✓ რესტორანი / ბანკეტი (Vol. 25)

რესტორანში რომ მივედით, სტუმრები უკვე მაგიდებზე განაწილებულიყვნენ მოსაწვევების მიხედვით. ზღურბლზე თეფში დაგვახვედრეს… გიორგი გავაფრთხილე – დაბალქუსლიანი ფეხსაცმლით ვერ გავტეხ და აბა შენ იცი, არ შემარცხვინო მეთქი.

ხოდა, არც აცია, არც აცხელა და – ერთი დარტყმით დაამსხვრია. ეს ჩემი ნათქვამი ისე დაუჯდა თავში, მეორე დღეს შინ რომ მივედით – იქაც კი არ მიმაკარა თეფშს, ფეხის გამოყოფაც კი არ მაცალა. 😀

დარბაზში, მიუხედავად იმისა, რომ კონდინციონერები იყო ჩართული, მაინც სასტიკად ცხელოდა. ამიტომ, მაგიდების სადეკორაციოფ ჩემი დიდის ამბით ნაყიდი და გალამაზებული სანთლები მალევე ჩააქრეს.

ჩვენ იმან გვიშველა, რომ აივანთან ახლოს ვისხედით და კარი ღია გვქონდა.

ხალხი მცირედით რომ შეზარხოშდა, მე და გიორგიმ ტრადიციული საცეკაო ვალსით ცეკვები ოფიციალურად გავხსენით.

კონდინცირების გარდა, ერთადერთი, რაც არ მოგვეწონა, მუსიკის ხმა იყო… და ის, რომ ჩვენი თხოვნა, რუსულები არ დაეკრათ, თუ ვინმე განსაკუთრებით არ მოითხოვს თქო – დაარღვიეს.

მოგვიანებით, ფლეილისტი ჩემმა მეგობრებმა ჩაიგდეს ხელთ და ისინი აკონტროლებდნენ სიტუაციას.

ერთი-ორჯერ თამადამაც გვიმღერა ჩელენტანოს სტილზე.

ტორტთან და მის გაჭრასთან დაკავშირებული ინფორმაცია უფრო დეტალურად შეგიძლიათ იხილოთ ბმულზე – საქორწილო ტორტი!

აქ კი მხოლოდ იმას აღვნიშნავ, რომ იმდენად გაყინული იყო, ძლივს ჩავარჭე დანა და კინაღამ შევრცხვი ამდენი ხალხის წინაშე… 🙂

My #Wonderful #Wedding #Cake #WeddingCake #WeddingDay #Bride #Groom #WeddingBouquet #Bridal #Bouquet #Happiness #Photography #Awesome #Lovely #NomNom #Sweet #Gift #Present #Nikon #Photography

მერე შუქი ჩაქრა და ის ის იყო, უნდა მეფიქრა, ვინმეს დაბადების დღე ხომ არ არის, Happy Birthday – ხომ არ უნდა ვიმღერო მეთქი, მაგრამ უცებ პროექტორი აინთო კედელზე – საიდანაც ჩემ გოგოებს, ჩემს დაქალებს ვუცქერდი – ვიდეო კოლაჟი მოემზადებინათ. ჩემზე ბედნიერი იმ დღეს ბარე ორი თუ იქნებოდა.

შემდეგ თაიგულის ჯერიც დადგა. იმის ნაცვლად, მეთქვა, რომ ყმაწვილები არ ჩამდგარიყვნენ რიგში, მომიწია მეთქვა – დაოჯახებულებმა დასაოჯახებლებს აცალეთ მეთქი… ბიჭები შემეცოდნენ… და ჯამში, არ გავყარე რიგებიდან…

თაიგულის სროლის პროცესი…

ბუკეტი ჩემმა მეგობარმა და ჩემი და გიორგის შეუღლებაში დამნაშავე – ყველაზე მაღალმა – დათამ დაიჭირა.

D&G (512 of 560)
პატარძლის თაიგული ჰაერში…

შემდეგ რესტორანმა საცეკაო ნომერი გვაჩუქა.

This slideshow requires JavaScript.

გვიანობამდე ვმხიარულობდით. საუკეთესო შემთხვევაში, ცხოვრებაში ერთხელ გაქვს ქორწილი და უნდა შეირგო. არ მესმის, ადრე რომ მოტყდებიან – “ხამებივით” – if you know what I mean.

საერთო ჯამში, ყველა გაერთო. საღამომ ექსცესების გარეშე ჩაიარა.

 

ხოდა, აქვე მინდა შემთხვევით ვისარგებლო და დიდი მადლობა გადავუხადო რესტორნის ადმინისტრატორს, რომელიც შესანიშნავი ადამიანი გამოდგა და რომლის წყალობითაც ყველაფერმა ბრწყინვალედ ჩაიარა.

