ჩემი ქორწილი · DIY

✓ სახალისო ფოტოსესია ქორწილისთვის ((ნაწილი 1) (Vol. 5))

ქორწილი, უკეთეს შემთხვევაში, ცხოვრებაში ერთხელ გაქვს ადამიანს. ამ დღის მოგონებები კი ფოტოსა და ვიდეოს სახით უფრო დიდ ხანს შემოგრჩება, მხოლოდ მახსოვრობის იმედად ვერ იქნები კაცი. ამ დღის გასალამაზებლად თვითნაკეთი ღრუბლები დაგეხმარება. ამისათვის შავ-თეთრი პრინტერი, ოდნავ მყარი ქაღალდი, წებო, პლასტელინი და საწრუპავი მილიც საკმარისი იქნება. იდეები განუსაზღვრელია. წარწერები თავად შეგიძლიათ მოიფიქროთ. ყველაზე კრეატიული, რაც მოვიფიქრე “ჩანგალზე”-ა.… Continue reading ✓ სახალისო ფოტოსესია ქორწილისთვის ((ნაწილი 1) (Vol. 5))

კულინარია · DIY

HomeMade PopCorn At Work

ერთი კვირის წინ ჩემმა ბიძაშვილმა მითხრა, სმარტში ვყიდულობ სიმინდს და მერე სამსახურში მიკროტალღურში ვაცხობო… დღეს მეც გადავწყვიტე, მესინჯა. აბა, სხვანაირად როგორ უნდა გაიხალისო შაბათი დილა სამსახურში. სმარტიც იქვე მაქვს, ხოდა, შევიარე და ვიყიდე…

DIY

როგორ წავშალოთ არასასურველი ობიექტები (სუბიექტებიც) სურათიდან…

მახსოვს, ჩემი დაქალის ყოფილი შეყვარებულის ძმაკაცის სურათიდან ძროხა რომ წავშალე, როგორი აღიარება მოვიპოვე. ლამის, ფოტოშოპოს დედადაც გამომაცხადეს – თუმცა, უშუალოდ ფოტოშოპთან არასდროს მიმეგობრია, იმის გამო, რომ დონდლო კომპიუტერი მქონდა და მიჭედავდა და ალტერნატიული პროგრამებით ვსარგებლობდი.

თუმცაღა, ამ ვიდეოს ყურების შემდგომ, მივხვდი, რომ უიმისოდაც საკმაოდ ბევრი რამ მცოდნია ამ საკითხში – ზედმეტი Layer-ების გარეშე 🙂

მოკლედ, თავად უყურეთ და ისწავლეთ, მერე მე რომ აღარ მთხოვოთ სურათებიდან ცხოველების წაშლა… 😀