მოგზაურობა · საინტერესო

საუცხოოდ განათებული ადგილები

კარგი განათება ბევრ რამეს ცვლის, ეს პირველად მაშინ აღმოვაჩინე, ძველმა ხელისუფლებამ ქალაქის ქუჩები და ნაგებობები გაანათა… ბევრი შენობა (მათი სილამაზე) სწორედ მაშინ “აღმოვაჩინე” თავიდან. მართალია, განათებაზე ძალიან ბევრი სახსარი იხარჯება ბიუჯეტიდან, თუმცა… თავად განსაჯეთ: Advertisements

ძირითადი

BIAFF 2014 – ზამთრის ძილი

გაერთიანებული სტამბულის შემდგომ, ეს იყო რიგით მეორე ფილმი, რომელმაც ჩემზე ყველაზე დიდი შთაბეჭდილება მოახდინა – არასაკნონკურსო. ზამრთრის ძილისათვის ნური ბილგე ჯეილანს ოქროს პალმის რტო აქვს მიღებული კანის წლევანდელ კინოფესტივალზე. სიუჟეტი ვითარდება ანატოლიაში – პატარა სასტუმროში, რომელიც ზამრთის პირს ერთგვარ თავშესაფრად იქცევა. სასტუმროს მესაკუთრე აიდინი, ყოფილი მსახიობია, რომელსაც ახალგაზრდა ცოლთან, ნიჰალთან ყველაფერი რიგზე ვერ აქვს. წყვილთან ერთად… Continue reading BIAFF 2014 – ზამთრის ძილი

ბლოგი · კინემატოგრაფია

ბლოგერები BIAFF-ის შესახებ – ინტერვიუ აჭარის ტელევიზიისათვის

Press Cafe-ში, ბლოგერების სამფლობელოში აჭარის ტელევიზია გვეწვია და ზოგიერთი ჩვენგანისაგან ინტერვიუ აიღო.

bloggers

“ბათუმის საერთაშორისო საავტორო კინოფესტივალს თხუთმეტამდე ბლოგერი აშუქებს. ისინი BIAFF-ის სამუშაო პროცესში უკვე მეოთხე წელია ჩართულები არიან, სპეციალური ჟიური კი ბლოგერების მიერ დაწერილ საუკეთესო სტატიებს ფესტივალის დასრულების შემდეგ გამოავლენს. გიორგი წეროძე გიამბობთ.”

– იტყობინება ტელევიზიის ოფიციალური გვერდი – YouTube – ზე.

ხოდა, იმის თქმა მსურდა, რომ მომწონს რეპორტაჟების ვიდეო–საიტებზე განთავსების პრაქტიკა თანდათან ფეხს რომ იკიდებს ჩვენთან. აბა, ტელევიზორს მე თითქმის არასდროს ვუყურებ ხოლმე…

Me

თუნდაც, საკუთარი თავის ხილვის მიზნით.

ბლოგი · კინემატოგრაფია · საინტერესო

ბათუმისკენ ჰერი-ჰერი

ბათუმის ბილეთი საავტორო კინოს მე-9 საერთაშორისო ფესტივალის გახსნამდე რამდენიმე დღით ადრე ავიღე მწვანე ვაშლთან ერთად.  გამგზავრების დილას ბაქანზე გაბო შეგვხვდა, რომელიც მეზობელი ვაგონით მოგვყვებოდა.