✓ სტუმრების “წიგნი” (Vol. 11)

ყოველთვის მომწონდა “Wedding GuestBook”-ები და საქმე საქმეზე რომ მიდგა, რატომაც არა, მეთქი – გავიფიქრე, მოვიმარჯვე ჩემი იარაღები და შევუდექი მზადებას. იქამდე კი იდეებისათვის Pinterest დავლაშქრე – რამდენადაც, უკვე გამოცდილი მქონდა – ყველაზე ორიგინალური და კრეატიული შემოთავაზებები სწორად აქ იძებნება. ორი ვერსიიდან: – მანქანა (Just Married) და ხე – ეს უკანასკნელი ავარჩიეთ. მთლად ორიგინალს არ გავდა,…

✓ საქორწილო თავსაბურავი (Vol. 9)

თავდაპირველად, ვიფიქრე, მაღაზიებს დავივლი, იქნებ, რამე მარტივ თეთრ თავსაბურავს წავაწყდე მეთქი. ერთადერთი, რაც ოდნავ შესაბამისი იყო, პრომოდში – რაღაცნაირად ორიგინალური შარფი. თუმცა, არც კაბის ფერში მიდიოდა და არც – სტილში. თან ზამთრის უფრო იყო და ფასიც – მაღალი ჰქონდა. შეკერვა გადავწყვიტე. დავიარე მაღაზიები. თუმცა, არჩევანი მანამ ვერ გავაკეთე, სანამ საქორწილო კაბის თასმა არ წავიღე თან….

✓ სახალისო ფოტოსესია ქორწილისთვის ((ნაწილი 1) (Vol. 5))

ქორწილი, უკეთეს შემთხვევაში, ცხოვრებაში ერთხელ გაქვს ადამიანს. ამ დღის მოგონებები კი ფოტოსა და ვიდეოს სახით უფრო დიდ ხანს შემოგრჩება, მხოლოდ მახსოვრობის იმედად ვერ იქნები კაცი. ამ დღის გასალამაზებლად თვითნაკეთი ღრუბლები დაგეხმარება. ამისათვის შავ-თეთრი პრინტერი, ოდნავ მყარი ქაღალდი, წებო, პლასტელინი და საწრუპავი მილიც საკმარისი იქნება. იდეები განუსაზღვრელია. წარწერები თავად შეგიძლიათ მოიფიქროთ. ყველაზე კრეატიული, რაც მოვიფიქრე “ჩანგალზე”-ა….

ორიგინალური სამაჯური

ორიგინალური ბრასლეტი სანტიმეტრის პრინტით განსაკუთრებით მათ მოეწონებათ, ვისაც ხშირი შეხება აქვს ნაჭრებთან… სულ ცოტა ხანში, ეს სამაჯურები თბილისშიც გაჰიტდება. ხოდა, იყავით პირველი 😉 იყავით მოდური! 😉

ტერარიუმის ყელსაბამები

ასე ჰქვია ხელთნაკეთ ყელსაბამებს, რომლებიც სულ ახლახანს გამოჩნდა საერთაშორისო ბაზარზე. მათი ყიდვა თქვენც შეგიძლიათ – ამაზონსა და სხვა მსგავს საიტებზე. მაგრამ, კიდევ უკეთესი, თუ ხელმარჯვე ხართ და თავადაც შეგწევთ უნარი, დაამზადოთ ორიგინალური სამკაულები.

HomeMade PopCorn At Work

ერთი კვირის წინ ჩემმა ბიძაშვილმა მითხრა, სმარტში ვყიდულობ სიმინდს და მერე სამსახურში მიკროტალღურში ვაცხობო… დღეს მეც გადავწყვიტე, მესინჯა. აბა, სხვანაირად როგორ უნდა გაიხალისო შაბათი დილა სამსახურში. სმარტიც იქვე მაქვს, ხოდა, შევიარე და ვიყიდე…

როგორ წავშალოთ არასასურველი ობიექტები (სუბიექტებიც) სურათიდან…

მახსოვს, ჩემი დაქალის ყოფილი შეყვარებულის ძმაკაცის სურათიდან ძროხა რომ წავშალე, როგორი აღიარება მოვიპოვე. ლამის, ფოტოშოპოს დედადაც გამომაცხადეს – თუმცა, უშუალოდ ფოტოშოპთან არასდროს მიმეგობრია, იმის გამო, რომ დონდლო კომპიუტერი მქონდა და მიჭედავდა და ალტერნატიული პროგრამებით ვსარგებლობდი. თუმცაღა, ამ ვიდეოს ყურების შემდგომ, მივხვდი, რომ უიმისოდაც საკმაოდ ბევრი რამ მცოდნია ამ საკითხში – ზედმეტი Layer-ების გარეშე 🙂 მოკლედ,…