წლის პირველი პოსტი

ჯერ კიდევ გუშინ დავიწყე… რამდენიმე აბზაცი დაწერილი მქონდა, მაგრამ ავტომატურად არ შეუნახავს და დავრჩი ისე… აქამდე რას აკეთებდიო, თუ მკითხავთ, გეტყვით, რომ საცივში თავი არ მდებია. ხოო, მართლა, ყველა დღესასწაულს ერთად გილოცავთ! თქვენ როგორც გაგიხარდებათ, ისე ყოფილიყავით 😉 აგერ, უკვე მალე მეშვიდე გაზაფხული იქნება, რაც ბლოგი მაქვს და არასდროს გამომიქვეყნებია ჩემი “წლის გეგმა” – ერთი…

ჩემი ნახატები აკვარელში Vol 3

დიდი ხნის პაუზის შემდგომ, დღევანდელი კვირა დღის საღამო კვლავ ხატვასა და აკვარელებს დავუთმე! გამოგიტყდებით და – ნამდვილი ნეტარებაა… ერთადერთი მიზეზი, რის გამოც ხშირად არ ვხატავ, ისაა, რომ ფუნჯებისა და საღებავების გამოტანა მეზარება… ჰმ! გასალახი ვარ, აბა რა ვარ… რაღაც ასე ძლიერ მიყვარს, სულიერ სიმშვიდეს მანიჭებს, მე კი ზარებს ვერ ვიხსნი.

რა გავაკეთე შვებულების დროს

4 აგვისტოდან – 17 აგვისტოს ჩათვლით მქონდა ნანატრი შვეულება, რომლის დროსაც: ვიყავი: კოჯორში; წყნეთში; მცხეთაში; ქუთაისში; მარტვილსა და სენაკში; სამ პანაშვიდსა თუ გასვენებაში (მარტვილი, სენაკი, თბილისი); სამსახურში – ერთხელ; სამსახურის საქმეზე – ერთხელ; წავიკითხე: მამაჩემი, ბობ დილანი და კაცი საკაბელოდან; A Kingdom of Dreams (განმეორებით); ლამაზი მეგობარი; 4 კონტრაქტი და 3 დადგენილება;

შაბათი მეგობრებთან ერთად

უკვე აღარ მახსოვს, კვირის ბოლოს როდის დავრჩი მთელი დღით სახლში. სამსახურიდან მოსულსა და დაღლილს, შაბათ საღამოს სახლში ჯდომა და ხატვა მსურდა, მაგრამ ვინ მაცალა. მეგობრებმა ნამუსზე ამაგდეს და ამ პაპანაქებაში გარეთ გამომაგდეს. როგორც უკვე გითხარით, დიდი ხანია, რაც დაქალები არ მყავდა ნანახი. პინგვინების სტუმრობა გვქონდა გადაწყვეტილი ზოოპარკში. მაგრამ შეხვედრა 7-ისთვის დავთქვით, მე კი ამ სიცხეში, სახლში…

სახალისო სტრიტ არტი

თქვენ რომ იცოდეთ, როგორ მიხარია, თბილისის ქუჩებში კრეატიულ არტებს რომ გადავაწყდები, ხოლმე… რა იქნება, მსგავსი რაღაცები ჩვენთანაც უფრო ხშირად გვხვდებოდეს?