✓ ნიშნობა – 09.08.2015 (Vol. 12)

2015 წლის 09 აგვისტოს გიორგი და მისი უახლოესი ნათესავები ჩვენსას გვესტუმრნენ. პატარა სუფრა გვქონდა. გაცნობითი ხასიათის.

შეხვედრას სტატუსი უნდა ჰქონოდა და მიუხედავად იმისა, რომ ჩვენი მომავალი მეჯვარეები გვერდით არ გვყავდნენ, ბეჭდები გავცვალეთ და სტუმრობას ნიშნობის იარლიყი დავადეთ.

#Flowers #Flower #Spring #Leaves #Lovely #Bouquet #Vintage #Home #Decor #Decorations #Georgia #Travel #Day #Daylight #Light #Tbilisi #Rose #White #Canon #EOS #1200D #Love #Table #Engagement #Wedding #Lilac #Green

როგორც მეგრელებს გვჩვევია, დედაჩემმა დაახვავა მაგიდაზე ბარაქა. მე რაც შემეძლო, ვეხმარებოდი. მაგრამ ლომის წვლილი სწორადაც რომ მას და მის ოქროს ხელებს მიუძღვით.

Decor

სუფრა რომ გავშალეთ, იმის ნაცვლად, მოვმზადებულიყავი – პაპარაცობა დავიწყე.

#Waiting 4 the #Groom
#Engagement #Wedding #Bride #BrideToBe #Stripes #Selfie #Window #Curtains #OldNavy #Swatch #Samsung #Galaxy #S3 #SIII #SamsungGalaxyS3 #MakeUp #Lipstick #Awesome #Lovely #Feeling #Wonderful

თუმცა, მოსამზადებლადაც მეყო დრო. ფანჯრიდან გავიხედე. ხომ არ მოდიან მეთქი… 😀 მართალია, რაპუნცელივით გრძელი თმა არ მაქვს, მაგრამ, ვინცობაა და თუ რამეა, ნაწნავს გადავაგდებ თქო.

Ana

სტუმრების ნაცვლად ფანჯარაში ჩემი ბიძაშვილი ანა დავლანდე, რომელიც სკეიტ ბორდზე მჯდომარე ძირს მიგორავდა.

6 საათისკენ სასურველი სტუმრებიც მოადგნენ ჩვენს კარებს. საღამომ სასიამოვნოდ ჩაიარა. ბეჭდები გავცვალეთ, მოლოცვები მივიღეთ და დავიშალეთ.

ვჩურჩულებთ... :)
ვჩურჩულებთ… 🙂

იხილე ყველა პოსტი სერიიდან “ჩემი ქორწილი” ❤

ექსპერიმენტი – თბილისი VOL 1.

ექსპერიმენტი იმიტომ, რომ ახალი ფოტოაპარატით ვპაპარაცობ და ვატარებ ექსპერიმენტებს…

გთხოვთ, შეფასებისას ძალიან მკაცრი ნუ იქნებით.

ჩემი ნახატები აკვარელში Vol 3

დიდი ხნის პაუზის შემდგომ, დღევანდელი კვირა დღის საღამო კვლავ ხატვასა და აკვარელებს დავუთმე!

გამოგიტყდებით და – ნამდვილი ნეტარებაა…

ერთადერთი მიზეზი, რის გამოც ხშირად არ ვხატავ, ისაა, რომ ფუნჯებისა და საღებავების გამოტანა მეზარება…

ჰმ! გასალახი ვარ, აბა რა ვარ… რაღაც ასე ძლიერ მიყვარს, სულიერ სიმშვიდეს მანიჭებს, მე კი ზარებს ვერ ვიხსნი. :/

საკურა – ალუბლის ყვავილები

იაპონიაში ვიზიტისათვის, საუკეთესო პერიოდი გაზაფხულია.
როცა ალუბლის ხე ყვავილებს ისხამს, აქ ყოფნას არაფერი სჯობს.