სიყვარული · ურთიერთობები

მიყვარხარ!

დრაფტებში ჩემი ძველი ნაჯღაბნი ვიპოვე, ძალიან რომანტიყვად მეჩვენა, მარა, ესკიზების მტვერისთვის მაინც მენანება და მგონი, არც ისეთი პათეტიკურია, დღის შუქს რომ არ იმსახურებდეს. რა არის სიყვარული? ალბათ, სიმშვიდის უსასრულო შეგრძნებაა, რომელიც იმით არის გაპირობებული, რომ ზურგი გაქვს. გეიმედება. იცი, რომ რაც უნდა მოხდეს, ყველაფერს გაუძლებთ ერთად. კიდევ, ალბათ მონატრების შეგრძნებაა, ესეც უსასრულო. გვერდით გყავს და… Continue reading მიყვარხარ!

ლიტერატურა · ლიტერატურის მიმოხილვა

ლორენ ოლივერის – “პანდემონიუმი”

ვისაც ლორენ ოლივერის – “დელირიუმი” წაკითხული აქვს და მისი მეორე ნაწილის თარგმნას ელოდებოდა, შეგიძლიათ, იხაროთ – “პანდემონიუმი” უკვე ქართულ ენაზეც შეგიძლიათ იხილოთ წიგნის მაღაზიის “ბესტსელერების” თაროზე. პირველი წიგნი რომ წავიკითხე, დასასრულს ისეთი გრძნობა მქონდა, თითქოს, მთავარ მოქმედ გმირთან ერთად, სამყარო თავზე ჩამომექცა. “პანდემონიუმი” კი ცხოვრების წიგნის ახალი თავივით არის – იმედის მომცემი და იმის მანიშნებელი, რომ… Continue reading ლორენ ოლივერის – “პანდემონიუმი”

ჩემი ქორწილი

✓ 05.09.2015 ყველაზე მნიშვნელოვანი დღე ჩემს ცხოვრებაში, YET (Vol. 1)

ყოველი დღე ღვთის საჩუქარია, თუმცა დღევანდელი დღე იმით არის აღსანიშნავი და გამორჩეული, რომ ჩვენია! ამ თარიღამდე გრძელი გზა გამოვიარეთ თითოეულმა ცალ-ცალკე და შემდეგ, მცირე მონაკვეთი – ერთად და ამ მოგზაურობისას აღმოვაჩინეთ, რომ მე “მე” ვარ და ის “ის” არის და რომ ცხოვრების ბილიკზე ამიერიდან ბოლომდე ერთად გვსურდა გვევლო. ცხოვრების ეს ეტაპი ალბათ, ყველა ადამიანისთვის ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესია, ამიტომ, გადავწყვიტე,… Continue reading ✓ 05.09.2015 ყველაზე მნიშვნელოვანი დღე ჩემს ცხოვრებაში, YET (Vol. 1)

სიყვარული

Valentines Day Gifts

For Him

თავსატეხი · საინტერესო · ურთიერთობები · ცხოვრება

გოგოები, რომლებიც… ანუ Не надо так, сука!

დამოუკიდებლად ნაბიჯს ვერ დგამენ… უფრო სწორი იქნებოდა – არ დგამენ. სინამდვილეში, სრულიადაც არ არიან ისეთი სუსტები, როგორადაც თავი მოაქვთ, პირიქით; უბრალოდ ამ ხელოვნურ “უუნარობას” იყენებენ, რათა სასურველ ადამიანთან ჰქონდეთ რაც შეიძლება მეტი შეხება. კაცებსაც, იმის განცდა უჩნდებათ, რომ სუპერმენები და გმირები არიან. თავს საჭიროდ მიიჩნევენ და ზოგიერთი მათგანი, თუ გამოცდილი არ არის – მახეშიც ადვილად ებმევა. მესმის,… Continue reading გოგოები, რომლებიც… ანუ Не надо так, сука!

ბუნება · თავსატეხი · მშობლები · პირადი · საქართველო · სიყვარული · ურთიერთობები · ცხოვრება

შორთქათი გაზაფხულისკენ

ჩემს ცხოვრებაში არასდროს მყვარებია გაზაფხული. ზამთარში თოვლი მიხაროდა, ზაფხულში – არდადეგები, მზე და ზღვა. შემოდგომასაც ჰქონდა თავისი ხიბლი – უნივერსიტეტში/სკოლაში დაბრუნება – მეგობრებისა და მონატრებული ხალხის ხილვის გამო. გაზაფხული წვიმებთან და ჩამოუყალიბებელ ამინდებთან ასოცირდებოდა. ნუ მაისს კიდევ არაუშავდა, ბუნება იღვიძებდა – მაგრამ მოახლოებული გამოცდების მოლოდინი ყველანაირ ხალისს ჰკლავდა, გარშემო სილამაზე აღმექვა. არ მინდა აუგი ვთქვა, მაგრამ… Continue reading შორთქათი გაზაფხულისკენ