წლის პირველი პოსტი

ჯერ კიდევ გუშინ დავიწყე… რამდენიმე აბზაცი დაწერილი მქონდა, მაგრამ ავტომატურად არ შეუნახავს და დავრჩი ისე… აქამდე რას აკეთებდიო, თუ მკითხავთ, გეტყვით, რომ საცივში თავი არ მდებია. ხოო, მართლა, ყველა დღესასწაულს ერთად გილოცავთ! თქვენ როგორც გაგიხარდებათ, ისე ყოფილიყავით 😉 აგერ, უკვე მალე მეშვიდე გაზაფხული იქნება, რაც ბლოგი მაქვს და არასდროს გამომიქვეყნებია ჩემი “წლის გეგმა” – ერთი…

რა გავაკეთე შვებულების დროს

4 აგვისტოდან – 17 აგვისტოს ჩათვლით მქონდა ნანატრი შვეულება, რომლის დროსაც: ვიყავი: კოჯორში; წყნეთში; მცხეთაში; ქუთაისში; მარტვილსა და სენაკში; სამ პანაშვიდსა თუ გასვენებაში (მარტვილი, სენაკი, თბილისი); სამსახურში – ერთხელ; სამსახურის საქმეზე – ერთხელ; წავიკითხე: მამაჩემი, ბობ დილანი და კაცი საკაბელოდან; A Kingdom of Dreams (განმეორებით); ლამაზი მეგობარი; 4 კონტრაქტი და 3 დადგენილება;

კვირა სახლში

ბოლო თვეებისა და გუშინდელი საღამოს შემდგომ მსურდა კვირა დღე საკუთარი თავისთვის დამეთმო. მკაცრად მქონდა გადაწყვეტილი, რაც უნდა მომხდარიყო, სახლიდან არ გავსულიყავი (თუ მაღაზიას არ ჩავთვლით, რომელიც შენობის სარდაფშივეა). დედამ ტრადიცია არ დაარღვია და ისევ მომართვა ყავა ლოგინგში. დილა სწორად ამ ყავითა და კითხვით დავიწყე. ნილ გეიმანის “კორალაინი” ერთი ამოსუნთქვით წავიკითხე, თუმცა, ისეთი არ იყო, როგორსაც მოველოდი. ცოტა იმედი…

შაბათი მეგობრებთან ერთად

უკვე აღარ მახსოვს, კვირის ბოლოს როდის დავრჩი მთელი დღით სახლში. სამსახურიდან მოსულსა და დაღლილს, შაბათ საღამოს სახლში ჯდომა და ხატვა მსურდა, მაგრამ ვინ მაცალა. მეგობრებმა ნამუსზე ამაგდეს და ამ პაპანაქებაში გარეთ გამომაგდეს. როგორც უკვე გითხარით, დიდი ხანია, რაც დაქალები არ მყავდა ნანახი. პინგვინების სტუმრობა გვქონდა გადაწყვეტილი ზოოპარკში. მაგრამ შეხვედრა 7-ისთვის დავთქვით, მე კი ამ სიცხეში, სახლში…