ბლოგი · კარიერა · ლიტერატურა · მეგობრები · მოგზაურობა · მხატვრობა · პირადი · სიყვარული · ურთიერთობები · ჯანმრთელობა · DIY

წლის პირველი პოსტი

ჯერ კიდევ გუშინ დავიწყე… რამდენიმე აბზაცი დაწერილი მქონდა, მაგრამ ავტომატურად არ შეუნახავს და დავრჩი ისე… აქამდე რას აკეთებდიო, თუ მკითხავთ, გეტყვით, რომ საცივში თავი არ მდებია. ხოო, მართლა, ყველა დღესასწაულს ერთად გილოცავთ! თქვენ როგორც გაგიხარდებათ, ისე ყოფილიყავით 😉 აგერ, უკვე მალე მეშვიდე გაზაფხული იქნება, რაც ბლოგი მაქვს და არასდროს გამომიქვეყნებია ჩემი “წლის გეგმა” – ერთი… Continue reading წლის პირველი პოსტი

კინემატოგრაფია · მოგზაურობა · საქართველო

BIAFF 2014 – ოფიციალური ნაწილის გახსნა

გუშინ, 14 სექტემბერს, ბათუმის საავტორო კინოს მე-9 საერთაშორისო ფესტივალი სერგო ფარაჯანოვის ფილმით – “ამბავი სურამის ციხისა” გაიხსნა. გახნის ცერემონიალს ბათუმის ღია საზაფხულო თეატრი მასპინძლობდა. ადრე მხოლოდ გარედან მქონდა ნანახი ეს შენობა. გუშინ კი მქონდა ბედნიერება შიგნიდანაც დავმტკბარიყავი მისი სილამაზით. თუმცა, დარბაზში საოცრად მოუხერხებელი სკამები იდგა.

ბლოგი · ბუნება · დედმამიშვილი · მეგობრები · მოგზაურობა · მუსიკა · მშობლები · მხატვრობა · პირადი · საქართველო · სტილი · ცხოვრება · ძირითადი · ხელოვნება

რა გავაკეთე შვებულების დროს

4 აგვისტოდან – 17 აგვისტოს ჩათვლით მქონდა ნანატრი შვეულება, რომლის დროსაც: ვიყავი: კოჯორში; წყნეთში; მცხეთაში; ქუთაისში; მარტვილსა და სენაკში; სამ პანაშვიდსა თუ გასვენებაში (მარტვილი, სენაკი, თბილისი); სამსახურში – ერთხელ; სამსახურის საქმეზე – ერთხელ; წავიკითხე: მამაჩემი, ბობ დილანი და კაცი საკაბელოდან; A Kingdom of Dreams (განმეორებით); ლამაზი მეგობარი; 4 კონტრაქტი და 3 დადგენილება;

მეგობრები · საქართველო

გასეირნება ძველ თბილისში

მეგობრებთან და საყვარელ ადამიანებთან ერთად ბოდიალს არაფერი სჯობს. განსაკუთრებით, თუ საბოდიალო ადგილი ძველი თბილისია. ხანდახან წარმოვიდგენ, რომ უცხოელი ტურისტი ვარ და ამ ყველაფერს პირველად ვხედავ. ყოველ ჯერზედ ახალ–ახალ რაღაცებს აღმოვაჩენ და შთაბეჭდილებაც სხვადასხვანაირია. ხო და კიდევ, გასეირნება ქალაქური ხინკლით ან აჭარული ხაჭაპურით თუ არ აღნიშნე, “რაა მამული…” მოკლედ, მიყვარს მე ამგვარ ბოდიალში გატარებული დღეები.

ბუნება · მოგზაურობა · საქართველო

კუმისის ტბა

შაბათს ქალაქიდან გავედით. ყაყაჩოებიანი მდელოს მოძებნა გვსურდა, მაგრამ, მგონი, ცოტა დაგვაგვიანდა. აბრაზე კუმისი რომ წავიკითხე, გამახსენდა, რომ მანდვე სადღაც ჩემი ახლობელი ცხოვრობს და კუსმისში ტბაც არის. GPS ჩავრთე და შევუდექი ჩემს ჩვეულ საქმიანობას – შტურმანობას. ტბა ტრასიდან საკმაოდ ახლოს, 4.5 კილომეტრში იყო, მაგრამ მისკენ სავალი გზა ბილიკს უფრო ჰგავდა, ამიტომ, ცოტა დიდი დრო დაგვჭირდა დანიშნულების… Continue reading კუმისის ტბა