ლორენ ოლივერის – “პანდემონიუმი”

ვისაც ლორენ ოლივერის – “დელირიუმი” წაკითხული აქვს და მისი მეორე ნაწილის თარგმნას ელოდებოდა, შეგიძლიათ, იხაროთ – “პანდემონიუმი” უკვე ქართულ ენაზეც შეგიძლიათ იხილოთ წიგნის მაღაზიის “ბესტსელერების” თაროზე. პირველი წიგნი რომ წავიკითხე, დასასრულს ისეთი გრძნობა მქონდა, თითქოს, მთავარ მოქმედ გმირთან ერთად, სამყარო თავზე ჩამომექცა. “პანდემონიუმი” კი ცხოვრების წიგნის ახალი თავივით არის – იმედის მომცემი და იმის მანიშნებელი, რომ…

კირა კასი – “შერჩევა”

კირა კასის – “შერჩევა” – ქართველ მკითხველს გამომცემლობა “პალიტრა L” – მა – სერიით “Liberteens – შენი თაობის არჩევანი” – არგუნა.  თინეიჯერული კი ჰქვია, მაგრამ ყველაზე დიდი ინტერესით მაინც ამ სერიის წიგნებს ველი, ხოლმე. ეს არის “შიმშილის თამაშები” პრინცის გულის დასაპყრობად. ნუ, მთლად ხოცვა-ჟლეტას არ აქვს ადგილი, თუმცა, 35 გოგო სხვადასხვა კასტიდან ტახტის მემკვიდრის ცოლობისათვის…

პალიტრა L – გამომცემლობა, რომელიც ზრუნავს ჩემზე

პალიტრა L – ეს არის გამომცემლობა, რომელსაც როგორც გამცნეთ, მინდა განსაკუთრებული მადლობა გადავუხადო. ეს არის გამომცემლობა, რომელიც ზრუნავდა ჩემს საშვებულებო, უფრო მეტიც – თაფლობის თვის განწყობაზე და არა მხოლოდ. ყველაფერი კი იმით დაიწყო, რომ ერთ დღესაც პალიტრა L-ის ანგელოზი გამომეცხადა და ჩემს ცხოვრებაში ახალი ერა დაიწყო. მას შემდგომ გაფაციცებით ველოდები მის გამოჩენას, რამდენადაც ის ჩემთვის…

კაზუო იშიგუროს დაფლული გოლიათი

მე-20 საუკუნის „ყველაზე ინგლისური რომანი“ იაპონელმა დაწერა და ეს მწერალი კაზუო იშიგუროა! – აღნიშნავენ ბრიტანელი კრიტიკოსები ერთხმად. რა არის ჩვენი სიცოცხლე მახსოვრობის გარეშე? შეგვიძლია თუ არა გავაგრძელოთ ცხოვრება, თუ კი არ გვაქვს წარსული? იქნებ, სჯობს კიდეც უცოდინრობა? მეფე არტურის შემდგომი ბრიტანეთი, მითებით, გმირებითა და ტრადიციებით აღსავსე. და მაინც, მყიფე და ადვილად მსხვრევადი ქვეყანა, რომელიც დანის…

ძველი კოლხეთი და მითი არგონავტებზე

ყველა ქართველმა და ალბათ, ბერძენმაც, იცის მითი არგონავტებზე, რომლებიც ძველ კოლხეთში ოქროს საწმისის მოსაპოვებლად ჩამოვიდნენ. ისტორია რეალურად მომხდარ ამბებს ასახავს, მითი – მისტიური – გამოგონილს. ძნელია გაარჩიო, სად იწყება მითი და სად რეალობა. მაგრამ ასეა თუ ისეა, მტკიცებულება ბევრი მოგვეპოვება და ამას “პალიტრა L”-ის “საქართველოს ილუსტრირებული ისტორიის” სერიის მეცამეტე ტომის ფურცლების გაცნობისას მარტივად შეიტყობთ. მთელს მსოფლიოში…

ტკივილის წყურვილი – ენდრიუ მილერი

“ტკივილის წყურვილი” არის ენდრიუ მილერის რომანი, რომელიც ასახავს მეთვრამეტე საუკუნეში დაბადებული ადამიანის ცხოვრების ქრონიკას, რომელსაც არ გააჩნია ტკივილის შეგრძნების უნარი. ჯეიმს დაიერი საშიში პიროვნებაა. ის საშიშია, რამდენადაც, მას ბევრი არაფერი ადარდებს. უდარდელი ხალხი კი ყოველთვის ბასრი დანის პირივითაა. დალოცვილი ან დაწყევლილი, როგორც გენებოთ, მდგრადია ნებისმიერი ტკივილისადმი, როგორც ფიზიკური, ისე – სულიერი და ამგვარად, განიცდის რა…