ასევე, მინდა მადლობა გადავუხადო ყველა იმ ადამიანს, რომელსაც იოტისოდენა წვლილი მაინც მიუძღვის 05.09.2015 – დაგეგმვაში და განხორციელებაში: უპირველესად, მშობლებს, მეჯვარეებს, მეგობრებს, ბიძებს, სხვა უახლოეს ნათესავებსა და ა.შ.

Restaurant (2)

ყველაზე დიდი მადლობა კი ჩემს მეუღლეს – გიორგის მინდა გადავუხადო! მიხარია, რომ ასეთი დამოუკიდებელი, ორგანიზებული და პასუხისმგებლობის მქონე მყავს და ასე ვუყვარვარ!

იხილე ყველა პოსტი სერიიდან “ჩემი ქორწილი” ❤

✓ ფოტოსესია ლისის ტბაზე (Vol. 24)

იუსტიციის სახლში ხელის მოწერის შემდგომ გეგმისამებრ, ლისის ტბაზე ავედით. აქ უკვე დავრწმუნდი, რომ ჩემი დაქალები ადგილზე იყვნენ. და მათთან ერთად ჩემი ცხოვრები ერთ-ერთი საუკეთესო დღის უფრო გალამაზებას შევუდექი. ჩვენი მისია ფოტოების გადაღება იყო და ვგონებ, წარმატებითაც შევასრულეთ.

ამინდში გაგვიმართლა. მართალია, კაბაში მცხელოდა, თუმცა ზაფხულის მწველი მზეც გადასულიყო და არც წვიმას შევუწუხებივართ. მოგვიანებით, სტუმრებს ვურჩიეთ რესტორანში წასულიყვბენ მე და გიორგი კი ჯიპით ტბას უკანა მხრიდან მივუახლოვდით ვიდეო და ფოტოგრაფთან ერთად. საჭესთან მამაჩემი იჯდა, რომელიც წუხდა, სტუმრები გარეთ არ დაგვრჩნენო. ცოტა არ იყოს, გიორგიც აღელდა, თუმცა, ამ ფოტოსესიას არავის დავუთმობდი. გარდა ამისა, სადმე გინახავთ რესტორანში დროზე მისული ნეფე-დედოფალი?

თუ თქვენი პასუხი დადებითია და გინახავთ, მაშინ ისინი აუცილებლად მანქანაში ყურყუტებდნენ – სანამ ყველა სტუმარი მაგიდას არ მიუჯდებოდა… ხოდა, რესტორანთან, ტრასაზე “დაბირჟავებას” – ისევ სუფთა ჰაერზე ჰაერის ყლაპვა, მზის ჩასვლით ტკბობა და პოზირება მერჩივნა.

რესოტანში შვიდი საათისთვის მივედით. ზუსტად ისეთ დროს, როცა საჭირო იყო… 😉

პ.ს. ფოტოსესიის დროს ერთი სურათიც გამოვიდა, აი – ჰოლივუდური ფილმების ბოლოს ბიჭი და გოგო რომ გადარჩებიან და უკან ყველაფერი რომ ცეცხლის ალშია გახვეული… ცუდია, რომ ფოტოშოპი ეგეთ დონეზე არ ვიცი, ამ სურათს ბექგრაუნდად ცეცხლი დავადო… თუ ვინმეს შეგიძლიათ – გამახარებთ… 😀

D&G (343 of 560)

იხილე ყველა პოსტი სერიიდან “ჩემი ქორწილი” ❤

✓ ხელის მოწერის ცერემონია (Vol. 23)

იუსტიციის სახლთან მისულებს ჩემი დაქალები ადგილზე დაგვხვდნენ და დაიწყო მათთან ერთად პოზირებაც.

BLK_0170

შემდგომ ქორწინების სახლიში გვიხმეს. სანამ სტუმრები დალაგდებოდნენ – ჯერ ისინი შეიყვანეს დარბაზში – ჩვენ ცოტა ხნით ჩამოვსხედით…

მერე ჩვენი ჯერიც დადგა. არავის გავუფრთხილებივართ, რომ ერთმანეთისთვის რამე უნდა გვეთქვა. მაღალფარდოვანი სიტყვების არც თავი მქონია და არც სურვილი, ვინმეს მოესმინა, ერთის გარდა. ამიტომ, იმ ერთს დავპირდი, რომ ასატანი ცოლი ვიქნებოდი! 😀

მერე ჩვენი პირველი ცეკვის დროც დადგა ახალ ამპლუაში. ეს სიმღერა დიდი ხნით ადრე მქონდა შერჩეული. შეიძლება ითქვას, სასიძოზე ადრეც კი. ბოლო რამდენიმე დღეს ვნერვიულობდი კიდეც, ვაი, თუ ვალსის მოძრაობები მელოდიას არ მოუხდეს თქო, თუმცა, აზრადაც არ მოგვსვლია, რეპეტიცია გაგვეარა. გიორგიმ ყველანაირი დაძაბულობა მომიხსნა და ამასთან, კაბაც ისეთი იყო, ორი არასწორი ნაბიჯი არც გამოჩნდებოდა და წაბორძიკება – კაბის სიგრძეს დაბრალდებოდა.

