თვითგანვითარება · უკეთესი ცხოვრება 100 დღეში

როგორ გავაუმჯობესოთ ცხოვრება მომედვნო 100 დღის განმავლობაში: ზრდა/თვითგანვითარება

ეს პოსტი წარმოადგენს ექსპერიმენტის ნაწილს, რომლის ყველა სტატიის სანახავად, შეგიძლიათ, მიჰყვეთ ბმულს ❤ 1. აირჩიე წიგნი, რომელსაც ძალისხმევა და კონცენტრაცია სჭირდება და ყოველ დღე წაიკითხე მცირედი, იმგვარად, რომ ყდიდან ყდამდე ჩახვიდე 100 დღეში. წიგნის მოყვარულებს შეიძლება, ძალიან დიდ დროდ გეჩვენოთ 100 დღე ერთი წიგნისთვის, მაგრამ გაიხსენეთ, რამდენი ადამიანია თქვენს ირგვლივ, რომლის ხელშიც საუკუნეა, წიგნი არ… Continue reading როგორ გავაუმჯობესოთ ცხოვრება მომედვნო 100 დღის განმავლობაში: ზრდა/თვითგანვითარება

ლიტერატურა · ლიტერატურის მიმოხილვა

ლორენ ოლივერის – “პანდემონიუმი”

ვისაც ლორენ ოლივერის – “დელირიუმი” წაკითხული აქვს და მისი მეორე ნაწილის თარგმნას ელოდებოდა, შეგიძლიათ, იხაროთ – “პანდემონიუმი” უკვე ქართულ ენაზეც შეგიძლიათ იხილოთ წიგნის მაღაზიის “ბესტსელერების” თაროზე. პირველი წიგნი რომ წავიკითხე, დასასრულს ისეთი გრძნობა მქონდა, თითქოს, მთავარ მოქმედ გმირთან ერთად, სამყარო თავზე ჩამომექცა. “პანდემონიუმი” კი ცხოვრების წიგნის ახალი თავივით არის – იმედის მომცემი და იმის მანიშნებელი, რომ… Continue reading ლორენ ოლივერის – “პანდემონიუმი”

ლიტერატურა · ლიტერატურის მიმოხილვა

კირა კასი – “შერჩევა”

კირა კასის – “შერჩევა” – ქართველ მკითხველს გამომცემლობა “პალიტრა L” – მა – სერიით “Liberteens – შენი თაობის არჩევანი” – არგუნა.  თინეიჯერული კი ჰქვია, მაგრამ ყველაზე დიდი ინტერესით მაინც ამ სერიის წიგნებს ველი, ხოლმე. ეს არის “შიმშილის თამაშები” პრინცის გულის დასაპყრობად. ნუ, მთლად ხოცვა-ჟლეტას არ აქვს ადგილი, თუმცა, 35 გოგო სხვადასხვა კასტიდან ტახტის მემკვიდრის ცოლობისათვის… Continue reading კირა კასი – “შერჩევა”

ლიტერატურა · ლიტერატურის მიმოხილვა

მიშველე! ბოდიში…

„მიშველე! ბოდიში…“ ფრედერიკ ბეგბედერის ბესტსელერის, „99 ფრანკის“ ერთგვარ გაგრძელებად შეგვიძლია ჩავთვალოთ. მთავარი მოქმედი გმირი, ავტორის ორეული, ოქტავ პარანგო, საეკლამო ბიზნესს თავს ანებებს და მისი ოცნების საქმიანობას, მსოფილიოს ულამაზესი გოგონების ძიებას ჰკიდებს ხელს – ტალანტ სკაუტი, ასე უწოდებენ თავს სუპერმოდელების აღმომჩენები – რამდენადაც სილამაზეს დანახვა უნდა! მათ წინაშე ხომ რთული ამოცანაა, ამოიცნო ჭეშმარიტი სილამაზე – ყოველგვარი მაკიაჟისა და თანამედროვე… Continue reading მიშველე! ბოდიში…

ლიტერატურა · ლიტერატურის მიმოხილვა · ძირითადი

PLAYLIST-ის საიდუმლო

მიშელ ფალკოფის PLAYLIST-ის საიდუმლო იმთავითვე საინტერესო იყო ჩემთვის, როგორც მელომანისთვის. ერთი სული მქონდა, ხელში ჩამეგდო და გადამეფურცლა.

ლიტერატურა

კარი ზაფხულში

რამდენიმე წუთის წინ გამომცემლობამ “წიგნები ბათუმში” – ფეისბუქის გვერდზე დააანონსა, რომ სულ მალე გაყიდვაში რობერტ ჰაინლაინის წიგნი “კარი ზაფხულში” გამოვა. არ ვიცი, ავტორი ნაწარმოებში რის შესახებ მოგვითხრობს, რას წერს, თუმცა, სიამოვნებით ვიქონიებდი კარს ზაფხულში! აი, რომ შემცივდებოდა, გამოვაღებდი და გაყინულ ძვლებს მივუშვერდი. ავიღებდი საცურაო კოსტუმს, რომელიმე კარგ რომანს, გადავიკიდებდი პირსახორცს და მივაშურებდი ზღვის სანაპიროს. მერე მზის ჩასვლით… Continue reading კარი ზაფხულში

ლიტერატურა

პალიტრა L – გამომცემლობა, რომელიც ზრუნავს ჩემზე

პალიტრა L – ეს არის გამომცემლობა, რომელსაც როგორც გამცნეთ, მინდა განსაკუთრებული მადლობა გადავუხადო. ეს არის გამომცემლობა, რომელიც ზრუნავდა ჩემს საშვებულებო, უფრო მეტიც – თაფლობის თვის განწყობაზე და არა მხოლოდ. ყველაფერი კი იმით დაიწყო, რომ ერთ დღესაც პალიტრა L-ის ანგელოზი გამომეცხადა და ჩემს ცხოვრებაში ახალი ერა დაიწყო. მას შემდგომ გაფაციცებით ველოდები მის გამოჩენას, რამდენადაც ის ჩემთვის… Continue reading პალიტრა L – გამომცემლობა, რომელიც ზრუნავს ჩემზე