ჩემი ქორწილი

✓ ტაძრისაკენ – ტრანსპორტში (Vol. 20)

მანქანაში შამპანური გავხსენით… მე და გიორგიმ მოლოცვები მივიღეთ ყველაზე ახლო ადამიანებისაგან – ჩვენი მეჯვარეებისაგან. სურათების გადაღებისას ჩვენი ტრანსპორტი რამდენჯერმე შეჩერდა. მეთქი, რა ხდება… ჩავთვალე, რომ არაფერი სერიოზული, რაზეც ყურადღების გამახვილება ღირდა. მესამედ რომ შეჩერდა, თურმე, მოტორს ცეცხლი ეკიდა. ვიფიქრე, გადახურდა მეთქი… 😀 ამიტომ, მამაჩემი სანამ არ ჩანდა ჰორიზონტზე, არ ვღელავდი. მამაჩემიც რომ დავინახე მანქანასთან, მაშინ… Continue reading ✓ ტაძრისაკენ – ტრანსპორტში (Vol. 20)

ჩემი ქორწილი

✓ საქორწილო ტორტი (Vol. 15)

საქორწილო ტორტი, რა თქმა უნდა, მადაში შევუკვეთე! მხოლოდ მადაში აკეთებენ ისეთ გემრიელ ტორტებს, რომ თითებს ჩაიკვნეტ! სართული – ორი ნაჭრების რაოდენობა – 70-80 მოტანის სერვისი ღირებულებაში შედიოდა. ორი კვირით ადრე უნდა მოხვიდე შესაკვეთადო და გამაბრუნეს უკან ექვსი კვირით ადრე მისული. 🙂 თითოეული სართული განსხვავებული იყო. ზედა – ატმითა და ვანილით; ქვედა – ჩემი უსაყვარლესი –… Continue reading ✓ საქორწილო ტორტი (Vol. 15)

ჩემი ქორწილი

✓ საქორწინო თაიგული (Vol. 14)

ისევე, როგორც ქორწილთან დაკავშირებულ ყველა სხვა საკითხის შესახებ, თაიგულზეც ძალიან ბევრი ვიფიქრე. გადავწყვიტე, რომ თეთრი არ უნდა ყოფილიყო, რადგანაც, კაბაც თეთრი და თაიგულიც – ორივე იკარგებოდა. არადა, მხოლოდ გიფსოფილას – შემთხვევაში, ფერსაც არ დავეძებდი, მაგრამ ყველამ დამიწუნა იდეა… ცოცხს ჰგავსო. ბევრი ფიქრის შემდგომ, ჩამოვყალიბდი, რომ თაიგული იასამნისფერი ვარდებით, ეს ის იყო, რაც მსურდა და ჩემს… Continue reading ✓ საქორწინო თაიგული (Vol. 14)

ჩემი ქორწილი

✓ საქორწილო თავსაბურავი (Vol. 9)

თავდაპირველად, ვიფიქრე, მაღაზიებს დავივლი, იქნებ, რამე მარტივ თეთრ თავსაბურავს წავაწყდე მეთქი. ერთადერთი, რაც ოდნავ შესაბამისი იყო, პრომოდში – რაღაცნაირად ორიგინალური შარფი. თუმცა, არც კაბის ფერში მიდიოდა და არც – სტილში. თან ზამთრის უფრო იყო და ფასიც – მაღალი ჰქონდა. შეკერვა გადავწყვიტე. დავიარე მაღაზიები. თუმცა, არჩევანი მანამ ვერ გავაკეთე, სანამ საქორწილო კაბის თასმა არ წავიღე თან.… Continue reading ✓ საქორწილო თავსაბურავი (Vol. 9)

ჩემი ქორწილი

✓ მაგიდის დიზაინი ((ნაწილი 2) (Vol. 8))

სტუმრების მაგიდებისთვის გრძელი თეთრი სანთლები ვიყიდე. სად არ ვეძებე და ბოლოს, გუდვილში მივაკვლიე. სანთლების ყიდვის შემდგომ შანდლების საკითხიც დადგა დღის წესრიგში. თავის მტვრევა და დიდად ატკიება არ დამჭირვებია. იქვე არყის მოგრძო ჭიქები და თეთრი ლენტი ვიყიდე. მცირეოდენი ძალისხმევა და ჩემი “შანდლებიც” მზად იყო. საჭიროზე მეტი შანდალი გამომივიდა. ამიტომ, მცირედით გავერთე და შიგ ხელოვნური ყვავილებიც მოვათავსე,… Continue reading ✓ მაგიდის დიზაინი ((ნაწილი 2) (Vol. 8))

ჩემი ქორწილი

✓ ბეჭდები (Vol. 2)

2015 წლის 6 ივნისს, ჩემს დაბადების დღეზე ბეჭდები შევუკვეთეთ “ზარაფხანაში“. გიორგის სურდა შეეტყო ჩემი თითის ზომა და დღეობაზე სიურპრიზი გაეკეთებინა. თუმცა, საიდუმლოდ ამის გაგება ვერ მოახერხა, რამდენადაც, “სწორი პასუხი” – თითის ზუსტი ზომა არც მე ვიცოდი. ხოდა, ძალიანაც კარგი, იმიტომ, რომ საქორწინო ბეჭდის ზომას ასე ვერ გაიგებ. თავად უნდა მიხვედე და ადგილზე მოირგო. თავდაპირველად, რამე ორიგინალურს ვფიქრობდით, თუმცა,… Continue reading ✓ ბეჭდები (Vol. 2)