ჩემი ქორწილი

✓ რესტორანი / ბანკეტი (Vol. 25)

რესტორანში რომ მივედით, სტუმრები უკვე მაგიდებზე განაწილებულიყვნენ მოსაწვევების მიხედვით. ზღურბლზე თეფში დაგვახვედრეს… გიორგი გავაფრთხილე – დაბალქუსლიანი ფეხსაცმლით ვერ გავტეხ და აბა შენ იცი, არ შემარცხვინო მეთქი. ხოდა, არც აცია, არც აცხელა და – ერთი დარტყმით დაამსხვრია. ეს ჩემი ნათქვამი ისე დაუჯდა თავში, მეორე დღეს შინ რომ მივედით – იქაც კი არ მიმაკარა თეფშს, ფეხის გამოყოფაც… Continue reading ✓ რესტორანი / ბანკეტი (Vol. 25)

ჩემი ქორწილი

✓ ფოტოსესია ძველით ახალ თბილისში (Vol. 22)

ჯვრისწერის შემდგომ – ხელის მოწერის ცერემონიამდე დრო საკმარისზე მეტი გვქონდა. ამიტომაც, გადავწყვიტეთ ძველ თბილისში გაგვესეირნა. წინა დღით საქართველო-შოტლანდიის მატჩი გაიმართა, თუ არ ვცდები. ხოდა, ქალაქი სავსე იყო შოტლანდიელებით. განსაკუთრებით, შარდენის მიმდებარე ტერიტორია. როდესაც ანჩისხატიდან სიონამდე მივდიოდით, ქვედა ფოტოებზე გამოსახული რიგები გამოვიარეთ, სადაც უცხოელები ისხდნენ. ჩვენს დანახვაზე ტაში შემოკრეს. ისეთი სასიამოვნო გრძნობა იყო… არადა, მხოლოდ ქართველები… Continue reading ✓ ფოტოსესია ძველით ახალ თბილისში (Vol. 22)

ჩემი ქორწილი

✓ ნიშნობა – 09.08.2015 (Vol. 12)

2015 წლის 09 აგვისტოს გიორგი და მისი უახლოესი ნათესავები ჩვენსას გვესტუმრნენ. პატარა სუფრა გვქონდა. გაცნობითი ხასიათის. შეხვედრას სტატუსი უნდა ჰქონოდა და მიუხედავად იმისა, რომ ჩვენი მომავალი მეჯვარეები გვერდით არ გვყავდნენ, ბეჭდები გავცვალეთ და სტუმრობას ნიშნობის იარლიყი დავადეთ. როგორც მეგრელებს გვჩვევია, დედაჩემმა დაახვავა მაგიდაზე ბარაქა. მე რაც შემეძლო, ვეხმარებოდი. მაგრამ ლომის წვლილი სწორადაც რომ მას და… Continue reading ✓ ნიშნობა – 09.08.2015 (Vol. 12)

ჩემი ქორწილი

✓ საქორწილო მოსაწვევები (Vol. 10)

ძველად საქართველოში, ქორწილებში, თურმე, სპეციალურად იყო ხოლმე გამოყოფილი პირი, რომელიც სტუმრებს მაგიდების მიხედვით გადაანაწილებდა და დასხამდა. აღნიშნული – რესტორნის მენეჯერისაგან გავიგე. როგორც უკვე გამცნეთ, მკაცრად მქონდა გადაწყვეტილი მაგიდები დაგვენომრა და სტურები შესაბამისსად მოგვეთავსებინა. პირველი რომ მოვაგვარეთ, მეორე დადგა დღის წესრიგში. სიმართლე გითხრათ, გადავქექე მთელი ინტერნეტი – გუგლის საძიებო სისტემიდან დაწყებული – პინტერესტით დამთავრებული. ასე კაბის არჩევის… Continue reading ✓ საქორწილო მოსაწვევები (Vol. 10)

ჩემი ქორწილი

✓ მაგიდის დიზაინი ((ნაწილი 1) (Vol. 7))

ჩემი ერთ-ერთი უახლოესი მეგობრის ქორწილში, სტუმრებს არ ჰქონდათ მითითება ინ სად დამჯდარიყო. ამის გამო, ხალხის მასა ერთმანეთში აირია და ჯამში, პირადად მე და ჩემი რამდენიმე დაქალი ჩვენი სამეგობროდან არც ისე შორს, მაგრამ განსხვავებულ მაგიდასთან მოვხვდით. შედეგად, უნდა გამოგიტყდეთ, იმ საღამოს დიდად ვერ ვისიამოვნე და ჩემს თავს შევპირდი, რომ თუ ოდესმე გავთხოვდებოდი და ქორწილი მექნებოდა, აუცილებლად გავანაწილებდი… Continue reading ✓ მაგიდის დიზაინი ((ნაწილი 1) (Vol. 7))