ჩემი ქორწილი

✓ რესტორანი / ბანკეტი (Vol. 25)

რესტორანში რომ მივედით, სტუმრები უკვე მაგიდებზე განაწილებულიყვნენ მოსაწვევების მიხედვით. ზღურბლზე თეფში დაგვახვედრეს… გიორგი გავაფრთხილე – დაბალქუსლიანი ფეხსაცმლით ვერ გავტეხ და აბა შენ იცი, არ შემარცხვინო მეთქი. ხოდა, არც აცია, არც აცხელა და – ერთი დარტყმით დაამსხვრია. ეს ჩემი ნათქვამი ისე დაუჯდა თავში, მეორე დღეს შინ რომ მივედით – იქაც კი არ მიმაკარა თეფშს, ფეხის გამოყოფაც… Continue reading ✓ რესტორანი / ბანკეტი (Vol. 25)

ჩემი ქორწილი

✓ ფოტოსესია ლისის ტბაზე (Vol. 24)

იუსტიციის სახლში ხელის მოწერის შემდგომ გეგმისამებრ, ლისის ტბაზე ავედით. აქ უკვე დავრწმუნდი, რომ ჩემი დაქალები ადგილზე იყვნენ. და მათთან ერთად ჩემი ცხოვრები ერთ-ერთი საუკეთესო დღის უფრო გალამაზებას შევუდექი. ჩვენი მისია ფოტოების გადაღება იყო და ვგონებ, წარმატებითაც შევასრულეთ. ამინდში გაგვიმართლა. მართალია, კაბაში მცხელოდა, თუმცა ზაფხულის მწველი მზეც გადასულიყო და არც წვიმას შევუწუხებივართ. მოგვიანებით, სტუმრებს ვურჩიეთ რესტორანში… Continue reading ✓ ფოტოსესია ლისის ტბაზე (Vol. 24)

ჩემი ქორწილი

✓ ხელის მოწერის ცერემონია (Vol. 23)

იუსტიციის სახლთან მისულებს ჩემი დაქალები ადგილზე დაგვხვდნენ და დაიწყო მათთან ერთად პოზირებაც. შემდგომ ქორწინების სახლიში გვიხმეს. სანამ სტუმრები დალაგდებოდნენ – ჯერ ისინი შეიყვანეს დარბაზში – ჩვენ ცოტა ხნით ჩამოვსხედით… მერე ჩვენი ჯერიც დადგა. არავის გავუფრთხილებივართ, რომ ერთმანეთისთვის რამე უნდა გვეთქვა. მაღალფარდოვანი სიტყვების არც თავი მქონია და არც სურვილი, ვინმეს მოესმინა, ერთის გარდა. ამიტომ, იმ ერთს დავპირდი,… Continue reading ✓ ხელის მოწერის ცერემონია (Vol. 23)

ჩემი ქორწილი

✓ ჯვრისწერა (Vol. 21)

მე და გიორგიმ ტაძარი დიდი რუდუნებით შევარჩიეთ. გვსურდა, განსაკუთრებული ყოფილიყო. მართლაც, “ანჩისხატი” – უძველესია თბილისში. მამაოც, რომელმაც ჯვარი დაგვწერა, საოცარი იყო. ამ დიდ საიდუმლოზე ბევრს არ ვისაუბრებ. ეს უფრო პირადულია, ვიდრე სხვა ყველა დანარჩენი. ამიტომაც, ჩემს განცდებსა და ფიქრებს ჩემთვის დავიტოვებ. თქვენ კი შეგიძლიათ, სურათები შეათვალიეროთ. რჩევის სახით კი გეტყვით, რომ ტაძარს ჯვრისწერაზე სასურველ თარიღამდე… Continue reading ✓ ჯვრისწერა (Vol. 21)

ჩემი ქორწილი

✓ ტაძრისაკენ – ტრანსპორტში (Vol. 20)

მანქანაში შამპანური გავხსენით… მე და გიორგიმ მოლოცვები მივიღეთ ყველაზე ახლო ადამიანებისაგან – ჩვენი მეჯვარეებისაგან. სურათების გადაღებისას ჩვენი ტრანსპორტი რამდენჯერმე შეჩერდა. მეთქი, რა ხდება… ჩავთვალე, რომ არაფერი სერიოზული, რაზეც ყურადღების გამახვილება ღირდა. მესამედ რომ შეჩერდა, თურმე, მოტორს ცეცხლი ეკიდა. ვიფიქრე, გადახურდა მეთქი… 😀 ამიტომ, მამაჩემი სანამ არ ჩანდა ჰორიზონტზე, არ ვღელავდი. მამაჩემიც რომ დავინახე მანქანასთან, მაშინ… Continue reading ✓ ტაძრისაკენ – ტრანსპორტში (Vol. 20)

ჩემი ქორწილი

✓ მაყრები სახლში (Vol. 19)

სალონიდან წამოსულებმა ჩემს თაიგულზე გავიარეთ. მერე სასწრაფოდ მივედით სახლში. დრო ცოტა გვქონდა. ელვისებურად ჩქარა ჩავიცვი საქორწილო კაბა. მეტყობა კიდეც. გული რომ არ წამსვლოდა, ლავაშს ვეძგერე. სულ დამავიწყდა მაკიაჟი რომ მეკეთა და ტუჩის საცხი. მაგრამ იმდენად მდგრადი იყო, რომ ბევრი არაფერი დაკლებია. ამასობაში ფოტოგრაფიც მოვიდა და მითხრა, რომ მასეთ დროს რაფაელოა ენერგიის მომცემი და ეგ ჭამეო.… Continue reading ✓ მაყრები სახლში (Vol. 19)

ჩემი ქორწილი

✓ ქორწინების სახლი (Vol. 17)

არასდროს მომწონებია ქორწინების სახლები, სადაც ოდესმე ვყოფილვარ. განსაკუთრებით, არ მომწონდა ვორონცოვზე, სანაპიროზე მდებარე დაწესებულება, თუმცა, სხვებს კიდევ სჯობდა. მერე, გამოსავალივით თავს იუსტიციის სახლის ქორწინების დარბაზი დამატყდა. მხოლოდ შესაბამისი ორგანოს ფეისბუქის საიტზე მქონდა სურათები ნანახი. თავადაც ხომ უნდა მენახა? ამიტომ, ქორწილამდე რამდენიმე კვირით ადრე მე და გიორგი ვესტუმრეთ “სოკოებიან” შენობას, “სოკოებიანს” ხალხი ეძახის, თორემ, რეალურად –… Continue reading ✓ ქორწინების სახლი (Vol. 17)