თავსატეხი · სიბრძნე და გამოცდილება

მუქთა იყოს, კუბო იყოს…

ამ ხალხს ყველაფერი უფასოდ უნდა! ამას წინათ ფეისბუქზე შემომხვდა არ მახსოვს ვისი სტატუსი: “- ნაცნობმა დიდის ამბით დამპატიჟა დაბადების დღეზე და მერე, სასხვათაშორისოდ და ვითომ ხუმრობით დააყოლა, – ფოტოაპარატის გარეშე არ მოხვიდეო…” ბებიაჩემი მთხოვდა, ექიმი გამოდი და მერე უფასოდ მიმკურნალებო… ბებიას ეგ სურვილი ვერ ავუსრულე, არც დაცალდა, საწყალს… იქამდე მიილია, სანამ სკოლას დავამთავრებდი. დღეს დილით… Continue reading მუქთა იყოს, კუბო იყოს…

ჩემი ქორწილი

✓ ფოტოსესია ლისის ტბაზე (Vol. 24)

იუსტიციის სახლში ხელის მოწერის შემდგომ გეგმისამებრ, ლისის ტბაზე ავედით. აქ უკვე დავრწმუნდი, რომ ჩემი დაქალები ადგილზე იყვნენ. და მათთან ერთად ჩემი ცხოვრები ერთ-ერთი საუკეთესო დღის უფრო გალამაზებას შევუდექი. ჩვენი მისია ფოტოების გადაღება იყო და ვგონებ, წარმატებითაც შევასრულეთ. ამინდში გაგვიმართლა. მართალია, კაბაში მცხელოდა, თუმცა ზაფხულის მწველი მზეც გადასულიყო და არც წვიმას შევუწუხებივართ. მოგვიანებით, სტუმრებს ვურჩიეთ რესტორანში… Continue reading ✓ ფოტოსესია ლისის ტბაზე (Vol. 24)

ჩემი ქორწილი

✓ ფოტოსესია ძველით ახალ თბილისში (Vol. 22)

ჯვრისწერის შემდგომ – ხელის მოწერის ცერემონიამდე დრო საკმარისზე მეტი გვქონდა. ამიტომაც, გადავწყვიტეთ ძველ თბილისში გაგვესეირნა. წინა დღით საქართველო-შოტლანდიის მატჩი გაიმართა, თუ არ ვცდები. ხოდა, ქალაქი სავსე იყო შოტლანდიელებით. განსაკუთრებით, შარდენის მიმდებარე ტერიტორია. როდესაც ანჩისხატიდან სიონამდე მივდიოდით, ქვედა ფოტოებზე გამოსახული რიგები გამოვიარეთ, სადაც უცხოელები ისხდნენ. ჩვენს დანახვაზე ტაში შემოკრეს. ისეთი სასიამოვნო გრძნობა იყო… არადა, მხოლოდ ქართველები… Continue reading ✓ ფოტოსესია ძველით ახალ თბილისში (Vol. 22)

ჩემი ქორწილი · ძირითადი

✓ სახალისო ფოტოსესია ქორწილისთვის ((ნაწილი 2) (Vol. 6))

თუ არც ისე მოხერხებული ხარ, რომ შენი ხელით გააკეთო სახალისო ღრუბლები საქორწილო ფოტოსესიისათვის და არც სადმე გეჩქარება, ღირშესანიშნავ დღემდე დიდი დრო გაქვს, მაშინ, შეგიძლია eBay-ს მიმართო და გამოიწერო ნიღბები. არჩევანი საკმაოდ დიდია. ჩემი შევაჩერე 31 ნიღბიან შეკვრაზე, რომელიც ქვედა სურათშია მოცემული. იმედია, ყველაფერი საღ-სალამათი ჩამოვა და ბევრი წვალება არ მომიწევს. რაც უნდა გაითვალისწინო, ისაა, რომ… Continue reading ✓ სახალისო ფოტოსესია ქორწილისთვის ((ნაწილი 2) (Vol. 6))