მეგობრები · მოგზაურობა · პირადი

ილიას ტბა

ერთი ფრიად სამწუხარო ამბის გამო წლევანდელ ზაფხულს მოგვიწია კახეთის მონახულება. მარიკოსთან ეზოში ვისხედით და სხვადასხვა საკითხებზე ვბჭობდით. იქვე ნატალია-ტატალია რწყილიან ქეციან ლეკვს ეთამაშებოდა, მიუხედავად იმისა, რომ დედამ დაუშალა. ყველას ძლიერ გვშიოდა და ამიტომ, გადავწყვიტეთ წავსულიყავით ილიას ტბაზე და იქვე კარგად დავნაყრებულიყავით ლამაზი ბუნების ფონზე. გზად უამრავი სურათიც გადავიღეთ. აი, რამდენიმე მათგანი. ცუდი ის იყო, რომ… Continue reading ილიას ტბა

მოგზაურობა · ფოტოგრაფია

ტვინის შერყევამდე ჩემი

დიდი ხნის ოცნება რომ ავისრულე და ციფრული ფოტოკამერა ვიყიდე, უკვე მოგახსენეთ. წინა კვირას კარგი ამინდი იყო და მეც გამოვედი შენაძენით. იმედი მქონდა, რომ ულამაზეს ფოტოებს გადავიღებდი, მაგრამ არ დამცალდა. ფეხი ამისრიალდა და კინაღამ ტვინიც გადავაყოლე… ეს დღე  -საავადმყოფოში და მთელი მომდევნო კვირა ლოგინში გავატარე “შერყევით”. თუმცა, შემთხვევამდე რამდენიმე სურათის გადაღება მაინც მოვასწარი. აი, ისინიც. ვეცდები,… Continue reading ტვინის შერყევამდე ჩემი

მოგზაურობა · საინტერესო

სოჭი: “ქალაქი მოჩვენება” – ოლიმპიადიდან 6 თვის თავზე

რუსმა ფოტოგრაფმა ალექსანდერ ბელენკიმ ოპიმპიადიდან 6 თვის თავზე სოჭის სურათები გადაიღო. სიმართლე რომ ითქვას, ქალაქი სათხილამურო კურორტს ჰგავს ზაფხულში. როგორც წესი, ოლიმპიადამ ასე იცის, ზოგიერთი გამონაკლისს თუ არ ჩავთვლით. პუნქტები სპეციალურად ამ მოვლენისთვის შენდება და შემდგომ, ცარიელდება, მაგრამ რაც ამ ქალაქს მსგავსებისაგან განასხვავებს, ისაა, რომ ბევრი შენობა ბოლომდე არც დაუსრულებიათ, შესაბამისად, გზად დაუმონტაჟებელ უნიტაზებსაც შევხვდებით.… Continue reading სოჭი: “ქალაქი მოჩვენება” – ოლიმპიადიდან 6 თვის თავზე

ბლოგი · კარიერა · ლიტერატურა · მეგობრები · მოგზაურობა · მხატვრობა · პირადი · სიყვარული · ურთიერთობები · ჯანმრთელობა · DIY

წლის პირველი პოსტი

ჯერ კიდევ გუშინ დავიწყე… რამდენიმე აბზაცი დაწერილი მქონდა, მაგრამ ავტომატურად არ შეუნახავს და დავრჩი ისე… აქამდე რას აკეთებდიო, თუ მკითხავთ, გეტყვით, რომ საცივში თავი არ მდებია. ხოო, მართლა, ყველა დღესასწაულს ერთად გილოცავთ! თქვენ როგორც გაგიხარდებათ, ისე ყოფილიყავით 😉 აგერ, უკვე მალე მეშვიდე გაზაფხული იქნება, რაც ბლოგი მაქვს და არასდროს გამომიქვეყნებია ჩემი “წლის გეგმა” – ერთი… Continue reading წლის პირველი პოსტი

ბლოგი · კინემატოგრაფია · საინტერესო

ბათუმისკენ ჰერი-ჰერი

ბათუმის ბილეთი საავტორო კინოს მე-9 საერთაშორისო ფესტივალის გახსნამდე რამდენიმე დღით ადრე ავიღე მწვანე ვაშლთან ერთად.  გამგზავრების დილას ბაქანზე გაბო შეგვხვდა, რომელიც მეზობელი ვაგონით მოგვყვებოდა.

ბუნება · მოგზაურობა

I’m so excited

And I just can’t hide it… ახლავე მოგიყვებით, რატომაც…

1. შეთანხმების დადება –  ✓

წინა შაბათს კლასელების შეხვედრა გვქონდა ად გაგრძელების სახით გადაწყდა, რომ მომავალ შაბათ–კვირას სვანეთში წავიდოდით. საკმაოდ შეზარხოშებულნი ვიყავით და ამიტომაც, რომ არ გადაგვეთქვა გამოფხიზლებულებს, იქვე შეთანხმება გავაფორმეთ.

Agreement

2. ნებართვის მოპოვება – ✓

განცხადება დავწერე და უფროსს შევუტანე, შაბათს არ ვიქნები მეთქი. Continue reading “I’m so excited”

მოგზაურობა · სტილი

მსოფლიოს ყველაზე ფერადი ქალაქები

ყველაზე ბედნიერი ადამიანები არიან ისინი, ვისაც მოგზაურობის საშუალება აქვს და შეუძლია აუღელვებლად, ყოველგვარი სისწრაფისა და სიჩქარის გარეშე დატკბნენ ნანახით და მოახერხონ კადრების აღბეჭდვა როგორც ტვინის უჯრედებში, ისე ფოტოაპარატის საშუალებით.