ბლოგი · კარიერა · ლიტერატურა · მეგობრები · მოგზაურობა · მხატვრობა · პირადი · სიყვარული · ურთიერთობები · ჯანმრთელობა · DIY

წლის პირველი პოსტი

ჯერ კიდევ გუშინ დავიწყე… რამდენიმე აბზაცი დაწერილი მქონდა, მაგრამ ავტომატურად არ შეუნახავს და დავრჩი ისე… აქამდე რას აკეთებდიო, თუ მკითხავთ, გეტყვით, რომ საცივში თავი არ მდებია. ხოო, მართლა, ყველა დღესასწაულს ერთად გილოცავთ! თქვენ როგორც გაგიხარდებათ, ისე ყოფილიყავით 😉 აგერ, უკვე მალე მეშვიდე გაზაფხული იქნება, რაც ბლოგი მაქვს და არასდროს გამომიქვეყნებია ჩემი “წლის გეგმა” – ერთი… Continue reading წლის პირველი პოსტი

ბუნება · თავსატეხი · საინტერესო

ჯოჯოხეთის კარიბჭე

ჯოჯოხეთის კარიბჭე  არის ყარაყუმის უნაბნოში, თურქმენეთში მდებარე მდელო, რომელიც მდიდარია ბუნებრივი აირით. სულ რაღაც ორმოცი წელია, რაც საბჭოთა მეცნიერებმა ის აღმოაჩინეს 1971 წელს და მთელი ამ ხნის მანძილზე აირი იწვის და არ ნელდება. მიწამ ვერ გაუძლო მბურღავი დანადგარების სიმძიმემ და ჩავარდა. მეცნიერებმა მიიღეს ზომები, რათა სასწრაფოდ ამოწურულიყო გაზის მარაგი და აპრობირებული მეთოდით მას ცეცხლი წაუკიდეს, თუმცა, იმას ნამდვილად… Continue reading ჯოჯოხეთის კარიბჭე

მეგობრები · საქართველო

გასეირნება ძველ თბილისში

მეგობრებთან და საყვარელ ადამიანებთან ერთად ბოდიალს არაფერი სჯობს. განსაკუთრებით, თუ საბოდიალო ადგილი ძველი თბილისია. ხანდახან წარმოვიდგენ, რომ უცხოელი ტურისტი ვარ და ამ ყველაფერს პირველად ვხედავ. ყოველ ჯერზედ ახალ–ახალ რაღაცებს აღმოვაჩენ და შთაბეჭდილებაც სხვადასხვანაირია. ხო და კიდევ, გასეირნება ქალაქური ხინკლით ან აჭარული ხაჭაპურით თუ არ აღნიშნე, “რაა მამული…” მოკლედ, მიყვარს მე ამგვარ ბოდიალში გატარებული დღეები.