მოგზაურობა სვანეთში, დღე მეორე

დილა უთენია კარებზე კაკუნი გაისმა, რომელიც მე არ გამიგია. ბესომ რომ ადრე დაიძინა, ადრე ადგა და ჩვენს გაღვიძებას შეუდგა. მარიამს არ დაეზარა და ადგა, კომპანიონობა გასწია, რისთვისაც დიდად მადლობელი ვარ, იმიტომ, რომ მომეცა საშუალება რამდენიმე საათი კიდევ წამეძინა. მე ხომ დილის ძილი ასე ძლიერ მიყვარს. მერე გენაც შეუერთდა ეზოში მონებივრეთ. ნამუსმა შემაწუხა და მეც გადავწყვიტე…

მოგზაურობა სვანეთში, დღე პირველი

ჩემი ბლოგის მკითხველებისათვის უკვე ცნობილია, რომ სვანეთში ვაპირებდი წასვლას კლასელებთან ერთად. ამ ჩანაფიქრს “სიმთვრალეში” ჩაეყარა საფუძველი და არ მეგონა, ასე ფხიზლად თუ შევასრულებდით ყველაფერს. ერთმანეთს ზუსტად დილის 5 საათზე შევხვდით. არცერთს დავიგვიანია. WOW! პუნქტუალობის დედები და მამები გავიჩითეთ უცებ. 6–ის 5 წუთზე უკვე თბილისიდან ვიყავით გასულები. ყველაზე დიდი ხნით ზესტაფონის ლავაცაში შევჩერდით, სადაც ბიჭებმა ლორიანი…

სვანეთის ხედები

ოცნების მოგზაურობიდან ერთბაშად კოშმარში აღმოვჩნდი. იმდენად დასტრესილი ვარ, რომ ვერ მოვიცალე ერთი კარგი პოსტის გამოსაცხობად. ამიტომ, დასაწყისისთვის, უბრალოდ, ჩემ მიერ გადაღებულ ხედებს გაგიზიარებთ. მოგვიანებით, მეგობრის ციფრულით გადაღებულ სხვა ფოტოებსაც გაგიზიარებთ. ყოველ მიზეზ გარეშე ესტუმრეთ სვანეთს, ოღონდ, გაითვალისწინეთ ჩემი რჩევა და აუცილებლად ჩაფრინდით ვერტმფრენით, თორემ გზამ შეიძლება თითქმის ყველა თქვენი შთაბეჭდილება წაშალოს. დღე პირველი დღე მეორე

I’m so excited

And I just can’t hide it… ახლავე მოგიყვებით, რატომაც… 1. შეთანხმების დადება –  ✓ წინა შაბათს კლასელების შეხვედრა გვქონდა ად გაგრძელების სახით გადაწყდა, რომ მომავალ შაბათ–კვირას სვანეთში წავიდოდით. საკმაოდ შეზარხოშებულნი ვიყავით და ამიტომაც, რომ არ გადაგვეთქვა გამოფხიზლებულებს, იქვე შეთანხმება გავაფორმეთ. 2. ნებართვის მოპოვება – ✓ განცხადება დავწერე და უფროსს შევუტანე, შაბათს არ ვიქნები მეთქი.