ჩემი ქორწილი

✓ ფოტოსესია ძველით ახალ თბილისში (Vol. 22)

ჯვრისწერის შემდგომ – ხელის მოწერის ცერემონიამდე დრო საკმარისზე მეტი გვქონდა. ამიტომაც, გადავწყვიტეთ ძველ თბილისში გაგვესეირნა. წინა დღით საქართველო-შოტლანდიის მატჩი გაიმართა, თუ არ ვცდები. ხოდა, ქალაქი სავსე იყო შოტლანდიელებით. განსაკუთრებით, შარდენის მიმდებარე ტერიტორია. როდესაც ანჩისხატიდან სიონამდე მივდიოდით, ქვედა ფოტოებზე გამოსახული რიგები გამოვიარეთ, სადაც უცხოელები ისხდნენ. ჩვენს დანახვაზე ტაში შემოკრეს. ისეთი სასიამოვნო გრძნობა იყო… არადა, მხოლოდ ქართველები… Continue reading ✓ ფოტოსესია ძველით ახალ თბილისში (Vol. 22)

მოგზაურობა · საინტერესო

საუცხოოდ განათებული ადგილები

კარგი განათება ბევრ რამეს ცვლის, ეს პირველად მაშინ აღმოვაჩინე, ძველმა ხელისუფლებამ ქალაქის ქუჩები და ნაგებობები გაანათა… ბევრი შენობა (მათი სილამაზე) სწორედ მაშინ “აღმოვაჩინე” თავიდან. მართალია, განათებაზე ძალიან ბევრი სახსარი იხარჯება ბიუჯეტიდან, თუმცა… თავად განსაჯეთ:

ბუნება · მოგზაურობა

ექსკურსია: ახალციხე, რაბათი

ძალიან დიდი ხანია, რაც რაბათის ნახვა მსურდა და როგორ იქნა, ამისრულდა. რატომღაც, მეგონა, რომ უფრო ახლოს იქნებოდა დედაქალაქთან, თუმცა, გზაში სასიამოვნოდ გავერთეთ. ჩვენი ერთი თანამშრომელი გვართობდა 45 კაციან ავტობუსს. როგორც წინა პოსტში დაგპირდით, გიზიარებთ ჩემ მიერ გადაღებულ ფოტოებს. მკაცრად არ განსაჯოთ ჩემი SIII-ით გადაღებული სურათები. ოდესმე, აუცილებლად ვიყიდი პროფესიონალურ ფოტო–კამერას. იმედია, მოგეწონათ!

ბუნება · მოგზაურობა

მე რაბათში

გუშინწინ, 6 ივლისს ჩვენმა სამსახურმა თანამშრომლების ექსკურსიას გაუკეთა ორგანიზება. ვესტუმრეთ ახალციხეს. დავათვალიერეთ რაბათი. ძალიან ენერგიული გიდი გვყავდა, რომელიც, როგორც შემდგომ აღმოჩნდა, მუზეუმის დირექტორი გახლდათ. რომლის მსგავსად მაინც თუ ეყვარება ყველა ადამიანს თავისი პროფესია, დამიჯერეთ, საქართველო გაბრწყინდება. შიგადაშიგ, უამრავი ფოტო გადავიღეთ. ოდნავ მოგვიანებით, ხედებსაც გაგიზიარებთ. საღამოს ურაველის ედემში დავსხედით, სადაც თან გადაგვყვნენ. აუცილებლად, ეწვიეთ ამ შესანიშნავ… Continue reading მე რაბათში