მიყვარხარ!

დრაფტებში ჩემი ძველი ნაჯღაბნი ვიპოვე, ძალიან რომანტიყვად მეჩვენა, მარა, ესკიზების მტვერისთვის მაინც მენანება და მგონი, არც ისეთი პათეტიკურია, დღის შუქს რომ არ იმსახურებდეს.

რა არის სიყვარული?

ალბათ, სიმშვიდის უსასრულო შეგრძნებაა, რომელიც იმით არის გაპირობებული, რომ ზურგი გაქვს. გეიმედება. იცი, რომ რაც უნდა მოხდეს, ყველაფერს გაუძლებთ ერთად.

კიდევ, ალბათ მონატრების შეგრძნებაა, ესეც უსასრულო. გვერდით გყავს და მაინც გენატრება. შორს რომ არის, კიდევ, უფრო ათმაგად მძაფრად აღიქვამ ყველაფერს. ეს სიმძაფრე მერე სხვადასხვამხრივ ვლინდება, რამდენადაც, სიმშვიდის შეგრძნება სადღაც იკარგება და იწყება ფორიაქი.

ერთგვარი წრის კვადრატურაა.

ამიტომაცაა, რომ სიყვარულს სულ “მორწვა” სჭირდება.

reminds me of Calcifer, from howl's moving castle

როცა გიყვარს და ურთიერთობას “მორწყვა” აკლია, გაცილებით მარტივად მსხვრევადი ხარ, ამიტომაც, ერთხელ მწარედ იმედგაცრუებული, შემდგომ დიდი ხნით რაზავ გულის კარებს, სანამ არ გამოჩნდება ადამიანი, რომელიც “შენია”.

მაგრამ ხშირად ისეც ხდება, რომ როცა იპოვნი “შენს” ადამიანს, უკვე იმდენად გამომშრალი და დამსხვრეული ხარ, ნიაგარაც არ შველის საკითხს და ჭირს შეკოწიწება.

ალბათ, ისევ სასწაულის იმედი თუ გექნება ასეთ დროს. სასწაულის, რომელსაც მოთმინებით უნდა ელოდო.

ეს მოთმინება კიდევ ცალკე საკითხია. ზოგი ამ უნარით უხვად არის დაჯილდოვებული, ზოგიც – ნაკლებად და ვაი, მათ ტყავს…

ხანდახან მგონია, რომ ეს ყველაფერი ძალიან რთულია.

ხანდახან – რომ მე ვართულებ.

არა, მარტივი ადამიანი რომ არ ვარ, კი ვიცი. მაგრამ, სამყაროც ისეა მოწყობილი, რომ 2X2 მხოლოდ მათემატიკის გაკვეთილზე თუა 4 და ისიც, სულ უფრო და უფრო იშვიათად.

მეც ყველაფრის ახსნას ვცდილობ ჩემი ტექნიკური ტვინის გამოისობით და ის მავიწყდება, რომ ყველაფერს არ აქვს ლოგიკური განმარტება, ამიტომ, უნდა ვისწავლო სიყვარულით ტკბობა და მოვრჩე ჩემი ფილოსოფიური აზრების ფრქვევას.

პატარ-პატარა აღმოჩენები

ამ ბოლო პერიოდში სულ ვცდილობ, სხვის განწყობასა და ხასიათებს შევეწყო და ქვეცნობიერში და არა მხოლოდ, ამას ძალიან განვიცდი:

  •  იმას რამე არ ვაწყინო;
  • ამას ეს არ უნდა;
  • იმას ის არ მოეწონება;
  • ამას ამის თავი არ აქვს;
  • იმას ამის განწყობა არ აქვს…

ჩემზე და ჩემს გრძნობებზე ვინ იფიქრებს? ჩემი თავი ვის აქვს? იმაზე ვინ ფიქრობს მე რა მომეწონება და რისი განწყობა მაქვს?.. რა მინდა და არ მინდა? რა მწყინს და რა მიხარია?

თქვენი უსაქციელობის გამო ყალბი ღიმილი მახმება სახეზე აგერ უკვე მთელი ნოემბერი და დეკემბერია. რატომ, რისთვის, რისი ან ვისი გულისთვის?

ჩემი თავისთვის მე ვარ სამყაროს ცენტრი! დედამიწა ჩემს ირგვლივ ტრიალებს! დიახაც! ხოდა, თუ არ გსურთ რეალურ “მესთან” ურთიერთობა, არ გიყვარვართ ისეთი, როგორიც ვარ – ყოველგვარი ნიღბის გარეშე, იმის იქეთაც გქონიათ გზა! შეუცვლელი არავინ არის ამ ქვეყნად.