D&G (165 of 560)

D&G (164 of 560)

ცერემონია რომ დასრულდა, ჯერ ისევ სტუმრებს დაატოვებინეს დარბაზი. სანამ ნებას გარეთ გასვლის ნებას დაგვრთავდნენ, კვლავ ფოტოსესია მოვაწყვეთ.

გარეთ გამოსულებს მომლოცველთა კორიდორი დაგვხვდა. ბრინჯი და კონფეტი არ გვსურდა, თორემ აი, ეს ზუსტად ის მომენტი იყო, თავზე რომ გაყრიან ათასგვარ რაღაცას.

მერე ხალხსა და ფოტოგრაფს ვთხოვე, დიდი – საერთო სურათი გადაგვეღო და მივიღე კიდეც.

იხილე ყველა პოსტი სერიიდან “ჩემი ქორწილი” ❤

✓ ჯვრისწერა (Vol. 21)

მე და გიორგიმ ტაძარი დიდი რუდუნებით შევარჩიეთ. გვსურდა, განსაკუთრებული ყოფილიყო. მართლაც, “ანჩისხატი” – უძველესია თბილისში.

მამაოც, რომელმაც ჯვარი დაგვწერა, საოცარი იყო. ამ დიდ საიდუმლოზე ბევრს არ ვისაუბრებ. ეს უფრო პირადულია, ვიდრე სხვა ყველა დანარჩენი. ამიტომაც, ჩემს განცდებსა და ფიქრებს ჩემთვის დავიტოვებ. თქვენ კი შეგიძლიათ, სურათები შეათვალიეროთ.

რჩევის სახით კი გეტყვით, რომ ტაძარს ჯვრისწერაზე სასურველ თარიღამდე დაახლოებით 2 კვირით ადრე უნდა შეუთანხმდე. ამიტომ, თუ ქორწინების სახლი იქამდე დიდი ხნით ადრე გვქონდა დაგეგმილი, მაინც ჯვრისწერის დროზე ვიყავით დამოკიდებული. ამიტომ, მცირედი გადანაცვლებების გაკეთება მოგვიწია, რომ ყველაფერი დროულად ყოფილიყო და არსად დაგვეგვიანა. ასეც გამოვიდა.

იხილე ყველა პოსტი სერიიდან “ჩემი ქორწილი” ❤

✓ ტაძრისაკენ – ტრანსპორტში (Vol. 20)

მანქანაში შამპანური გავხსენით… მე და გიორგიმ მოლოცვები მივიღეთ ყველაზე ახლო ადამიანებისაგან – ჩვენი მეჯვარეებისაგან.

სურათების გადაღებისას ჩვენი ტრანსპორტი რამდენჯერმე შეჩერდა. მეთქი, რა ხდება… ჩავთვალე, რომ არაფერი სერიოზული, რაზეც ყურადღების გამახვილება ღირდა.

მესამედ რომ შეჩერდა, თურმე, მოტორს ცეცხლი ეკიდა. ვიფიქრე, გადახურდა მეთქი… 😀 ამიტომ, მამაჩემი სანამ არ ჩანდა ჰორიზონტზე, არ ვღელავდი. მამაჩემიც რომ დავინახე მანქანასთან, მაშინ – ცოტა არ იყოს, შემეშინდა სავით. ამასობაში კი გიორგიმ ხელი ჩამჭიდა და მანქანიდან გადამიყვანა… მას უფრო შეშინებოდა – ოღონდ, უფრო ჩემ გამო და თავის შველაზე კი არა – ჩემ გადარჩენაზე ფიქრობდა. ეს ფაქტი მე არ დამიფიქსირებია. მამაჩემი შეესწრო და მერე ყვებოდა: – ის გამიხარდა, რომ გიროგი “დიანა, დიანას” გაიძახდაო.

ამაღლებულ განწყობაზე ვიყავი და არაფერს მივცემდი საშუალებას, გაეფუჭებინა ეს დღე. გიორგი კი დაძაბა ცოტათი ამ ამბავმა, მაგრამ ახლა, ვგონებ, მაინც კარგად უნდა ახსენდებოდეს.  იმიტომ, რომ ყველაფერი კარგია, რაც კარგად მთავრდება კი არა და გრძელდება.

ყველაფრის მიუხედავად, ტაძარში არ დაგვგვიანებია.

იხილე ყველა პოსტი სერიიდან “ჩემი ქორწილი” ❤