კარიერა · ცხოვრება

წინ გადადგმული ნაბიჯი

“ევროპული სასამართლოს გადაწყვეტილების თანახმად, დრო რომელიც სამსახურამდე და უკან დასაბრუნებლად იხარჯება, სამუშაო საათებად მიიჩნევა.” თუმცა, ეს რეგულაცია ეხებათ მხოლოდ და მხოლოდ იმ თანამშრომლებს, რომლებსაც არ აქვთ სტაბილური ოფისი და უწევთ სხვადასხვა დანიშნულების ადგილას მისვლა. ჩემი მოკრძალებული მოსაზრებით, სამსახურამდე და უკან გზა იმ მუშაკთათვისაც სამუშაო დროდაა ჩასათვლელი, ვისაც სტაბილური ოფისი აქვთ და აი, რატომ… თითქმის სამი… Continue reading წინ გადადგმული ნაბიჯი

კარიერა · ურთიერთობები

უტაქტო შენიშვნების თაობაზედ

ამ პოსტის გამოქვეყნება რამდენიმე თვის წინ მსურდა, მაგრამ დრაფტებში ჩამრჩა დაუსრულებელი, ამიტომაც, ახლა დავხვეწ და გაგიზიარებთ! არამგონია, რომელიმე მაღალი თანამდებობა გაძლევდეთ იმის უფლებას, თანამშრომელს უტაქტო და უადგილო შენიშვნა მისცეთ, მით უმეტეს, ისეთ საკითხზე, რომელიც საქმეს არ ეხება. თუ ვინმეს შეურაცხყოფას მიაყენებთ, შეიძლება მავანი გაჩუმდეს, მხოლოდ იმიტომ, რომ თანამდებობა გაქვთ მაღალი. მაგრამ როდესაც ასეთ რაღაცას აკეთებთ, სხვისგან… Continue reading უტაქტო შენიშვნების თაობაზედ

საინტერესო · ურთიერთობები · DIY

Tea Party

პირველ ივლის ჩვენი უსაყვარლესი თანამშრომლისა და ჩემი თანამეოთახის, თეას დღეობა იყო. ნინოს გენერალური იდეები ყოველთვის აწუხებს და ამჯერადაც, დაებადა ორიგინალური და კრეატიული მილოცვის ვერსია. რომ მოვისმინე, აღფრთოვანებული დავრჩი და მეორე დღიდანვე განხორციელებას შევუდექით. ჩანაფიქრის სისრულეში მოსაყვანად გვჭირდებოდა: 10 უცხო ბიჭი, 10 წითელი ვარდი და ერთი ტორტი… უპირველეს ყოვლისა, ბიჭებზე უნდა გვეზრუნა. მათ გარეშე არაფერი გამოვიდოდა.… Continue reading Tea Party

კარიერა

პარასკევი რომ პარასკევობდეს

ეს პოსტი ეძღვნება ყველა იმ ადამიანს, ვინც შაბათს მუშაობს! მეგობრებო, თქვენ მარტო არა ხართ! მე მესმის თქვენი! მე მესმის თქვენი, განსაკუთრებით მაშინ, როცა თქვენი მეგობარი Facebook-ზე ასტატუსებს და დიდი ზარ-ზეიმით გამცნობთ, რომ პარასკევია..   და თქვენს გულებში ამ დროს რაღაც “წყდება”… სპეციალურად თქვენთვის:

დედმამიშვილი · სიყვარული · ცხოვრება

Morning Love

დღეს დილით თვალი მაღვიძარამდე ერთი საათით ადრე ბუზღუნ-ბუზღუნით გავახილე. მერე მეორე მხარეს გადმოვბრუნდი და ყველაფერი დამავიწყდა… ჩემს დას ისე საყვარლად ეძინა, რომ ყველაფერი დამავიწყდა. თავით უკუღმა, ბალიშად მისი “მიკი მაუსი”… ხოდა, როცა დილა ასე საყვარლად იწყება, რაც უნდა მოხდეს დღის განმავლობაში, მაინც ყველაფერი კარგად არის!