ბავშვის მოვლა · მშობლები

7 რამ, რასაც ვერ გაიგებ სანამ არ გახდები მშობელი

შვილებამდე ცხოვრება? მინიმუმ სამ საათიანი უწყვეტი ძილი ღამით; ნორმალური ზომის ჩანთა; ქუსლები – რეგულარულად… მეგობართა გამაღიზიანებელი წუწუნი და გაუთავებელი საუბრები მათს შვილებზე… აი, მცირედი იმისა, რასაც ვერ ვხვდებოდი, სანამ დედა გავხდებოდი: 1.  “არ მცალია”- ს ნამდვილ მნიშვნელობას იყო მშობელი – ზედმეტად შრომატევადი საქმეა. ბავშვამდე ვფიქრობდი, რომ თუ დროს სწორად დაგეგმავ და სისტემას ააწყობ, არაფერიც არ არის… Continue reading 7 რამ, რასაც ვერ გაიგებ სანამ არ გახდები მშობელი

ჩემი ქორწილი

✓ მაყრები სახლში (Vol. 19)

სალონიდან წამოსულებმა ჩემს თაიგულზე გავიარეთ. მერე სასწრაფოდ მივედით სახლში. დრო ცოტა გვქონდა. ელვისებურად ჩქარა ჩავიცვი საქორწილო კაბა. მეტყობა კიდეც. გული რომ არ წამსვლოდა, ლავაშს ვეძგერე. სულ დამავიწყდა მაკიაჟი რომ მეკეთა და ტუჩის საცხი. მაგრამ იმდენად მდგრადი იყო, რომ ბევრი არაფერი დაკლებია. ამასობაში ფოტოგრაფიც მოვიდა და მითხრა, რომ მასეთ დროს რაფაელოა ენერგიის მომცემი და ეგ ჭამეო.… Continue reading ✓ მაყრები სახლში (Vol. 19)

ჩემი ქორწილი

✓ ნიშნობა – 09.08.2015 (Vol. 12)

2015 წლის 09 აგვისტოს გიორგი და მისი უახლოესი ნათესავები ჩვენსას გვესტუმრნენ. პატარა სუფრა გვქონდა. გაცნობითი ხასიათის. შეხვედრას სტატუსი უნდა ჰქონოდა და მიუხედავად იმისა, რომ ჩვენი მომავალი მეჯვარეები გვერდით არ გვყავდნენ, ბეჭდები გავცვალეთ და სტუმრობას ნიშნობის იარლიყი დავადეთ. როგორც მეგრელებს გვჩვევია, დედაჩემმა დაახვავა მაგიდაზე ბარაქა. მე რაც შემეძლო, ვეხმარებოდი. მაგრამ ლომის წვლილი სწორადაც რომ მას და… Continue reading ✓ ნიშნობა – 09.08.2015 (Vol. 12)

ჩემი ქორწილი · DIY

✓ სახალისო ფოტოსესია ქორწილისთვის ((ნაწილი 1) (Vol. 5))

ქორწილი, უკეთეს შემთხვევაში, ცხოვრებაში ერთხელ გაქვს ადამიანს. ამ დღის მოგონებები კი ფოტოსა და ვიდეოს სახით უფრო დიდ ხანს შემოგრჩება, მხოლოდ მახსოვრობის იმედად ვერ იქნები კაცი. ამ დღის გასალამაზებლად თვითნაკეთი ღრუბლები დაგეხმარება. ამისათვის შავ-თეთრი პრინტერი, ოდნავ მყარი ქაღალდი, წებო, პლასტელინი და საწრუპავი მილიც საკმარისი იქნება. იდეები განუსაზღვრელია. წარწერები თავად შეგიძლიათ მოიფიქროთ. ყველაზე კრეატიული, რაც მოვიფიქრე “ჩანგალზე”-ა.… Continue reading ✓ სახალისო ფოტოსესია ქორწილისთვის ((ნაწილი 1) (Vol. 5))

ბუნება · მშობლები · სიყვარული

სამაგალითო მშობლები! ფოტოები საუკეთესო განწყობისთვის

მშობლის სიყვარულის შვილისადმი, ალბათ, ამ ქვეყნად ვერაფერი შეედრება. განსაკუთრებით სამაგალითო მშობლები ცხოველები არიან, იმიტომ, რომ ადამიანებმა “ადამიანობა” დავკარგეთ და ეჰ, ცხოველებს დამსგავსება სანატრელი გაგვიხდა. ნუ შემეწინააღმდეგებით, აბა, გაიხსენეთ, სამსახურიდან შინ დაბრუნებულები და გაღიზიანებულები ოჯახის წევრებს როგორ ვაკლებთ იმ სითბოსა და ყურადღებას, რომელსაც ჩვენში დებდნენ და ახლაც არ იშურებენ. IMHO, სიტყვა “ცხოველი” მალე სალანძღავ მნიშვნელობას დაკარგავს.… Continue reading სამაგალითო მშობლები! ფოტოები საუკეთესო განწყობისთვის