწყენილობისაგან. ხშირად წამომაძახებდა დედა:

– ცოტა ნაზად, გოგო ხარ…

ახლაც ისე ჩამესმის ყურში ეს სიტყვები, თითქოს გუშინ იყო.

ჩემი შვილი პირიქითაა. არ ვიცი, ასეთი ფაფუკი, ფუმფულა, ნაზი, სულით “პრინცესა” საიდან გამოვიდა, განსაკუთრებით იმის გათვალისწინებით, რომ სულაც არ მინდა “პრინცესა” იყოს და ვცდილობ სხვა მიდგომით აღვზარდო.

ჯერ-ჯერობით, წარუმატებლად ვებრძვი სტერეოტიპებს, რომლებიც თანატოლებისგან მოაქვს, რომ ვარდისფერი გოგოს ფერია, ცისფერი კი – ბიჭის. ვუხსნი, რომ ფერები არ იყოფა ამ ნიშნით და რომ მამას აქვს ვარდისფერი პერანგი, დედას – ლურჯი (თან ბევრი) სვიტერი.

წარუმატებლად ვებრძვი ძველ ზღაპრებს, სადაც პრინცესები თეთრ რაშზე ამხედრებულ პრინცებს ელოდებიან. სპეციალურად შევუძინე – “ძილისპირული ამბები მეამბოზე გოგონებისათვის”, მაგრამ, ჯერ მაინც პატარაა საამისოდ.

წინსვლაში – “პეპი გრძელწინდა” დამეხმარა. “ელსაც” – “გაყინულიდან. ამისათვის მადლობა დისნეის.

ვცდილობ, ანას პრინცესა არ დავუძახო და არც ის მსიამოვნებს, სხვები რომ ასე მოიხსენიებენ, იმიტომ, რომ მინდა ჩემმა შვილმა…

მინდა, რომ ძლიერი იყოს. მინდა, რომ შედარებით უფრო შემზადებული შეხვდეს ამ ცხოვრებას; რომ ვერავინ დაჩაგროს; ვერავინ შეძლოს მისით მანიპულირება; თვითშეფასების დაქვეითება… თავად შეძლოს საკუთარი გზის გაკვალვა და მომავლის გამოძერწვა.

ახლაც კი, მამამისს ეუბნება, რომ “პრინცი უნდა” – იმიტომ, რომ ჩემი შარფი მოსასხამად აქვს მოხურული, კისერზე ყალბი მარგალიტის ყელსაბამი შებნეული, თეთრი რაშიც კი მოუყვანეს – სათამაშო “მაქსიმუსი”  “რაპუნცელიდან” და ახლა მხოლოდ პრინციღა დარჩა… და კიდევ სასახლე – “ყინულის კიბეებით”.

Image result for facepalm emoji

ვაგრძელებ მუშაობას საპირისპირო მიმართულებით, ვნახოთ, სად ვიქნებით ერთი წლის შემდეგ.

გოგოები რომ პრინცესები არიან და ბიჭები – დედის იმედი…

გოგოებს პრინცესებს ვეძახით, მაგრამ მოახლეებად ვზრდით…

ბიჭებს – დედის იმედს ვუწოდებთ, მაგრამ – მათ რეალურად ისე ვექცევით, რომ შემდგომ – თავი “პრინცესა” ჰგქონიათ – ცნობილი ზღაპრიდან “პრინცესა მუხუდოს მარცვალზე”.

მერე უკვირთ გადაშენებული კაცების – ცოლებს სამუშაოდ უცხოეთში რომ უშვებენ და იმ “იმედების”, რომლებიც ჯიპებს ყიდულობენ დედის გამოგზავნილი ფულებით და დედის/მანდილოსნების სადღეგრძელოს ურცხვად შესვამენ “ეროვნული მნიშვნელობის კატეგორიის მქონე, არამატერიალური კულტურული მემკვიდრეობის ძეგლის − ქართული ტრადიციული სუფრის/პურობის” ჟამს.

რვა მარტს გილოცავთ, ქალბატონებო.

გისურვებთ, გონების იმ ხმის ჩახშობას, ჩვენი ოჯახის წვერთა ხმით რომ ჩაგვჩინებს ფრაზებს, რომლებიც:

  1. უკან გვხევენ და არ გვაძლევენ თვითრეალიზაციის საშუალებას;
  2. ჩვენს თვითშეფასებას 0-ს ქვემოთ რომ აგდებენ;
  3. ფრთებს რომ გვაჭრიან, აქაოდა, ეს რა შენი საკადრისიაო…

უსასრულოდ შეიძლება გაგრძელება…

გისურვებთ, ამ ჩაკეტილი წრის გარღვევას!

იმიტომ, რომ:

What you heаl in yourself, you heal for your entire family line…

რასაც შენში განკურნავ – განკურნავ შთამომავლობაშიც…