ჩემი ქორწილი

✓ საქორწინო თაიგული (Vol. 14)

ისევე, როგორც ქორწილთან დაკავშირებულ ყველა სხვა საკითხის შესახებ, თაიგულზეც ძალიან ბევრი ვიფიქრე. გადავწყვიტე, რომ თეთრი არ უნდა ყოფილიყო, რადგანაც, კაბაც თეთრი და თაიგულიც – ორივე იკარგებოდა. არადა, მხოლოდ გიფსოფილას – შემთხვევაში, ფერსაც არ დავეძებდი, მაგრამ ყველამ დამიწუნა იდეა… ცოცხს ჰგავსო. ბევრი ფიქრის შემდგომ, ჩამოვყალიბდი, რომ თაიგული იასამნისფერი ვარდებით, ეს ის იყო, რაც მსურდა და ჩემს… Continue reading ✓ საქორწინო თაიგული (Vol. 14)

ჩემი ქორწილი

✓ ნიშნობა – 09.08.2015 (Vol. 12)

2015 წლის 09 აგვისტოს გიორგი და მისი უახლოესი ნათესავები ჩვენსას გვესტუმრნენ. პატარა სუფრა გვქონდა. გაცნობითი ხასიათის. შეხვედრას სტატუსი უნდა ჰქონოდა და მიუხედავად იმისა, რომ ჩვენი მომავალი მეჯვარეები გვერდით არ გვყავდნენ, ბეჭდები გავცვალეთ და სტუმრობას ნიშნობის იარლიყი დავადეთ. როგორც მეგრელებს გვჩვევია, დედაჩემმა დაახვავა მაგიდაზე ბარაქა. მე რაც შემეძლო, ვეხმარებოდი. მაგრამ ლომის წვლილი სწორადაც რომ მას და… Continue reading ✓ ნიშნობა – 09.08.2015 (Vol. 12)

ჩემი ქორწილი

✓ საქორწილო მოსაწვევები (Vol. 10)

ძველად საქართველოში, ქორწილებში, თურმე, სპეციალურად იყო ხოლმე გამოყოფილი პირი, რომელიც სტუმრებს მაგიდების მიხედვით გადაანაწილებდა და დასხამდა. აღნიშნული – რესტორნის მენეჯერისაგან გავიგე. როგორც უკვე გამცნეთ, მკაცრად მქონდა გადაწყვეტილი მაგიდები დაგვენომრა და სტურები შესაბამისსად მოგვეთავსებინა. პირველი რომ მოვაგვარეთ, მეორე დადგა დღის წესრიგში. სიმართლე გითხრათ, გადავქექე მთელი ინტერნეტი – გუგლის საძიებო სისტემიდან დაწყებული – პინტერესტით დამთავრებული. ასე კაბის არჩევის… Continue reading ✓ საქორწილო მოსაწვევები (Vol. 10)

მხატვრობა · ხელოვნება · DIY

ჩემი ნახატები აკვარელში Vol 3

დიდი ხნის პაუზის შემდგომ, დღევანდელი კვირა დღის საღამო კვლავ ხატვასა და აკვარელებს დავუთმე! გამოგიტყდებით და – ნამდვილი ნეტარებაა… ერთადერთი მიზეზი, რის გამოც ხშირად არ ვხატავ, ისაა, რომ ფუნჯებისა და საღებავების გამოტანა მეზარება… ჰმ! გასალახი ვარ, აბა რა ვარ… რაღაც ასე ძლიერ მიყვარს, სულიერ სიმშვიდეს მანიჭებს, მე კი ზარებს ვერ ვიხსნი.

ბუნება · მეგობრები · მხატვრობა · საქართველო · ხელოვნება

შაბათი მეგობრებთან ერთად

უკვე აღარ მახსოვს, კვირის ბოლოს როდის დავრჩი მთელი დღით სახლში. სამსახურიდან მოსულსა და დაღლილს, შაბათ საღამოს სახლში ჯდომა და ხატვა მსურდა, მაგრამ ვინ მაცალა. მეგობრებმა ნამუსზე ამაგდეს და ამ პაპანაქებაში გარეთ გამომაგდეს. როგორც უკვე გითხარით, დიდი ხანია, რაც დაქალები არ მყავდა ნანახი. პინგვინების სტუმრობა გვქონდა გადაწყვეტილი ზოოპარკში. მაგრამ შეხვედრა 7-ისთვის დავთქვით, მე კი ამ სიცხეში, სახლში… Continue reading შაბათი მეგობრებთან ერთად

ბლოგი

საკურა – ალუბლის ყვავილები

იაპონიაში ვიზიტისათვის, საუკეთესო პერიოდი გაზაფხულია. როცა ალუბლის ხე ყვავილებს ისხამს, აქ ყოფნას არაფერი სჯობს.