ლიტერატურა · ლიტერატურის მიმოხილვა

ლორენ ოლივერის – “პანდემონიუმი”

ვისაც ლორენ ოლივერის – “დელირიუმი” წაკითხული აქვს და მისი მეორე ნაწილის თარგმნას ელოდებოდა, შეგიძლიათ, იხაროთ – “პანდემონიუმი” უკვე ქართულ ენაზეც შეგიძლიათ იხილოთ წიგნის მაღაზიის “ბესტსელერების” თაროზე. პირველი წიგნი რომ წავიკითხე, დასასრულს ისეთი გრძნობა მქონდა, თითქოს, მთავარ მოქმედ გმირთან ერთად, სამყარო თავზე ჩამომექცა. “პანდემონიუმი” კი ცხოვრების წიგნის ახალი თავივით არის – იმედის მომცემი და იმის მანიშნებელი, რომ… Continue reading ლორენ ოლივერის – “პანდემონიუმი”

კინემატოგრაფია · ლიტერატურა

გამოუსწორებელი რომანტიკოსების არჩევანი

ნიკოლას სპარკსი – ალბათ, ყველა გამოუსწორებელ რომანტიკოსს ჯერ კიდევ “დღიურიდან” (“The Notebook”) უყვარს. ამჯერადაც, ახალი რომანით -“The Choice” – არჩევანი – შეძლო, გადმოეცა იდეალური სასიყვარულო ისტორია, რომელზეც, უბრალოდ, ცრემლებს ვერ შეიკავებთ. ნაწარმოები ეცება ტრევისს, ვეტერინარს პატარა ქალაქში, რომელსაც ყველაფერი აქვს, რისი ნატვრაც ოდესმე შეეძლო: – შესანიშნავი მეგობრები, საყვარელი ძაღლი, სახლი და ბრწყინვალე სამსახური. არც პირად ფრონტზე უნდა… Continue reading გამოუსწორებელი რომანტიკოსების არჩევანი

ლიტერატურა · ლიტერატურის მიმოხილვა

ყურადღება! არ გამოტოვოთ “ღირსების” პრეზენტაცია!

დღეს მინდა ერთი ძალიან მაგარი წიგნის შესახებ მოგითხროთ, რომელიც გამომცემლობა – Palitra L – მა – “წლის ბესტსელერის” სერიით გამოსცა. რამდენიმე დღეა წიგნი ხელთ ჩამივარდა, მაგრამ მხოლოდ გუშინ გადავშალე პირველად, რადგანაც, აქამდე სხვა ნაწარმოებები მქონდა დაწყებული და ჯერ ისინი უნდა დამესრულებინა. რაა დასამალი და ვერ მოვწყდი. ერთი სული მაქვს, როდის მივალ შინ, როდის მოვრჩები საქმეებს და როდის ჩავუჯდები… Continue reading ყურადღება! არ გამოტოვოთ “ღირსების” პრეზენტაცია!

ლიტერატურა · ლიტერატურის მიმოხილვა

მიშველე! ბოდიში…

„მიშველე! ბოდიში…“ ფრედერიკ ბეგბედერის ბესტსელერის, „99 ფრანკის“ ერთგვარ გაგრძელებად შეგვიძლია ჩავთვალოთ. მთავარი მოქმედი გმირი, ავტორის ორეული, ოქტავ პარანგო, საეკლამო ბიზნესს თავს ანებებს და მისი ოცნების საქმიანობას, მსოფილიოს ულამაზესი გოგონების ძიებას ჰკიდებს ხელს – ტალანტ სკაუტი, ასე უწოდებენ თავს სუპერმოდელების აღმომჩენები – რამდენადაც სილამაზეს დანახვა უნდა! მათ წინაშე ხომ რთული ამოცანაა, ამოიცნო ჭეშმარიტი სილამაზე – ყოველგვარი მაკიაჟისა და თანამედროვე… Continue reading მიშველე! ბოდიში…

ლიტერატურა · ლიტერატურის მიმოხილვა · ძირითადი

PLAYLIST-ის საიდუმლო

მიშელ ფალკოფის PLAYLIST-ის საიდუმლო იმთავითვე საინტერესო იყო ჩემთვის, როგორც მელომანისთვის. ერთი სული მქონდა, ხელში ჩამეგდო და გადამეფურცლა.

ლიტერატურა

პალიტრა L – გამომცემლობა, რომელიც ზრუნავს ჩემზე

პალიტრა L – ეს არის გამომცემლობა, რომელსაც როგორც გამცნეთ, მინდა განსაკუთრებული მადლობა გადავუხადო. ეს არის გამომცემლობა, რომელიც ზრუნავდა ჩემს საშვებულებო, უფრო მეტიც – თაფლობის თვის განწყობაზე და არა მხოლოდ. ყველაფერი კი იმით დაიწყო, რომ ერთ დღესაც პალიტრა L-ის ანგელოზი გამომეცხადა და ჩემს ცხოვრებაში ახალი ერა დაიწყო. მას შემდგომ გაფაციცებით ველოდები მის გამოჩენას, რამდენადაც ის ჩემთვის… Continue reading პალიტრა L – გამომცემლობა, რომელიც ზრუნავს ჩემზე

ლიტერატურა

კაზუო იშიგუროს დაფლული გოლიათი

მე-20 საუკუნის „ყველაზე ინგლისური რომანი“ იაპონელმა დაწერა და ეს მწერალი კაზუო იშიგუროა! – აღნიშნავენ ბრიტანელი კრიტიკოსები ერთხმად. რა არის ჩვენი სიცოცხლე მახსოვრობის გარეშე? შეგვიძლია თუ არა გავაგრძელოთ ცხოვრება, თუ კი არ გვაქვს წარსული? იქნებ, სჯობს კიდეც უცოდინრობა? მეფე არტურის შემდგომი ბრიტანეთი, მითებით, გმირებითა და ტრადიციებით აღსავსე. და მაინც, მყიფე და ადვილად მსხვრევადი ქვეყანა, რომელიც დანის… Continue reading კაზუო იშიგუროს დაფლული გოლიათი