არაბობა საქართველოში – ილუსტრირებული ისტორია

“არაბობა საქართველოში” – ასე ეწოდება გამომცემლობა “პალიტრა L”-ის ერთ-ერთ ყველაზე ძვირფასი სერიის – “საქართველოს ილუსტრირებული ისტორიის” მე-12 ტომს. ყველაძე ძვირფასი იმიტომ, რომ საქართველოს ისტორიაზე უფრო ძვირფასი, არ ვიცი, რა უნდა გვქონდეს ქართველებს. ამ საგანძურს გაფრთხილება და მოვლა სჭირდება, რამდენადაც ეს ჩვენს მყოფადობაზე აისახება და პირდაპირპროპორცილია ჩვენი შინაგანი კულტურის განვითარებისთვის. საქართველოს ისტორიის ეს ვიზუალური რეკონსტრუქცია მთავარ…

უცნაური თომასი (Top თრილერი) დინ კუნცი

დინ კუნცის წიგნი “უცნაური ტომასი” ამავე ავტორის ნაწარმოებთა სერიის – “უცნაურის” პირველი რომანია. წიგნის ინსპირაცია სატელევიზიო შოუ – “მედიუმი” უნდა გამხდარიყო, რამდენადაც მათ შორის რადმენიმე მსგავსებაა. უმთავრესად ის, რომ ორივე მთავარ მოქმედ გმირს შეუძლია გარდაცვლილების დანახვა, მათთან ურთიერთობა და ამის დახმარებით დანაშაულთან გამკლავება ან მისი თავიდან არიდება. განსახილველი რომანის გმირს, რომლის შესახებაც დღეს უნდა მოგითხროთ, უცნაური…

მე(ც) აქ ვიყავი

ბოლო პერიოდში გეილ ფორმანი და მისი წიგნები საქართველოში დიდი პოპულარობით სარგებლობენ. ეს ალბათ, “გამომცემლობა პალიტრა L”-ის დამსახურებაა, რადგანაც, ქართველ მკითხველს მისცა საშუალება გასცნობოდა აღნიშნულ ავტორს. “მე აქ ვიყავი” – კიდევ ერთი წიგნია სერიიდან LiberTeens.  ეს არის ნაწარმოები მეგობრობაზე, სიყვარულზე, ურთიერთობებზე, პატიებაზე. მიტევება ყველაზე რთული რამაა ამ ცხოვრებაში. განსაკუთრებით ჭირს საკუთარი თავის პატიება. What If  –…

ლორენ ოლივერის – “დელირიუმი” – ანუ, სამყარო სიყვარულის გარეშე

“Love, the deadliest of all deadly things: It kills you both when you have it and when you don’t.” ოდესმე თუ გიფიქრიათ, როგორი იქნებოდა ცხოვრება სიყვარულის გარეშე? ნებისმიერ შემთხვევაში, როგორიც უნდა იყოს თქვენი პასუხი, შედეგი ერთია – ეს (წიგნში აღწერილი) სწორედ ის სამყაროა, რომელიც იარსებებდა ადამიანებს ერთმანეთის სიყვარულის უნარი რომ არ გვქონოდა. დისტოპიური რომანი მოეწონება…

საბჭოთა ტერორი – ილუსტრირებული ისტორია

რამდენიმე დღის წინ ხელთ ჩამივარდა წიგნი – “საბჭოთა ტერორის” შესახებ. სამსახურიდან დაღლილი რომ ვბრუნდები შინ, ოთახიდან ოთახში დამაქვს და ჩემი ქმარი მეკითხება, ამ(ხელა) წიგნს რას დაათრევ აქეთ-იქეთო და მეც ნიანგივით თვალებს და ცხვირის ნაწილს ამოვყოფ და ჩავყოფ ისევ შიგ. წიგნში ასახული მასალა იმდენად საინტერესოა, რამდენადაც დამთრგუნველი. მასში თავმოყრილია უნიკალური ამბები და დოკუმენტები. თითო მცირე ისტორიის…

თაფლობის თვის საკითხავი – საფრთხე ენდჰაუსში

“საფრთხე ენდჰაუსში” – აგათა კრისტის დეტექტიური რომანია, რომელიც გამომცემლობა პალიტრა L – მა სულ ახლახანს გამოსცა ქართულ ენაზე.  ეს არის პირველი წიგნი, რომელიც თავიდან ბოლომდე აწ უკვე ჩემმა ქმარმა წამიკითხა! დიახ, დიახ. რა საჭიროა აუდიო წიგნები, როდესაც არსებობს აუდიო კი არა და მეუღლე! თავად რომანი იმდენად საინტერესო და ჩახლართულია, ამასთან ერთად მხიარული და მახვილგონივრული, რომ…